საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


ავერსმა ვასაძეების მრავალშვილიან ოჯახს საშობაო საჩუქარი მოუმზადა
ავერსმა ვასაძეების მრავალშვილიან ოჯახს საშობაო საჩუქარი მოუმზადა
  • 2016-01-06

რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ოფისში 13 წლის გოგონა მოვიდა და ბარათი დატოვა - მარიამ ვასაძე მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილია. მან "ავერსის" დამფუძნებელს საშობაო ნატვრის ახდენა სთხოვა:
- დედა დარდობდა, სუფრას ოჯახი ერთად არასოდეს ვუსხდებოდითო - დიდი მაგიდა და იმდენი სკამი, რომ ყველა მოვთავსებულიყავით, არ გვქონდა. სამი წლის წინ ბატონ პაატას საშობაოდ ნაძვის ხე ვთხოვე და ეს ნატვრა ამიხდინა, ვიფიქრე, იქნებ არც ამ თხოვნაზე მითხრას უარი-თქო და არც შევმცდარვარ - მაგიდა და სკამები გვაჩუქა - გვითხრა მარიამმა.

იხილეთ ვრცლად
“ავერსის” საშობაო საჩუქარი
“ავერსის” საშობაო საჩუქარი
  • 2016-01-06

დღიდან დაარსებისა, ქველმოქმედება “ავერსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია, 2010 წელს კი კომპანიასთან საქველმოქმედო ფონდიც დაფუძნდა. მრავალი წელია, “ავერსი” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნავს და განუწყვეტლივ ამარაგებს მათ საჭირო მედიკამენტებით.

იხილეთ ვრცლად
ფონდი
ფონდი "ავერსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარა
  • 2015-10-06

საქველმოქმედო ფონდ "ავერსისა" და ორგანიზაცია ,,ადამიანი"-ს ინიციატივით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საჩუქრებთან ერთად მათთვის საჭირო მედიკამენტები დაურიგდათ.
ორგანიზაცია ,,ადამიანი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დევნილების და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების მიზნით 2008 წლის აგვისტოს თვეში დაარსდა და ამ დღიდან ორგანიზაციას საერთაშორისო დონორებისაგან მიღებული მილიონობით ლარის ღირებულების ნივთები და პროდუქტები (ინვალიდის ეტლები, ტანსაცმელი, ჰიგიენური, სასკოლო კომპლექტები, საკვები და სხვა) უკვე ქვეყნის მასშტაბით აქვს განაწილებული.

იხილეთ ვრცლად