პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

სააფთიაქო ქსელის მომხმარებლების

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმირება

 

მტრედი ბარათის გახსნაზე ან/და სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე თანხმობის გაცხადებით, დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვ. მონაცემთა დამუშავება გულისხმობს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ ქმედებას, როგორიცაა მონაცემების შეგროვება, მოპოვება, წვდომა, გამოყენება, დაჯგუფება, შენახვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.

ვინ ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას

შპს ავერსი-ფარმა (საიდენტიფიკაციო კოდი: 211386695) (შემდგომში: კომპანია/ავერსი-ფარმა) წარმოადგენს სააფთიაქო ქსელს, რომელიც ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტთან, შესყიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას. კომპანია, დამუშავების მიზნით ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას, მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის2  პასუხისმგებელი პირი.

 საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 148

ტელ: 032 2-900-800

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ გვერდი: https://www.aversi.ge

მონაცემთა დაცვის ოფიცერი – მარიამ სხილაძე, ელ.ფოსტა: [email protected]

ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში (ტექნიკურ ნაწილში) შესაძლოა ვიყენებდეთ კომპანიების/მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მომსახურებას, რომელთაც გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კონკრეტული დავალებების შესასრულებლად.

ყველა პირს, რომელიც ჩართულია თქვენი მონაცემების დამუშავებაში, აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, არ გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის და დაამუშავოს მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ გაცემული დავალებების ფარგლებში. 

რა პერსონალური ინფორმაცია მუშავდება თქვენს შესახებ

ჩვენი კომპანია ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სახელის, გვარის, პირადობის ნომრის, დაბადების თარიღის, სქესის, ასაკის, ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის, ადგილმდებარეობის, ავერსი-ფარმას სააფთიაქო ქსელში ვიზიტების ოდენობისა და შეძენილი პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების, მათ შორის, ანგარიშის ნომრისა და ფინანსური ინფორმაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღების წყარო

თქვენი მონაცემები გაზიარებულია უშუალოდ თქვენ მიერ, როდესაც ხდებით ავერსი-ფარმას მომხმარებელი. ასევე, თქვენ შესახებ ინფორმაცია შესაძლოა მივიღოთ, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მართვის ქვეშ არსებული ვებ- საიტებით ან სხვა მომსახურებით, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს; სატელეფონო/ელ.ფოსტის საშუალებით კომუნიკაციისას, აფთიაქში ვიზიტისას, ავერსი-ფარმას სოც. მედიის არხებში ინტერაქციისას.

რა მიზნით მუშავდება მონაცემები

1) თქვენი თანხმობის შემთხვევაში ავერსი-ფარმა დაამუშავებს თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებით:

-ლოიალობის პროგრამაში ჩართვისას/„მტრედი“ ბარათის გახსნისას, ბარათზე დარიცხული ქულების მიღებისა და მაქსიმალური ფასდაკლებით სარგებლობის მიზნით;

-მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად, მონაცემთა დამუშავების შესახებ თქვენი თანხმობის მიღების შემთხვევაში, კომპანია ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს, აქციების, ფასდაკლებების, გათამაშებების, მედიკამენტების, საკვები დანამატების, კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების, ბავშვთა კვების, სამედიცინო ტექნიკის და ავერსი-ფარმა-ფარმას სააფთიაქო ქსელში არსებული პროდუქციის, ასევე კომპანიის საიმიჯო ინფორმაციის შესახებ.

2) კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე ავერსი-ფარმამ შესაძლოა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, ტელეფონის ნომერი თქვენთან დაკავშირების მიზნით შეკვეთის, ტრანზაქციის ან სხვა გაყიდვასთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსასწორებლად.

ასეთ შემთხვევებში შესაძლოა დაგიკავშირდეთ, მაგალითად:

  • გადახდის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური შეცდომის გამო;
  • ერთზე მეტი პროდუქტის გადაცემისას აღრიცხვის შეუთავსებლობის გამო;
  • შეცდომით სხვა პროდუქტის ან არასწრორი ოდენობის პროდუქტის გადაცემისას;
  • შეკვეთის ან ბარათის მონაცემების შეუსაბამობისას.

აღნიშნული მონაცემების დამუშავება ემყარება კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესს – მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და ფინანსური გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს (კომპანიის გარეთ) ამ მიზნის მისაღწევად და ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ მოცულობას.

რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება თქვენი მონაცემები

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენი თანხმობის შემთხვევაში ან/და ლეგიტიმური ინტერესის არსებობისას. მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

რა ვადით გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მანამ, სანამ არ განხორციელდება თქვენს მიერ გაცხადება თანხმობის გამოხმობა ერთ-ერთი ან ყველა კონკრეტული მიზნით. ასევე, მონაცემები შესაძლოა დამატებით შევინახოთ იმ ვადით, რაც საჭიროა თქვენს საჩივრებზე რეაგირებისა და პრობლემის აღმოსაფხვრელად.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ავტომატურად გენიჭებათ შემდეგი უფლებები:

▪   ნებისმიერ დროს მიიღოთ თქვე ნს შე სახებ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ:

o  რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;

o  რა მიზნით მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები;

o  რა   სამართლებრივი   საფუძვლით   მუშავდება   თქვენი პერსონალური მონაცემები;

o  რომელი  წყაროდან  განხორციელდა  თქვენი  პერსონალური მონაცემის მოპოვება;

o  რა ვადით მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები;

o  როგორ  მუშავდებოდა  თქვენი  პერსონალური  მონაცემები  (მათ შორის ავტომატურად დამუშავების შემთხვევაში);

o  ვისთვის განხორციელდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

o  პერსონალურ   მონაცემთა   გაცემის   საფუძველი   და   მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

▪ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ; ასევე, მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; ნე ბისმიე რ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება; გამოიყენოთ მონაცემთა დაბლოკვის უფლება.

ხოლო, თუ ფიქრობთ, რომ დაირღვა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები, შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ გასაჩივრების უფლება და მიმართ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოებს.

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვფლობთ თქვენი თანხმობის საფუძველზე.

ჩვენი კომპანია თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოწოდების მიზნით, თქვენი საჭიროებების შესასწავლად და თქვენთვის სასარგებლო პირობების შესათავაზებლად, აჯგუფებს მონაცემებს გარკვეული სეგმენტების მიხედვით. სეგმენტაცია გვეხმარება სრულად მოვერგოთ თქვენს ინტერესებს.

უსაფრთხოების ზომები მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით

მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

თანხმობის გამოხმობის მექანიზმი

იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თანხმობის საფუძველზე ერთერთი ან ნებისმიერი მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი სურვილი დააფიქსიროთ, ჩვენს აფთიაქში ვიზიტისას, ჩვენს მიერ გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე, SMSOFF-ის საშუალებით ნომერზე 90270 (SMSOFF-ით სარგებლობა უფასოა), ან ცხელ ხაზზე (2-900-800) დაკავშირებით განაცხადოთ უარი.

დამატებითი ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დოკუმენტი განახლდება პერიოდულად საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესების/პირობების ცვლილების შესაბამისად. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ავერსი- ფარმას ვებ-გვერდის https://www.aversi.ge საშუალებით.

განახლების თარიღი:  01.06.2025