2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს
ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.
ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.
სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით – „ავერსი“.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა" და საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ფონდი კომიტეტს ყოველთვიურად განსაზღვრული ღირებულების მედიკამენტებით დაეხმარება.
იხილეთ ვრცლად12 ნოემბერს უკვე მესამედ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია "ჩემი მშვენიერი გიორგობის თვე", რომლის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიონის სინერგია" გახლავთ. ეს ორგანიზაცია 2011 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა და უკვე მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთებაც მოასწრო. ხელმძღვანელმა ლიკა ბებურიძემ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ტრადიციას დაუდო საფუძველი _ ნოემბრის თვეში საკუთარ დაბადების დღეს, შესანიშნავ დღესასწაულს აწყობს, თუმცა არა თავისთვის, არამედ იმ პატარებისთვის, ვისთვისაც საჩუქრები, ზეიმი და სხვადასხვა გასართობი არც თუ ხშირი ბედნიერებაა.
იხილეთ ვრცლად