1. ზოგადი ინფორმაცია
აღნიშნული პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს ავერსი–ფარმა (შემდგომში – „კომპანია“) „მზა–ჩანაწერებს“ თავის ვებსაიტებზე, მათ შორის www.Aversi.ge–ზე. ვებსაიტი იყენებს “მზა–ჩანაწერებს”(„cookies“) მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების, ვებსაიტის ფუნქციონირების უზრუნველყოფის, ანალიტიკური ან მარკეტინგული მიზნებისთვის, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სრული შესაბამისობით. “მზა–ჩანაწერებს” წარმოადგენს მცირე ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე და საშუალებას აძლევს ვებსაიტს ამოიცნოს მომხმარებელი მომავალ ვიზიტებზე ან ერთი სესიის განმავლობაში.
კონტექსტის გათვალისწინებით, „მზა ჩანაწერები“ ჩვენს ვებგერდზე შესაძლოა იყოს პირველი მხარის (first-party) ან მესამე მხარის (third-party).
2. “მზა–ჩანაწერების” კატეგორიები და გამოყენების მიზნები 2.1. აუცილებელი კატეგორიის “მზა–ჩანაწერები” “მზა–ჩანაწერები” აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყოფს: - მომხმარებლის იდენტიფიკაციის მართვას შიდა პროგრამებთან (მტრედი ბარათი, თაროს მოდული); - შიდა სისტემასთან მომხმარებლის მონაცემების ვალიდაციას (პირადი ნომერი, მობილურის ნომერი).
ვინაიდან აუცილებელი კატეგორიის “მზა–ჩანაწერები” საჭიროა ვებგვერდის მუშაობისათვის, ამგვარი “მზა–ჩანაწერები” ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
2.2.1. კომპანია იყენებს შემდეგ აუცილებელი კატეგორიის „მზა–ჩანაწერებს“:
1) სესიის „მზა–ჩანაწერები“ (შემდგომში: „PHPSESSID“)
სესიის „მზა–ჩანაწერები“ გამოიყენება ვებსაიტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტების მართვისთვის, როგორიცაა მომხმარებლის სესიის შენარჩუნება ვიზიტის განმავლობაში.
PHPSESSID „მზა–ჩანაწერები“ ავტომატურად იქმნება ვებსერვერის მიერ, როცა მომხმარებელი პირველად შედის საიტზე, რომელიც:
- ინახავს დროებით მონაცემებს (მაგალითად მომხმარებლის ავთენტიკაციას);
- უზრუნველყოფს გვერდიდან გვერდზე გადაადგილებისას ერთიანი სესიის შენარჩუნებას;
- არ იწვევს ინდივიდუალური მომხმარებლის იდენტიფიკაციას.
2) ენის „მზა–ჩანაწერები“:
ენის „მზა–ჩანაწერები“ ინახავენ მომხმარებლის მიერ არჩეული ვებსაიტის ენობრივ ვერსიას (მაგ. ქართული, ინგლისური), რათა მომავალ ვიზიტებზე ვებსაიტმა ავტომატურად ჩართოს სასურველი ენა.
- ამ „მზა–ჩანაწერების“ მეშვეობით ვებგვერდი იმახსოვრებს მომხმარებლის ენის არჩევანს;
- აუმჯობესებს გამოცდილებას და თავიდან არიდებს ვებსაიტის ვიზიტორს ყოველ ჯერზე ენის ხელით შეცვლის საჭიროებას;
- არ შეიცავს პირად მონაცემებს და არ გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის.
შენიშვნა: აუცილებელი კატეგორიის „მზა–ჩანაწერები“ არის დროებითი და იშლება ავტომატურად ბრაუზერის დახურვიდან 24 წთ–ის შემდგომ. მონაცემები არ ინახება საიტის სერვერზე – ხორციელდება მხოლოდ ერთჯერადი ვალიდაცია.
2.2. ანალიტიკური კატეგორიის “მზა–ჩანაწერები”:
ანალიტიკური კატეგორიის “მზა–ჩანაწერები” გამოიყენება ვებსაიტის მომხმარებლების ქცევის შესასწავლად და ვებსაიტის მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კატეგორიის “მზა–ჩანაწერები” საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას მიიღოს ანონიმური, შემაჯამებელი მონაცემები იმაზე, თუ როგორ შედის მომხმარებელი ვებსაიტზე, როგორ გადაადგილდება და რომელ სექციებს იყენებს აქტიურად.
მიზნები:
- ვებსაიტის ვიზიტორების რაოდენობისა და ქცევის ანალიზი;
- ყველაზე პოპულარული გვერდებისა და მოქმედებების იდენტიფიკაცია;
- გვერდის ჩატვირთვის დროის, გადაადგილების სიჩქარისა და სხვა ტექნიკური ასპექტების მონიტორინგი;
- პრობლემური სექციების ან არაეფექტური გვერდების გამოვლენა.
გამოყენებული ტექნოლოგია:
- Google Analytics (First-party Cookie) – Google-ის პლატფორმა, რომელიც გვაწვდის სტატისტიკას ვებსაიტის გამოყენების შესახებ და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 2 წლის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
მონაცემთა დამუშავება და თანხმობა:
აღნიშნული „მზა-ჩანაწერების“ გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს „მზა-ჩანაწერების“ ფანჯარაში შესაბამისი პარამეტრების არჩევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალიტიკური ინსტრუმენტები ვერ შეძლებენ მომხმარებლის ქცევის დაფიქსირებას, რაც ზეგავლენას მოახდენს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეზე.
მონაცემები ანონიმურია და არ გამოიყენება ინდივიდუალური მომხმარებლების იდენტიფიკაციისათვის. ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ვებსაიტის გაუმჯობესების მიზნით.
2.3. მარკეტინგული კატეგორიის “მზა–ჩანაწერები”:
მარკეტინგული „მზა–ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლის ქცევის დეტალური ანალიზისათვის, რათა ვებსაიტმა და მესამე მხარეებმა შეძლონ პერსონალიზებული და მიზნობრივი რეკლამების მიწოდება.
აღნიშნული„მზა–ჩანაწერები“ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ:
- რომელი გვერდები და პროდუქტი იყო მომხმარებლისთვის საინტერესო;
- რამდენად ხშირად შედის მომხმარებელი ვებსაიტზე;
- რა მოწყობილობით, ლოკაციით ან რა დროში ხდება ვებსაიტის გამოყენება;
- როგორია მომხმარებლის მოქმედების პოტენციალი კონკრეტული შეთავაზებისადმი.
გამოყენებული ტექნოლოგია:
- Facebook Pixel (Third-party Cookie) – Meta Platforms-ის მიერ მოწოდებული „მზა–ჩანაწერი“, რომელიც ახორციელებს ქცევით მონიტორინგს და იძლევა რეკლამების ოპტიმიზაციის საშუალებას Facebook, Instagram და სხვა პლატფორმებზე.
- Remarketing – Facebook Pixel-ის მეშვეობით შესაძლებელი ხდება იგივე მომხმარებლისთვის რეკლამის ჩვენება სხვადასხვა პლატფორმაზე, რაც ზრდის ბრენდის ცნობადობას და კონვერსიის მაჩვენებელს.
მარკეტინგული კატეგორიის “მზა–ჩანაწერები” მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 90 დღის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
მონაცემების დამუშავება და სამართლებრივი საფუძველი:
მარკეტინგული „მზა–ჩანაწერები“ ჩაირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აშკარა, ინფორმირებულ თანხმობას გასცემს „მზა–ჩანაწერები“ ფანჯარაში შესაბამისი პარამეტრების არჩევით. ამ „მზა–ჩანაწერები“ გარეშე, ვებსაიტს არ აქვს წვდომა მომხმარებლის ქცევით მონაცემებზე მესამე მხარის სარეკლამო სისტემაში.
მესამე მხარეების მიერ დაყენებულ „მზა–ჩანაწერებზე“ მოქმედებს მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მათ პოლიტიკებს და შეასრულოს opt-out პროცედურები.
შენიშვნა:
თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება მარკეტინგული „მზა–ჩანაწერების“ გამოყენებას, მას არ გამოუჩნდება პერსონალიზებული რეკლამა ვებსაიტზე ან მის გარეთ. ამით მომხმარებლის გამოცდილება ნაკლებად იქნება მორგებული მის საჭიროებებს, თუმცა ვებსაიტის ძირითადი ფუნქციონირება არ შეიზღუდება.
2.4. Top.ge “ქაუნთერის” გამოყენება
ვებსაიტზე გამოყენებულია მესამე მხარის ანალიტიკური “ქაუნთერი” – Top.ge, რომელიც იყენებს მზა–ჩანაწერებს და ამუშავებს შემდეგ ინფორმაციას ვებსაიტის „ტრაფიკის“ სტატისტიკის შესაგროვებლად.
Top.ge მომხმარებლის ბრაუზერში წერს შემდეგ მზა–ჩანაწერებს:
1. cust – ბრაუზერის იდენტიფიკატორი (შენახვის ვადა: 548 დღე)
2. datetime – დროის ფიქსაცია (შენახვის ვადა: 548 დღე)
3. id – საიტის იდენტიფიკატორი (შენახვის ვადა: 548 დღე)
4. url – საიტის იდენტიფიკატორი (ვადა: სესიის დასრულებამდე)
5. __tgb – საიტის იდენტიფიკატორი (ვადა: სესიის დასრულებამდე)
შენიშვნა:
„მზა–ჩანაწერები“, რომელთა ვადა არ არის განსაზღვრული, ავტომატურად იშლება ბრაუზერის სესიის დახურვისას.
Top.ge ასევე აგზავნის თავის სერვერზე შემდეგ ინფორმაციას, რომელიც ინახება მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში:
1. მომხმარებლის IP მისამართი
2. Referer – საიდან შემოვიდა მომხმარებელი
3. Request – რომელი გვერდი მოინახულა
4. User-Agent – მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპის იდენტიფიკატორები
5. Resolution – ეკრანის გარჩევადობა
6. Depth – ფერების რაოდენობა მოწყობილობაზე
„ქაუნთერი“ ჩაიტვირთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს მზა–ჩანაწერების გამოყენებაზე მზა–ჩანაწერების ბანერის საშუალებით.
3. თანხმობის მექანიზმი მომხმარებელს შეუძლია „მზა–ჩანაწერების“ ფანჯარაში: - დაეთანხმოს ყველა „მზა–ჩანაწერის“ გამოყენებას; - აირჩიოს კონკრეტული კატეგორიები; - უარყოს არასავალდებულო “მზა–ჩანაწერები”.
4. მომხმარებლის უფლებები მომხმარებელს აქვს უფლება: - შეცვალოს (დაბლოკოს, შეზღუდოს) „მზა–ჩანაწერების“ პარამეტრები; - წაშალოს “მზა–ჩანაწერები” ბრაუზერიდან; - მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია.
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწიონოთ, რომ „მზა–ჩანაწერების“ გამორთვამ შესაძლებელია შეზღუდოს ჩვენი ვებგვერდის მუშაობა ან/და კონკრეტული ფუნქციების გამოყენება.
5. პოლიტიკის ცვლილებები
კომპანია იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს და გაანახლოს „მზა–ჩანაწერების“ წესები და პირობები. ცვლილებები ძალაში შევა ვებგვერდზე ატვირთვისთანავე.
6. საკონტაქტო ინფორმაცია დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტა: [email protected]



