ჩვენ შესახებ

სახელი:

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

 

სლოგანი:

„ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, რასაც საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის სლოგანი: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“

 

სიმბოლო, ლოგო:

სლოგანს ეხმიანება „ავერსის“ ლოგოტიპიც - წითელი გული, რომელზეც გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოთი.
წითლისა და თეთრის სიმბოლიკას ისტორიული ფესვები აქვს. ამ ფერებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ჯვაროსნული ომების ეპოქაში, იყენებდნენ ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების რაინდული ორდენები, რომლებიც ზრუნავდნენ ავადმყოფებზე, უსახლკაროებსა და ობლებზე, იცავდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად მიმავალ მორწმუნეთა უსაფრთხოებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიომ სწორედ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით გაიცნო. დროთა განმავლობაში ამ ემბლემის შინაარსი გაფართოვდა და განსაცდელში ჩავარდნილთა უანგარო დახმარების სიმბოლოდ იქცა.
უძველეს კულტურებში წითელი სიბრძნესა და სასიცოცხლო ენერგიას განასახიერებდა, თეთრი კი სიწმინდესა და კეთილშობილებას.
გულიც, როგორც ადამიანის მთავარი ორგანო, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოხატავს. მტრედი ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან მიიჩნევა მშვიდობის სიმბოლოდ, ხოლო ზეთისხილის რტო, რომელიც ასევე ბიბლიური ეპოქიდან იღებს სათავეს, სიცოცხლისა და ღმერთთან შერიგების გამომხატველია.
ყველა ამ მნიშვნელობას სრულყოფილად იტევს „ავერსის“ ემბლემა - მასაც ხომ, როგორც ბიბლიურ მტრედს, თავისი საქმიანობით სიმშვიდე და ჯანმრთელობა მოაქვს ადამიანებისთვის.

 PNG   EPS    AI    CDR

 ოფისი

მისია:

გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ასეთი მისია დაუსახა „ავერსმა“ საკუთარ თავს. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის - უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში ახალი ტიპის აფთიაქების გახსნა. ამ მიზნის რეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ „ავერსის“ პროდუქცია და სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და უმთავრესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

 

ხედვა:

დღიდან დაარსებისა, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფარმაცევტების პროფესიული ზრდა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება როგორც მომსახურების, ისე მომხმარებლის ინფორმირების კუთხით.
მომხმარებლის მეტ კომფორტს ისახავს მიზნად Online სერვისების დანერგვა და გაფართოება.
ყოველივე ამასთან ერთად, „ავერსი“ ცდილობს, აღადგინოს მივიწყებული ტრადიცია და ფარმაციის სფეროში დააბრუნოს მამაკაცები. ამის დასტურია ის, რომ კომპანიის ყველა აფთიაქში თითო ფარმაცევტი მამაკაცი მაინც არის დასაქმებული.

 

ღირებულებები:

ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ავერსის ძირითადი ღირებულებებია.


"ავერსი" – სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი

ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” 1994 წელს დაარსდა. მან საქართველოში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ხარისხიანი მომსახურების მტკიცე სტანდარტი დაამკვიდრა.


პროდუქცია
“ავერსმა” დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებულია და ფასიც – შედარებით დაბალი.
"ავერსის" პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან:


იხილეთ პარტნიორების სრული სია


მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, “ავერსში” მედიკამენტების სხვადასხვა ფასით წარმოდგენილი ანალოგების – ე.წ. “ჯენერიკების” ფართო არჩევანია, რომლებიც უცხოურ ანალოგებისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება და არა ხარისხით.


პრიორიტეტები
“ავერსში” უმთავრესი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხი გახლავთ. აფთიაქებში ფარმაცევტების მუშაობის ხარისხს და მათ პროფესიულ ზრდას დიდი ყურადღება ექცევა.
ფირმაში არსებობს უწყვეტი სწავლების პროცესი – ყოველკვირეული სემინარებისა და ტესტირებების დამსახურებით ფარმაცევტები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ. ამ შეხვედრებზე ფარმაცევტები ისმენენ ინფორმაციას სხვადასხვა ბრენდის მედიკამენტების შესახებ. ფარმაცევტებს უტარდებათ სემინარები და ტრენინგები მომსახურების საკითხებზეც.
ფირმას ჰყავს რეგიონალური მენეჯერების გუნდი, რომელიც სისტემატურად ამოწმებს აფთიაქებში სანიტარულ-ფარმაცევტულ წესრიგს. ასევე ფირმას აქვს “ფარული მომხმარებლის” სამსახური, რომლის საშუალებითაც სისტემატურად ხორციელდება აფთიაქების სამუშაო პროცესის და მომსახურების დონის მონიტორინგი.


საკადრო პოლიტიკა
საკადრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომელთა მოტივაცია და ამისათვის არსებული მუდმივი შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ითვლისწინებს ცოდნისა და პროფესიონალიზმის გამოვლენის უმნიშვნელოვანეს დეტალსაც კი.

კომპანიაში წარმატებულ თანამშრომლებს ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველთვიური პრემიებიც გადაეცემათ. თანამშრომლებს ფირმა წამახალისებელ პრემიებს აძლევს ტესტირებებში მიღწეული წარმატებული შედეგისათვისაც.
თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულია ხელფასის მატება სტაჟთან ერთად. სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთათვის ზრდის % განსხვავებულია.
"ავერსის" თანამშრომლები არა მარტო პროფესიულ საქმიანობისთვის არიან მოტივირებულნი, არამედ პირადი ცხოვრების შექმნისათვისაც – ახლადდაოჯახებულებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება, თანამშრომლის დაქორწინების შემთხვევაში მთელი მისი განყოფილება წამახალისებელ ფულად ჯილდოს იღებს. ასევე ფულად ჯილდოს იღებენ თანამშრომლები, რომლებსაც შვილი შეეძინებათ.
კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით წარმატებული “ავერსელები”, რომლებმაც ფირმის განვითარებასა და წინსვლაში გამორჩეული როლი შეასრულეს, ყოველწლიურად სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით საჩუქრდებიან და საზღვარგარეთ შემოქმედებითი მივლინებით მიემგზავრებიან. “ავერსელებმა” ამგვარად მოინახულეს უკრაინა, თურქეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები, ისრაელი...
მოკლედ | ვრცლად


პროექტები და წარმატებები

ავერსის აფთიაქები

ავერსის პირადი ფარმაცევტი მომხმარებლის სურვილებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, „ავერსი-ფარმა“ ქართულ ბაზარს ჯანდაცვის სფეროში პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს და პირადი ფარმაცევტის მომსახურებას სთავაზობს. ეს მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუადვილებს და, იმავდროულად, დროის დაზოგვაშიც დაეხმარება.

თბილისის ხუთი ყველაზე დიდი უბნის აფთიაქებში მომხმარებლებს პირადი ფარმაცევტები ელოდებიან.

პირადი ფარმაცევტის მომსახურება გულისხმობს:     

    ინდივიდუალურ მიდგომას;

    მუდმივ კავშირს პირად ფარმაცევტთან;

    ურიგო მომსახურებას;

    სწრაფ და მოქნილ სერვისს;

    მედიკამენტების სასურველ ადგილზე უფასოდ მიტანას;

    დამატებითი ფასდაკლების დღეებს;

    ევროპული პროდუქციის ფართო არჩევანს.

ყველაზე დიდი სარგებელი, რისი მიღებაც მომხმარებელს შეუძლია:

    ინდივიდუალური კონსულტაციები, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს მორგებული რეკომენდაციები;

    24-საათიანი სატელეფონო მომსახურება;

    რჩევები ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შესახებ;

    სერვისის მიღება რიგში დგომის გარეშე;

    დამატებითი ფასდაკლების დღეები და სხვადასხვა ინდივიდუალური ბენეფიტი.

ჩვენი მომსახურების ცენტრები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, ი. ჭავჭავაძის 50

პირადი ფარმაცევტი - დიანა კაიშაური

მობ: +995(577) 377474

ელ. ფოსტა: [email protected]

თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ, მე-10 კორპუსის მიმდებარედ

პირადი ფარმაცევტი - მაკა კიკნაველიძე

მობ: +995 (577) 301331

ელ. ფოსტა: [email protected]

თბილისი, ზედა სამგორი, ანთიმოზ ივერიელის 1

პირადი ფარმაცევტი - თამარ კოსტავა

მობ: +995 577 350 352

ელ. ფოსტა: [email protected]

თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის გამზირი 11

პირადი ფარმაცევტი - სალომე მუშკუდიანი

მობ: +995 577300709

ელ. ფოსტა: salome.mushkudiani @aversi.ge

თბილისი,  საბურთალო, კანდელაკის ქუჩა 61/59

პირადი ფარმაცევტი - თამარ ბაკურაძე

მობ:  +995 577395159

ელ. ფოსტა: tamar.bakuradze @aversi.ge

პირველად საქართველოში, „ავერსი ფარმას“ ინიციატივით, მომხმარებელი აფთიაქებში გამორჩეულ მომსახურებას მიიღებს.

მომხმარებლებს შეუძლიათ, ეწვიონ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ აფთიაქს სასურველ უბანში და პირად ფარმაცევტს მიმართონ.

„ავერსი-ფარმა“ გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ავერსის პირადი ფარმაცევტი - ვიდეო

  • “ავერსის” სააფთიაქო ქსელი თბილისში – 148, ხოლო რეგიონებში 202 აფთიაქით არის წარმოდგენილი. ქსელის უპირატესობაა ხარისხიანი მედიკამენტები, დაბალი ფასები და კვალიფიციური ფარმაცევტული მომსახურება. 
  • 2002 წელს “ავერსმა” შექმნა ამიერკავკასიაში უდიდესი ფარმაცევტული საწარმო – “ავერსი-რაციონალი”. კომპანიაში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები ISO 9001 (Quality management systems- Requirements) და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union).
  • “ავერსის” კლინიკათა ქსელი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 2013 წელს “ავერსის კლინიკას” ხარისხის მაკონტროლებელმა გერმანულმა ორგანიზაციამ TÜV SÜD-მა ISO სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
  • 2004 წელს დაარსდა ჟურნალი “ავერსი”, რომელიც კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებით ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხების შესახებ მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაზე ზრუნავს.
  • 2009 წელს “ავერსმა” სადაზღვევო კომპანია “ალფა” დააარსა. 
  • 2010 წელს ოფიციალურად დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”.
  • 2011 წელს კომპანია “ავერსმა” შეიძინა კონსტანტინე ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი და სულ მალე ის უახლესი ინვენტარით აღჭურვილ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებად გარდაქმნა. 
  • 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა ჰოსპიტალური ქსელი “მედალფა”. ქსელის ყველა კლინიკა და სამედიცინო ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.
  • 2014 წლიდან კომპანია “ავერსის” მფლობელობაში გადავიდა ყოფილი სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი. განხორციელდა 15–მილიონიანი ინვესტიცია, მოხდა ცენტრის სრული რეაბილიტაცია და განახლდა მისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი მრავალპროფილური კლინიკა გახდა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელი ეწოდა.
  • 2014 წელს “ავერსის კლინიკამ” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბირთვული მედიცინის ცენტრი გახსნა. ცენტრი სრულყოფილად მარაგდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელი რადიაქტიური ნივთიერებებით, რითაც რეგიონში არსებული ამ ტიპის სხვა დაწესებულებებისგან გამოირჩევა.
  • 2016 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი დაწესებულება – მონოპროფილური სამშობიარო სახლი “ახალი სოცოცხლე” შეემატა, რომელსაც კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი მართავს.
  • 2018 წლის 14 დეკემბერს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის საორგანიზაციო კომიტეტმა წლის საუკეთესო კომპანიად "ავერსი-რაციონალი" დაასახელა და გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატი ნომინაციაში "მუდმივი ლიდერი".

  • 2019 წლის 13 დეკემბერს "ავერსის კლინიკასა" და ინჰას (სამხრეთი კორეა) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა და განამტკიცა კავშირი ამ ორ სამედიცინო დაწესებულებას შორის.

  • 2020 წლის 16-17 იანვარს "ავერსის კლინიკას" მორიგი ვიზიტით ეწვია ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი, ზაგრების ჰოსპიტლის ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი საშა იანკოვიჩი, რომელიც 2012 წლიდან პერიოდულად სტუმრობს "ავერსის კლინიკას" და მის ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად ჩატარებული აქვს 70-მდე რეკონსტრუქციული ოპერაცია.
  • 2020 წლის 9 იანვარს "ავერსის კლინიკაში" დამონტაჟდა Aquilion One Genesis - Canon-ის ფირმის პრემიუმკლასის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი. ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული ტომოგრაფი სიახლეა მსოფლიო ბაზარზე.
  • 2020 წლის 30 იანვარს "ავერსის კლინიკამ" შეიძინა სამედიცინო აპარატურის წარმოების ლიდერის, ბრენდ "ჯენერალ ელექტრიკის", უახლესი თაობის მამოგრაფი GE Pristina. აპარატის ფუნქციონალი და დიზაინი ზედმიწევნითაა მორგებული როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს.
  • 2020 წლის 3 მარტს "ავერსის კლინიკაში" პარკინსონით დაავადებულ პაციენტს საქართველოში პირველად წარმატებით ჩაუტარდა ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია.
  • 2020 წლის 6 მარტს "ავერსის კლინიკამ" შეიძინა მრავალფუნქციური დენსიტომეტრი DXA GE Lunar Prodigy Pro. აპარატი განკუთვნილია ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად და აღიარებულია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად.

 

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია

“ავერსი” არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელთა უმრავლესობა ეროვნული მნიშვნელობისაა.
კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე და განუწყვეტლივ ამარაგებს მათ საჭირო მედიკამენტებით.

შ.პ.ს. ,,ავერსი-ფარმა” სპონსორობას უწევს შემდეგ პროექტებს:

  • საბავშვო მუსიკალური პროექტი "ანა-ბანა";
  • მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართული";
  • ბათუმის ჯაზ ფესტივალი

და აგრეთვე მრავალ სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროქტებს.

2005 წლიდან მოქმედებს მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 4000-მდე ოჯახმა მიიღო დახმარება.

2005 წლიდან მოყოლებული, კომპანია “ავერსი” მუდმივად ეხმარება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ “კათარზისს”.

2006 წელს განხორციელდა პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულთათვის”, რომლის ფარგლებშიც 1700-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდა მხედველობა.

2007 წლიდან 2011 წლის ივლისამდე მოქმედებდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებმა, პედაგოგებმა, ექიმებმა, ძალოვანი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა მედიკამენტებზე 10 897 347 ლარის შეღავათი მიიღეს.

2007-დან 2011 წლის ჩათვლით “ავერსი” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ასაჩუქრებდა “ავერსი-რაციონალის” პირველადი მოხმარების მედიკამენტებით. 5 წლის განმავლობაში სულ 1 119 896 ლარი ღირებულების მედიკამენტი გაიცა.

2009-დან 2013 წლამდე “ავერსსა” და საქართველოს საპატრიარქოს შორის მოქმედებდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები უფასოდ იღებდნენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და სარგებლობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისით.

2009 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, უფასოდ მიიღონ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები და ყოველგვარი სამედიცინო მომსახურება. მემორანდუმი დღემდე ძალაშია.

2010 წლიდან დღემდე “ავერსი” და “ავერსის კლინიკა” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას უტარდება უფასო დიაგნოსტიკური მომსახურება და უფასოდ გადაეცემა პირველადი დახმარების მედიკამენტები. ასეთი აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, თიანეთში, ხაშურსა და ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ კოდაში, სადაც 2008 წელს სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასახლებულნი.

2011 წლიდან დღემდე “ავერსი” ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ბავშვთა საჩოგბურთო ტურნირს - “ავერსის თასს”.

2012 წლიდან კომპანია “ავერსის” თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ დონორთა საერთაშორისო კვირეულში და უფასოდ გასცემენ სისხლს.

2013 წელს საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” პენსიონერებს ყოველთვიურ დახმარებას უწევს.

2013 წლის ივლისში დაარსდა ფონდი “ავერსელები ავერსელებისთვის”, რომელიც ავერსელების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება.

2016 წლიდან კომპანია “ავერსი”პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად. პროექტის ფარგლებში ვეტერანებს გადაეცემათ სასაჩუქრე ბარათები, რომლებითაც “ავერსის” სააფთიაქო ქსელში 140 ლარი ღირებულების პროდუქციის მიღება შეუძლიათ.

2016 წლიდან კომპანია “ავერსი” ფონდ “ნატვრის ხის” მხარდამჭერია.

2017 წელს საქართველო პირველად შეუერთდა საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას - “წითელი ცხვირის დღეს”, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადარჩენას ემსახურება. “ავერსმა” ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა მხარდაჭერა ამ კამპანიის მიმართ.

2017 წლის მაისში “ავერსი” აქტიურად ჩაება ბიზნესინფორმაციის სააგენტოსა და სტარტაპ “თრიფექსის” პროექტში, რომელიც 2008 წელს ბორჯომის ტყის განადგურებული მასივების აღდგენას ისახავს მიზნად. ბორჯომის ტყის აღსადგენად “ავერსმა” 500 ძირი ხე დარგო.

2017 წლის 26 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ავერსი-ფარმასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის, რომლის თანახმად, კომპანიის თანამშრომლები ხელფასიდან ყოველთვიურად განსაზღვრულ თანხას ჩარიცხავენ ფონდის ანგარიშზე.

2018 წლის 2 მაისს "ავერსი" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პარტნიორი და სპონსორი გახდა. მისი მხარდაჭერით გაიმართა ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიამ 24-დან 29 აპრილის ჩათვლით უკვე მესამედ უმასპინძლა.

2018 წლის 13 აგვისტოდან ხორციელდება სოციალური პროექტი, რომლის თანახმად მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პირები, მათთვის საჭირო და აუცილებელ 5 დასახელების მედიკამენტს მინიმალურ ფასად ყიდულობენ

2018 წლის 25 სექტემბრიდან "ავერსი" სიცოცხლის ფესტივალის მხარდამჭერია, რომელიც "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ინიციატივით უკვე მეხუთე წელია, სექტემბრის თვეში ტარდება ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

2018 წლის 27 ოქტომბერს ყაზბეგში “ავერსის კლინიკისა” და “ავერსი-ფარმას” ერთობლივი აქცია გაიმართა. კლინიკის ექიმებმა სამი სოფლის: ჯუთის, კარკუჩის და სნოს – მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩაუტარეს ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები.

2019 წლის 19 მარტს "ავერსსა" და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც მედიკამენტების შესაძენად რაიონულ გამგეობებს დახმარების თხოვნით მიმართავენ, შესაძლებლობა მიეცათ "ავერსის" სააფთიაქო ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ტარიფით ისარგებლონ.

2019 წლის 20 სექტემბერს სათნოების სახლ "კათარზისში" გაიმართა "ავერსი-ფარმასა" და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ერთობლივი აქცია. კლინიკის ექიმებმა ხანდაზმულები გასინჯეს, რჩევა-დარიგება მისცეს და რეცეპტით გათვალისწინებული წამლები უფასოდ გადასცეს.

2019 წლის 28 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა "ავერსისა" და "ავერსი-რაციონალის" მხარდაჭერით საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლა.

2019 წლის 18 ნოემბერს "ავერსის" კლინიკები თეთრი ხალათების აქციას შეუერთდნენ. ავერსელმა ექიმებმა საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

2019 წლის 7 დეკემბერს კომპანია "ავერსმა" და თბილისის მერიამ გამწვანების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტის ფარგლებში ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, "ავერსის" კუთვნილ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ჯიშის 600-მდე ხე დაირგვება.

2020 წლის 28 იანვარს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" განაახლეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი ყველა საჭირო მედიკამენტით.

“ავერსი” მუდმივად ეხმარება უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებებს, დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში და თავადაც უწევს ორგანიზებას კონფერენციებსა და სემინარებს. დღეს “ავერსი” საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს და რეგულარულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

შ.პ.ს. ,,ავერსი-ფარმა” დაარსების დღიდან დღემდე აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამედიცინო კონფერენციებში, და ამასთანავე თავადაც უწევს ორგანიზებას სამედიცინო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას

მოკლედ | ვრცლად


ჯილდოები

“ავერსი” როგორც ქველმოქმედი, წარმატებული და ცნობადი ბრენდი არაერთი მადლობის ფურცლის, სიგელისა და სერტიფიკატის მფლობელია.
2001 წელს “ავერსის” დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს პაატა კურტანიძეს დედაქალაქის წარჩინებული ბიზნესმენის და საქართველოს წარჩინებული ბიზნესმენის წოდება მიენიჭა.
2003-2008 წლებში, “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის მიხედვით, “ავერსმა” ზედიზედ დაიმსახურა წლის საუკეთესო კომპანიის წოდება როგორც ქველმოქმედმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და საუკეთესო მენეჯმენტის განმახორციელებელმა კომპანიამ.
2004 წლის 27 იანვარს მადრიდში ასოციაცია BID-მა “ავერსი-ფარმას” ოქროს ვარსკვლავის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიანიჭა.
2004 წლის 17 დეკემბერს ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა შპს “ავერსს”, შპს “ავერსი-ფარმას” და შპს “ავერსი გეოფარმს”.
2005 წელს “ავერსმა” მიიღო ალმანახ "სახე(ლ)ების" ჯილდო ნომინაციაში “მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია”.

2006-2007 წლებში შპს “ავერსი-ფარმამ” ორჯერ მიიღო ქართული ხარისხის ნიშნის სერტიფიკატი.
2006 წელს რაეო-ს კვლევაზე დაყრდნობით “ავერსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე წლის ადამიანად აღიარეს.
2007 წლის 14 დეკემბერს ახალი ამბების სააგენტო GHN–ისა და საკონსულტაციო ჯგუფ GSG–ის კვლევის შედეგად “ავერსი-ფარმამ” გაიმარჯვა ნომინაციაში “წლის ბრენდი” და ჯილდო – “ოქროს პერგამენტი” გადაეცა.
2008 წელს სააგენტო GHN-ისა და საკონსულტაციო ჯგუფ GSG-ის მიერ წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნომინაციაში “წლის საუკეთესო კომპანია” გამარჯვებული კვლავ “ავერსი-ფარმა” გახდა და მეორე “ოქროს პერგამენტი” მოიპოვა.
2007 წელს კომპანიის დამფუძნებელს ობოლ ბავშვთა დახმარების ფონდმა მადლობის სიგელი გადასცა. ამავე წელს პაატა კურტანიძემ ბავშვთა საკრებულოს მეოხის და საქართველოს რაგბის კავშირის მადლობის სიგელები მიიღო.
2008 წელს “ავერსმა” გაიმარჯვა GORBI-ს (საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ნომინაციით “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა”, და ბიზნესის ნაციონალური ჯილდო მოიპოვა.
2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია "ავერსს" გადასცა საპატიო დიპლომი პროექტში “გახდი ქველმოქმედი” აქტიური მონაწილეობისთვის.
2008 წლის 18 მაისს “ავერსმა” ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მადლობის სიგელი მიიღო.
2009 წლის 11 იანვარს მედიაჰოლდინგმა GBH-მ კომპანია “ავერსს” და მის დამფუძნებელს გადასცა სიგელი როგორც მედიაპროექტების მხარდამჭერ კომპანიას.
2006, 2007 და 2011 წლებში “ავერსმა” მიიღო “სოფლის მაშენებელის” საპატიო წოდება ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, სოციალური პროექტების განხორციელებისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების მხარდაჭერისთვის.
2012 წლის იანვარში ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პაატა კურტანიძეს წლის საუკეთესო მეცენატისა და სპორტის ქომაგის სიგელი გადაეცა.
ამავე წელს 5th Clinical Hospital-მა “ავერსს" გადასცა სიგელი როგორც გამარჯვებულს ნომინაციაში “ყველაზე კომფორტული ფარმაცევტული კომპანია”.
2014 წელს “ჯორჯიან თაიმსმა” და “ GORBI-მ” წლის საუკეთესო ქართული კომპანიები, ბრენდები და ბიზნესმენები დაასახელეს. “ავერსი” ბიზნესრეიტინგში, ტრადიციულად, ერთ-ერთ პირველ ადგილზე აღმოჩნდა და გაიმარჯვა ნომინაციაში “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა”.
2014 წელს ჟურნალმა “თბილისელებმა” “ოქროს კატალოგში” მოხვედრილი კომპანიები და ბიზნესმენები დააჯილდოვა. წლის ქველმოქმედად “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე დაასახელეს.
2015 წლის 2 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბალოვმა პაატა კურტანიძეს ოფიციალურ ვითარებაში გადასცა სპეციალური სიგელი და მედალი სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2016 წლის დეკემბერში “ავერსმა” საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისგან მადლობის სიგელი მიიღო 31-ე ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთა წარმატებით გამოსვლისთვის გაწეული დახმარებისთვის.
ამავე წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “მწვანე ჯვარმა” სპეციალური დიპლომი გადასცა “ავერსი-ფარმას” როგორც საუკეთესო სააფთიაქო ქსელს.
2016 წლის 12 დეკემბერს “ავერსმა” სპეციალური ჯილდო მიიღო IFC-ისგან (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის.
2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა “ავერსი” ადგილობრივი სასაქონლო ნიშნის მფლობელის დიპლომით დააჯილდოვა.
2017 წლის 26 აპრილს ორგანიზაციამ “ბორჯომი - ბუნების გულშემატკივარი” “ავერსს” სერტიფიკატი გადასცა დედამიწის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.
2017 წლის 24 დეკემბერს მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-მ "ავერსი" 2016-2017 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
ამავე წელს “ავერსს“ გადაეცა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია GDBA-ს სპეციალური სერტიფიკატი.
2017 წელსვე “ავერსმა” მიიღო საქართველოს ბანკის მადლობის სიგელი ფონდ “სიცოცხლის ხის” თანადგომისთვის.
ამავე წელს “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა “ავერსის” დამფუძნებელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.
2018 წლის მაისი კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქალაქ ქუთაისის მერიამ საპატიო მოქალაქედ აირჩია ქუთაისის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
2018 წლის 17 დეკემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" მიერ ორგანიზებული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოების ცერემონიალზე ბიზნესის ეროვნული ჯილდო "ავერსს" ხვდა წილად. ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა კომპანიებმა თავად დაგვასახელეს
2019 წლის 11 ივნისი საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სეზონურ ჩემპიონატში "ავერსის" საკალათბურთო გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2019 წლის 27 ნოემბერი "ჯორჯიან თაიმსისა" და კომპანია "გორბის" მიერ ორგანიზებული მეოცე ბიზნესრეიტინგის მიხედვით, კომპანია "ავერსმა" რამდენიმე ნომინაციაში მოიპოვა ბიზნესის ეროვნული ჯილდო: პროფესიონალთა საუკეთესო გუნდისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ფარმაციასა და მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2020 წლის 31 ივლისს "ავერსი-რაციონალმა" კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია - მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი.
2021 წლის  25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა. ლიგის ისტორიაში პირველად, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს გადაეცა.
2021 წლის 29 ივნისს "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე "ავერსს", როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ძლიერ კომპანიას, გადაეცა ჯილდო ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი.
2021 წლის 1 თებერვალს ,,ავერსი-რაციონალს" გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.
2022 წლის 29 ივნისს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის რიგით XXII  დაჯილდოებაზე „ავერსს“, როგორც საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენს,  მორიგი ჯილდო გადაეცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის. 

 

მოკლედ | ვრცლად

 

ავერსი-რაციონალი უმაღლესი სტანდარტის გარანტია

ავერსი-რაციონალი
ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
“ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს, ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, აფართოვებს წარმოებას...
2005 წლის მაისში“ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას პირველი მედიკამენტი "გინილაკი" შესთავაზა. ამჟამად ”ავერსი-რაციონალი” დაახლოებით 159 დასახელება მედიკამენტის 271-მდე პოზიციას აწარმოებს. 2006 წლიდან ექსპორტი ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

ხარისხის სერტიფიკატები
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტებია - ISO 9001 (Quality management systems- Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union). დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან ერთად - ,,TŰV SŰD” წარმოებდა.
2006 წლის დეკემბერში “ავერსი-რაციონალმა” მიიღო "ISO 9001" სერთიფიკატი, 2008 წლის ნოემბერში ორწლიანი აქტიური მუშაობის და შესაბამისი აუდიტების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მოიპოვა GMP EU-ს შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც, რომელიც მიუთითებს, რომ ავერსის წარმოება სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებს წამლის წარმოებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით.
ISO და GMP-ის შესაბამისობის დამადასტურებელი საკონტროლო და სასერტიფიკაციო აუდიტები მუდმივი პროცესია და განსაზღვრული პერიოდულობით ტარდება, რასაც ”ავერსი-რაციონალი” დღემდე წარმატებით გადის.

წარმოება

წარმოებას დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი უკავია, იგი მოიცავს სუფთა და კონტროლირებად არეებს, რომელთა სისუფთავის კლასი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. უდიდესი ყურადღება მიექცა თავად შენობის კონსტრუქციას, მასალების ტიპს, საინჟინრო სისტემების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს წარმოებაში მიმდინარე პროცესების იდეალურ სიზუსტესა და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოებაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის რამოდენიმე ეტაპიან ფილტრაციას, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე პირველად იწმინდება, შემდეგ მეორად ფილტრში იფილტრება, საბოლოოდ კი საწარმოო ზონებში დამონტაჟებულ აბსოლუტურ ფილტრს გაივლის. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს.
აღჭურვილობა
,,ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, აშშ, ინგლისი და იტალია. ფუნქციონირებს როგორც ნახევრად ავტომატური, ასევე ავტომატური საწარმოო ხაზები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო ხარვეზებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს არსებული პროცესებისა და აქ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. აღნიშნული დანადგარები და ხელსაწყოები გადის როგორც პირველად, ასევე პერიოდულ ვალიდაციას, რაც დოკუმენტურად ადასტურებს მათ გამართულ ფუნქციონირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ შენობა-ნაგებობს და დანადგარებს, არამედ აქ არსებულ გარემო პირობებს, მასალების სწორ მოძრაობას და პერსონალის სათანადო კვალიფიკაციას, სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ფარმაცევტულ წარმოებაში.
ლაბორატორია
საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა წარმოების გაფართოვებაც. აუცილებელი გახდა ახალი ლაბორატორიის მშენებლობაც, რომელიც გაზრდილი მოთხოვნების და ფუნქციების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებდა.
“ავერსი-რაციონალში” ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მას საწარმოს ტერიტორიაზე 750 კვადრატული მეტრი უკავია და აქ ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება.
“ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რომელიც ამ დონის საწარმოსთვის გახლავთ აუცილებელი.
ნედლეულს “ავერსი-რაციონალი” მხოლოდ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული ბრენდებისგან იძენს. ამასთან კომპანიაში დანერგილია მომწოდებელთა შერჩევის და მონიტორინგის მრავალეტაპიანი, საკმაოდ მკაცრი სისტემა, მიღებული ნედლეულის ხარისხს კი ლაბორატორია კიდევ ერთხელ ამოწმებს.
ახალი ლაბორატორიაც აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. დამონტაჟებული აპარატურის ღირებულება ასი ათასობით ლარია.
ლაბორატორიაში მხოლოდ უახლესი აპარატურაა:
‒ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფები (AG Technologies, aSS),
‒ გაზური ქრომატოგრაფი (AG Technologies, aSS);
‒ ინფრაწითელი სპექტრომეტრი (AG Technologies, aSS);
‒ ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრი (Shimadzu, იაპონია).
‒ ტიტრატორები (Scott instruments, გერმანია, Crison Instrument S.A, ესპანეთი,)
‒ ხსნარებში მექანიკური ჩანართების მთვლელი (Particle measure systems, aSS)
‒ სხვდასხვა სახის სასწორები, ტესტერები და სხვა მრავალი საანალიზო მოწყობილობა, რომელიც ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება.
ისევე როგორც წარმოებაში, ლაბორატორიაშიც ყველა ხელსაწყო ვალიდირებულია, პერსონალს გავლილი აქვს სათანადო სწავლება, რაც ჩატარებული ანალიზების სანდოობას ადასტურებს.
პროდუქციის რეალიზაციამდე, მისი ხარისხი მოწმდება ყველა ეტაპზე. საჭიროების მიხედვით კი იგი დამატებით იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიაშიც. ასევე წარმოებს ყველა პროდუქტის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, ტარდება წყლის, ჰაერის და პერსონალის მიკრობიოლოგიური მონიტორინგიც. რეალიზაციის შემდეგ, დადგენილი წესის მიხედვით მიმდინარეობს პრეპარატების სტაბილუობის კვლევა ვარგისობის ვადის განმავლობაში.
,,ავერსი-რაციონალის” ლაბორატორია 2014 წლის იანვრიდან აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მიხედვით სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის” მიერ. გარდა ამისა, ლაბორატორია წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის ლაბორატორიათაშორის პროფესიულ ტესტირებებში, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე ევროპის მასშტაბით.
კადრები
“ავერსი-რაციონალი” მთლიანად მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც უმაღლესი ფარმაცევტული, სამედიცინო, ქიმიური განათლება აქვთ. 8 მეცნიერებათა დოქტორი შესაბამის სფეროებში მოღვაწეობს. კომპანიაში დანერგილია პერსონალის შერჩევის კომპლექსური, მრავალეტაპიანი სისტემა, ხოლო ახალი და უკვე არსებული კადრებისთვის ფუნქციონირებს სწავლების კომპლექსური სისტემა, რომელიც მოცავს როგორც შიდა, ასევე გარე სწავლებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე კორპორატიულ სწავლებებს – როდესაც უცხოელ ექსპერტებს კომპანია იწვევს უშუალოდ წარმოებაში, რათა მათი გამოცდილება და ცოდნა უფრო მეტი თანამშრომლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ინოვაციები
,,ავერსი-რაციონალი” გამოირჩევა ინოვაციებითაც: საწარმოში სულ ახლახანს დაინერგა უნიკალური, ერთიანი კომპიუტერიზებული ფარმაცევტული სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს კომპანიის ყველა პროცესის ოპერატიულ და ეფექტურ პროგრამულ მართვას. მსგავსი ელექტრონული სისტემების ქონა, მისი მასშტაბების, სირთულისა და მაღალი ფინანსური ღირებულების გამო ჯერ კიდევ მიუწვდომელია არათუ პოსტ საბჭოთა და ამიერკავკასიის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ევროპის წამყვანი კომპანიებისთვისაც კი.
საწარმო მომხმარებლის ინტერესებს იცავს
,,ავერსი-რაციონალი” მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, ამ მიზნით როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ქვეყნებში კომპანია სისტემატიურად ატარებს მომხმარებელთა გამოკითხვას, რომლის შედეგებსაც კომპანიის მენეჯმენტი ითვალისწინებს სამომავლო სტრატეგიისა და განვითარების გეგმის შემუშავებისას, რათა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ყველა მიმართულებით შეძლებისდაგვარად მაღალი იყოს. სწორად ასეთი მიდგომა განაპირობებს, რომ “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი მაღალი ხარისხისა და სადნოობის დამსახურება გახლავთ.
“ავერსი-რაციონალი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

მოკლედ | ვრცლად

 

"ავერსის კლინიკა"

ავერსის კლინიკა

„ავერსის კლინიკა“- წამყვანი მრავალპროფილური კლინიკა კავკასიის რეგიონში. „ავერსის კლინიკის“ პირველი ფილიალი 2007 წელს გაიხსნა და უკვე კლინიკათა ქსელის 16, ხოლო ლაბორატორიის 30 ფილიალს მოიცავს.

კლინიკისთვის მნიშვნელოვანი მისიაა უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება, 2013 წელს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის მიერ,  ,,ავერსის კლინიკას“ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001 მიენიჭა. კლინიკამ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს რესერტიფიცირება, რაც ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიაა.

უახლესი აპარატურა და მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი არის ის, რაც „ავერსის კლინიკას“ ხდის წამყვან კლინიკად, ხოლო საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის ალტერნატივად ევლინება.

რადიოლოგია კლინიკის ერთ-ერთი მოწინავე განყოფილებაა, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით, Philips-ის ტომოგრაფები კვლევის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის, რადგან პაციენტს შეუძლია სასურველი მუსიკის მოსმენა ან მისთვის სასურველი ვიდეოს ყურება კვლევის პროცესში. Canon-ის ფირმის 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი ხელოვნური ინტელექტით იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვლენილი იქნას ისეთი დაავადებები, რასაც სხვა ტომოგრაფები ვერ ხედავენ. ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ გამოსახულებას 0.1 მილიმეტრამდე ამუშავებს.

ექოსკოპიის აპარატი GE Voluson Expert 22 გამოსახულების დამუშავების ჯერ არნახული შესაძლებლობებით. აპარატი შეიქმნა იმისთვის, რომ ექოსკოპისტმა სიღრმისეულად შეაფასოს ნებისმიერი სახის რთული ანატომიური სტრუქტურა. ნაყოფის ჯანმრთელობის სრულყოფილად შეფასება ორსულობის პირველ ტრიმესტრში (1-13 კვირა) ფაქტობრივად შეუძლებლად ითვლებოდა, მანამ სანამ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი GE Voluson Expert 22 არ გამოჩნდა.


მრავალფუნქციური დენსიტომეტრი DXA GE Lunar Prodigy Pro - ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი. იგი გეხმარებათ ძვლის სიმკვრივის შეფასებაში. სხვა დენსიტომეტრებისგან განსხვავებით, DXA GE Lunar Prodigy Pro-ს აქვს უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური კვლევის ხანგრძლივობა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იძლევა ზუსტ დასკვნას.

დიაგნოზის უმაღლესი სანდოობა, მინიმალური დასხივება და მაქსიმალური კომფორტი პაციენტისთვის, ამას სთავაზობს „ავერსის კლინიკა“ პაციენტებს მამოგრაფი GE Pristina-ს სახით. სპეციალური პულტის დახმარებით, პაციენტებს ეძლევათ საშუალება, თავად აკონტროლონ ძუძუზე აპარატის კომპრესიის დონე და ამით აირიდონ თავიდან ზედმეტი დაწოლით გამოწვეული ტკივილი.

რეგიონში პირველად „ავერსის კლინიკაში“ გაიხსნა ჰიბრიდული საოპერაციო, რაც გულისხმობს საოპერაციოში გაერთიანებულ ყველა სამედიცინო მოწყობილობას, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს ოპერაციის მიმდინარეობის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, ოპერაციის პარალელურად ჩაატაროს კვლევა.

2024 წელს პირველად საქართველოსა და რეგიონში „ავერსის კლინიკამ“ შეიძინა Gamma Knife - თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობის ოქროს სტანდარტი. აპარატი, რომლის მეშვეობით მკურნალობა არის უსაფრთხო, უმტკივნეული და უსისხლო. Gamma Knife-ით შესაძლებელია ტრადიციული ქირურგიული ჩარევისთვის რთულად ხელმისაწვდომი და არაოპერირებადად მიჩნეული თავის ტვინის სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობა.

„ავერსის კლინიკაში“ ფუნქციონირებს მძლავრი ლაბორატორიული სერვისი. 2024 წლის ოქტომბერში ყაზბეგის 16ე ნომერში „ავერსის კლინიკის“ მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე ცენტრალური ლაბორატორია გაიხსნა.

 „ავერსის კლინიკის“ ფილიალები მდებარეობს:

  • თბილისში
  • გორში
  • მარნეულში
  • რუსთავში
  • თელავში
  • გურჯაანში
  • დმანისში
  • გარდაბანში

 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

2017 წლის 6 ივნისს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა, რომელიც 1979 წლიდან დამკვიდრებულ ტრადიციებს განაგრძობს და კვალიფიციურ, გამოცდილ გუნდთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.

კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, მათ შორის - “ფილიპსის” უახლესი მოდელის კომპიუტერული ტომოგრაფით, “შიმაძუს” ციფრული რენტგენით, “ჯენერალ ელექტრიკის” ექოსკოპიის აპარატით, მთლიანად განახლდა პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული განყოფილებები, დაემატა ორი საოპერაციო ოთახი და სასწრაფო დახმარების სამსახური. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაში.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ფუნქციონირებს:

ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;

მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;

• პედიატრიული დეპარტამენტი;
• თერაპიული დეპარტამენტი;
• ქირურგიული დეპარტამენტი;
• გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
• ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი
• ანგიო-ქირურგიული დეპარტამენტი
• უროლოგიური დეპარტამენტი
• კარდიო-ინტენსიური დეპარტამენტი
• მულტიპროფილური დეპარტამენტი
• ნევროლოგიური დეპარტამენტი
• ბავშვთა რეანიმაცია;
• მოზრდილთა რეანიმაცია;
• კლინიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
• რადიოლოგიური დეპარტამენტი;
• ამბოლატორიული სამსახური.

კლინიკაში დასაქმებულია 756 ადამიანი.

 

“ალფა დაზღვევა” - რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის

ალფა

ალფა დაზღვევა 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელია „ავერსი-ფარმა“, რაც ძლიერი ფინანსური საყრდენია ინოვაციური პროექტებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსახორციელებლად.

განვითარების პირველ პერიოდში კომპანიის პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროექტები იყო. ამჟამად „ალფა“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც საცალო, ისე კორპორაციული სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის, ავტომობილების, სამოგზაურო, ქონების, პასუხისმგებლობის, ტვირთების, უბედური შემთხვევის დაზღვევას და სხვ.

კომპანია ორიენტირებულია, განუწყვეტლივ განვითარდეს მომხმარებლის სურვილების შესაბამისად და უზრუნველყოს მისი სიმშვიდე.

2019 წლიდან „ალფამ“ სრულიად განაახლა პროდუქტები საცალო მიმართულებით და სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პირობები შესთავაზა მომხმარებელს.

2022 წელს, ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს. ალფას მომხმარებლებს აერთიანებთ ერთი მთავარი ღირებულება – ისინი ბევრს შრომობენ და საკუთარი შრომით აღწევენ მიზნებს. ალფას ხედვით სამყაროში მოულოდნელობები არ უნდა გვაბრკოლებდეს, შესაბამისად ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს კონტროლის მექანიზმები, რათა არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ფორმირდა ალფას ბრენდის დაპირება –

რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის

მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად „ალფა დაზღვევამ“ დაიწყო ციფრული მომსახურების სერვისების განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პროდუქტების უმეტესობის შეძენა და სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია.

კომპანიის ფილიალები საქართველოს 2 ქალაქში, თბილისსა და ბათუმშია განთავსებული.

ჰოსპიტალური ქსელი მედალფა

მედალფა

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში.  ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“  აერთიანებს კასპში , ოზურგეთში, ჩოხატაურში  და ლანჩხუთში  მდებარე ოთხ მრავალპროფილურ კლინიკას, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტების ეფექტური მართვა განვახორციელოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლინიკები არის თანამედროვე ინფრასტრუქტურის და  უახლესი აპარატურით აღჭურვილი , სადაც უზრუნველყოფილია  სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი. მკურნალობა ტარდება უახლესი გაიდლაინებით და პროტოკოლებით მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად, ხოლო პერსონალი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებისგან და საშუალო მედპერსონალისგან, ვისთვისაც მთავარი პრიორიტეტი,  პაციენტის კეთილდღეობა, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათთვის ზედმიწევნით მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.

„მედალფას“ კლინიკების ქსელში წარმოდგენილია მედიცინის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა  გადაუდებელი მედიცინა, რეანიმაცია, მეანობა-გინეკოლოგია, პედიატრია, კარდიოლოგია, თერაპია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ფთიზიატრია და სხვა , დანერგილია ინტეგრირებული ზრუნვის მოდელი, რაც მოიაზრებს სამედიცინო პერსონალის გუნდურ, შეთანხმებულ მოქმედებას.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ მიზანია, სამედიცინო სერვისების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება. იმისთვის, რომ მედპერსონალი მუდამ მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის, კლინიკებში უწყვეტად მიმდინარეობს კვალიფიკაციის ამაღლებისა (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

„მედალფას“ ყველა კლინიკა მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. აქ მოსახლეობას შეუძლია მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურება,  გაიაროს ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.

ყოველივე ამასთან ერთად, „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელი სოციალურ პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ის რეგულარულად მართავს უფასო გასინჯვის აქციებს სოფლებსა და ქალაქებში, რათა მოსახლეობას  ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში  შეეძლოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. პაციენტის სიცოცხლე და  მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება, არის ყველაზე დიდი ფასეულობა და მედალფას ჰოსპიტალური ქსელის მუშაობის მთავარი კრიტერიუმი.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებათა შორის ერთ-ერთი უძველესია. მისი ისტორია იწყება 1946 წლიდან და სამედიცინო საქმიანობათა ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.

2011 წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრი კორპორაცია „ავერსმა“ შეიძინა და მისი აღდგენა–განახლება უსწრაფესი ტემპით დაიწყო. კლინიკა სრულად განახლდა, აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტდა გამოცდილი და მოტივირებული კადრებით, დაემატა მრავალი სხვადასხვა მიმართულება და კვლავ ქართული მედიცინის ფლაგმანად იქცა.

დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ვითარდება,  ფართოვდება და უკვე ოთხი კლინიკით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით.

  • კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრ
  • კლინიკა „ახალ სიცოცხლე“ 
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის კლინიკა

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია დეპარტამენტები:

- რადიოთერაპიის დეპარტამენტი
- ბირთვული მედიცინის ცენტრი
- კლინიკური ონკოლოგიის და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტები ქიმიოთერაპიული სერვისით  
- რეანიმაცია/ანესთეზიოლოგია
- გადაუდებელი სამედიცინო მიმღები
- ინსულტის ცენტრი
- ზოგადი ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
- რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
- ნეიროქირურგია
- გულმკერდის ქირურგია
- უროლოგია
- გინეკოლოგია
- ორთოპედია-ტრავმატოლოგია
- ენდოკრინული ქირურგია
- ოტო-რინო-ლარინგოლოგია
- ყბა-სახის ქირურგია
- ოფთალმოლოგია
- ონკოქირურგია
- ჩირქოვანი ქირურგია
- პროქტოლოგია

 ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. ზოგადქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით: OLYMPUS-ის უახლესი თაობის ენდოლაპაროსკოპიული ნაკრებით, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC” , ინტრაოპერაციული იაპონური წარმოების რენტგენოლოგიური აპარატით (SHIMADZU). ულტრათანამედროვე ლაპაროსკოპით - “OLIMPUS“-ის უახლესი მოდელით “VISERA PRO“, ენდოსკოპიური ქირურგიის უახლესი აპარატით „OLYMPUS EGZERA 170”.

კლინიკაში  დანერგილია  ბარიატრიული ქირურგიის ოპერაციები : Gastric bypass –კუჭის შუნტირება, , რომელიც მოიცავს კუჭიდან პატარა ჩანთის შექმნას და ახლად შექმნილი ჩანთის პირდაპირ წვრილ ნაწლავთან დაკავშირებას და  კუჭის ვერტიკალური რეზექცია, იგივე სლივ-გასტრექტომია.

ტარდება სხვადასხვა ტიპის ონკოქირურგიული ოპერაციები ,მათ შორის გასტრექტომია ,ღვიძლის რეზექცია და  და პანკრეატოდუოდენური რეზექცია .

ნეიროქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფით. აღსანიშნავია, რომ SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ აპარატურის დახმარებით ,კლინიკაში შეიქმნა საქართველოში მოწინავე ნეიროვასკულური ცენტრი ,სადაც ინსულტის მკურნალობა ტარდება თანამედროვე მეთოდების ,თრომბექტომიის და თრომბოლიზისის გამოყენებით .

სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ისეთი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომელშიც გამოიყენება ლაზერული აბლაციის აპარატი -BIOLITEC LEONARDO, სისხლძარღვთა სტენტები და სტენტგრაფტები, რომლებიც ქმიან დაზიანებული მაგისტრალური სისხლძარღვების მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობებს.

ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი:
დღეისათვის კლინიკა ემსახურება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ასზე მეტ   პაციენტს.
გარდა ამისა , გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია რეანიმაციაშიც და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში , რის ხარჯზეც ,პრაქტიკულად , ეს სერვისი  ხორციელდება 24 საათის განმავლობაში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში პირველად განხორციელდა და დღემდე წარმატებით ტარდება თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.

რადიოლოგიური დეპარტამენტი

 აღჭურვილია შემდეგი აპარატურით:

  • „SHIMADZU”- ს ფირმის, ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატით.
  • „GENERAL ELECRTICS”-ის ფირმის ექოსკოპებით
  • ,,TOSHIBA”-ს ფირმის კომპიუტერული ტომოგრაფიის უახლესი მოდელი TOSHIBA aquilion RXL 16, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
  • 128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი -PHILIPS VEREOS DIGITAL CT შეიცავს ციფრულ დეტექტორებს, რაც აპარატში ინტეგრირებულ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მიღებას განაპირობებს;
  • 1.5 T  ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი -TOSHIBA vantage Elan (1.5 ტ.) -  კომპანია Toshiba-ს უახლესი თაობის მრტ Vantage Elan, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე.
  • 3.0 T  ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - ყველაზე სწრაფი და ძლიერი, ციფრული მრტ (PHILIPS INGENIA ELITION X). რომელსაც მწარმოებელმა კომპანიამ „რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში“ უწოდა.

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.  

ამასთან ერთად დეპარტამენტში ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობენ ბრაქითერაპიის მეთოდით, რომელიც ღრუსშიგნითა რადიოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი. ამ მიზნით გამოიყენება

კომპანია Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192. აპარატში მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ჩატვირთულია დაგეგმარების დახვეწილი, სწრაფი და ზუსტი 3D სისტემა .

მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები.

იგივე სპეციალისტების ჩართულობით კლინიკაში ფუნქციობს მულტიდისციპლინური ჯგუფი ე.წ Tumor Board-ის სახით ,რომელიც კიბოს მკურნალობის პროცესში , ექიმთა  ერთობლივი გადაწყვეტილებით ქმნის   შეთანხმებული,  ზუსტი და დახვეწილი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას .

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი

პირველადსაქართველოში, აღმოსავლეთევროპაში, აზიასადაპოსტსაბჭოთასივრცეში, ციფრული პოზიტრონულემისიურიკომპიუტერულიტომოგრაფი – PET/CT ქირურგიისეროვნულცენტრშიდაინსტალირდა.დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით Philips Vereos Digital PET/CT . ამ აპარატის უპირატესობები იძლევა საშუალებას, დავაფიქსიროთ  მილიმეტრული ზომის სიმსივნური წარმონაქმნები, რაც  ექიმს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად წარმართვაში ეხმარება.

პეტ/კტ-ს მეშვეობით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.

სწორედ ამიტომ, პოზიტრონულ ე მისიური კომპიუტერული ტომოგრაფია უალტერნატივო კვლევის

მეთოდია ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი;

დეპარტამენტში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ რეჟიმში ტარდება ქიმიოთერაპია, სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია.  თითოეული პაციენტისათვის მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად  ავთვისებიანი დაავადების ჰისტო- მორფოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებითა  და უახლესი საერთაშორისო გზა მკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით.

კლინიკაში  დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს ონკოლოგიური შემთხვევების განხილვა Tumor Board-ის მეშვეობით. თითოეული პაციენტის დიაგნოზი განიხილება, როგორც უნიკალური შემთხვევა და მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური, მაღალეფექტურიმკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდების შერჩევა.

ამბულატორიის დეპარტამენტი

 აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომელთა შორისაა:

 ოფთალმოქირურგიის უახლესი ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი - Optopol Revo nx 130; რომლითაც ხდება თვალის ყველა სეგმენტის შრეობრივი გამოკვლევა : რქოვანა, ბროლი, მინისებური სხეული, ბადურა, მხედველობის ნერვი. ყველაზე მცირე ცვლილებაც კი შეიძლება იქნეს აღმოჩენილი. მხოლოდ Revo nx 130 ასრულებს ოთხი სხვადასხვა სადიაგნოსტიკო აპარატის ფუნქციას !!!

ასევე, უახლესი ენდოსკოპიური აპარატი  OLYMPUS EVIS X1 CV-1500 , რომელშიც ინტეგრირებულია  ენდოსონოგრაფიის ბოლო მოდელი - EU-ME3;

ენდოსკოპი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც არამარტო გამოსახულების უმაღლეს ხარისხს ქმნის, არამედ, პოტენციური პრობლემის არსებობაზე მიუთითებს მკვლევარს და ადვილად ხდება დიფერენცირება ავთვისებიან და კეთილთვისებიან პროცესებს შორის, პაციენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური დაზიანებისგან ან პოტენციური სისხლმდენი უბნების გაღიზიანებისგან, რადგან ახალი პროგრამები ამის საშუალებას იძლევა;

რაც შეეხება ენდოსონოგრაფიას - ენდოსონოგრაფია (EUS) - არის  დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც აერთიანებს ენდოსკოპიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.

ამბულატორია  მოსახლეობას სთავაზობს სხვადასხვა აქციას ,რის შედეგადაც  პაციენტები უპრეცედენტოდ დაბალ ფასად იტარებენ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სარგებლობენ სრული ენდოსკოპიური კვლევით უახლესი  გასტრო და კოლონოსკოპიის აპარატების თანხლებით, ექოსკოპიური კვლევებით და სხვა.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს იმ თანამედროვე მეთოდებით მკურნალობას, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

 

ახალი სიცოცხლე

ახალი სიცოცხლე

ულტრათანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკა! 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით. 

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა იმთავითვე იზრუნა, რომ ახალ კლინიკაში დანერგილიყო ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი სერვისი, მრავალპროფილურობის უზრუნველსაყოფად.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

- ამბულატორიის დეპარტამენტი;
- გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი;
- კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი;
- ზოგადი  და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტი;
- ჰემატოლოგიის დეპარტამენტი;
- მულტიპროფილური დეპარტამენტი;(ნევროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია)
- ანესთეზიოლოგიისა და პოსტოპერაციული ინტენსიური ზრუნვის დეპარტამენტი.

კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

- ენდოსკოპია; (გასტრო-კოლონოსკოპია, კუჭის ბოტოქს-ინექცია, ბალონირება)
- რადიოლოგია (ექოსკოპია, რენტგენოლოგია, მამოგრაფია);
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კოლპოსკოპია;
- ამბულატორიული კარდიოლოგია დიაგნოსტირების სრული სპექტრით;
- ორსულობის დაგეგმვა და მართვა; (ანტენატალური პროგრამა)
- ენდოკრინოლოგია;
- ყველა ტიპის სიმსივნეთა ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

კლინიკაში ფუნქციონირებს ყველასათვის სასარგებლო და აუცილებელი 4  უფასო  სკრინინგ-პროგრამა,

როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის:

- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
- ძუძუს კიბოს სკრინინგი
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი
- პროსტატის კიბოს სკრინინგი

კლინიკაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა ახალი განყოფილებები. კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რეანიმაციაში განხორციელდა ანტიბაქტერიული სტრატეგია. რეანიმაციის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის მონიტორებით, ინფუზომატებით, რესპირატორებით, რომელთა შორის აღსანიშნავია მაღალი სტანდარტების მქონე აპარატი CHIRANA AURA.

სრულად აღიჭურვა კარდიოლოგიური კაბინეტი. პაციენტს გულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევებს ვთავაზობთ, მაგალითად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეკგ – ელექტროკარდიოგრამა, რომელიც გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა სწრაფად განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება.

კარდიოლოგიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია ე.წ. ტრედმილი – სარბენი ბილიკი, რომლის საშუალებითაც ვატარებთ დატვირთვის ტესტს.

საუბარია გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკზე, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების არსებობა.

ასევე გთავაზობთ გულის ექოსკოპიას. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.

კლინიკა გთავაზობთ ჰოლტერის მონიტორირებას, კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც გულის რითმის უწყვეტი ჩაწერა ხორციელდება.

გამოკვლევას ჩვეულებრივ 24 საათი ეთმობა. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ისე ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში.

კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი. გთავაზობთ ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS EXERA III CV 190 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები, რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.

endoskopia

აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.

საუკეთესო ხარისხის ვიზუალიზება კვლევის პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს, რაც კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, რაც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის. კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.

ენდოსკოპიურ აპარატთან ერთად ენდოსკოპიურ კაბინეტში თქვენს განკარგულებაშია გერმანული კომპანია ERBE-ს უახლესი, რეგიონში უნიკალური არგონოპლაზმური კოაგულაციის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას ღია ოპერაციების გარეშე. მისი დახმარებით შესაძლებელია ონკო დაავადებების პრევენცია, მაგალითად, ბარეტის საყლაპავის აბლაცია ენდოსკოპიური მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ვითარდება საყლაპავის თიაქრის დროს.

ენდოსკოპიურ კაბინეტში ტარდება როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მანიპულაციები.

ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას.

ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით, კუჭის ბოტოქს-ინექცია

და კუჭის ბალონირების პროცედურა.

კლინიკის ქირურგიულ  დეპარტამენტში წარმატებით  ტარდება  კუჭის ბარიატრიული ოპერაციები სხვადასხვა ტექნიკით,

ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ პაციენტზე - ასაკის, სქესის

თანმხლები დაავადებების, ანამნეზის  და სხვა მნიშვნელოვანი  ნიუანსების გათვალისწინებით.

კლინიკაში ამჯერად არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია:

უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10.

Voluson E 10–ის საშუალებით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში. აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დახმარებით, 2015 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ პატარებს აქვთ უნიკალური შანსი წლების შემდეგ იხილონ თავიანთი მუცლადყოფნის პერიოდი. ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი.

გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე, 160–შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით. ტომოგრაფი Toshiba Aquilion Lightning SP გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.

რას ნიშნავს 160 შრე, რა დატვირთვა აქვს?

64 და 80–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფებთან შედარებით, 160–შრიანი Aquilion Lightning SP–ის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის საჭირო დრო. ჩვენი კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი ერთ ბრუნში მოიცავს სხეულის მეტ დიაპაზონს და შესაბამისად, წინამორბედ სისტემებთან შედარებით კვლევის მეტ არეს გაცილებით სწრაფად ფარავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი სკანირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევისთვის საჭირო კონტრასტის მოცულობას, ასევე ამცირებს მოძრაობის არტეფაქტებს, რადგან კვლევა ხორციელდება იმდენად სწრაფად, რომ პაციენტს სუნთქვის შეკავება ძალიან მცირე დროით უწევს – ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება გამოსახულებისა და დიაგნოსტირების ხარისხზე.

როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევაზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხია ვიზუალიზების ხარისხი. ვიზუალიზებაა ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს, კერძოდ, Lightning SP აღჭურვილია ფართო KV (კილოვოლტი) და MA (მილიამპერი) დიაპაზონით, რაც თავის მხრივ რეგულირდება მანუალურად, ოპერატორის მიერ და ასევე ავტომატურად, Sure Exposure რეჟიმით. ეს რეჟიმი ავტომატურად, პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევს დასხივების საჭირო ინტენსივობას – მისი მეშვეობით კვლევა ხდება დამზოგველი, ხოლო პაციენტისთვის უსაფრთხო.

კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია მეოთხე თაობის AIDR 3D რეკონსტრუქციის ალგორითმით, რომელიც 75%–ით ამცირებს რადიაციულ დოზას, გამოსახულებას ამუშავებს პროგრამულად ახალი ალგორითმით, ზრდის დამუშავების პროცესის სიჩქარეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ალგორითმი ავტომატურადაა გააქტიურებული ყველა კვლევის პროტოკოლში და ამ ფუნქციებით კვლევა მარტივდება, სწრაფად და ხარისხიანად, რაც მთავარია უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერული ტომოგრაფი აღჭურვილია უახლესი PUREVISION დეტექტორის ტექნოლოგიით, რაც 40%–ით ზრდის მის მგრძნობელობას. ამ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დახმარებით ვიღებთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობები და ერთ–ერთია რკინის არტეფაქტების მოსაცილებელი რეჟიმი. Toshiba Aquilion Lightning SP რკინის არტეფაქტებს აშორებს სპირალური სკანირების რეჟიმში.

კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია ბევრი ანომალიისა და პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირება და პრევენცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით. ეს არის ახალი სიტყვა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. მობრძანდით კლინიკაში და ისარგებლეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით. ჩვეულებრივი მამოგრაფიული კვლევის დროს შესაძლოა მოხდეს სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების ზედდება სიმსივნურ წარმონაქმნზე და შესაბამისად, გართულდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა; კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი კი ტომომარკერის ტექნოლოგიის საშუალებით, უზუსტეს, მკვეთრ და გარჩევად გამოსახულებას იძლევა, ყოველგვარი არტეფაქტის გარეშე. მისი საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სერიული სურათების მიღება სხვადასხვა კუთხით, რაც საბოლოოდ გვაძლევს პათოლოგიური პროცესის 3D გამოსახულებას და მის ზუსტ სივრცით კოორდინატებს.

ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, პროფილაქტიკის მიზნით, მამოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს 40 წლის ასაკიდან ქალებში ჩივილების გარეშე. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეტაპზე განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია!

კლინიკა გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს

- ბიოქიმია;
- მიკრობიოლოგია;
- ბაქტერიოლოგია;
- იმუნოლოგია;
- მორფოლოგია-იმუნოჰისტოქიმია;
- სიმსივნური მარკერები;
- ციტოლოგია;
- ნებისმიერი ვირუსისა და ბაქტერიის PCR მეთოდით კვლევა;
- სპეციფიკური ცილები;
- აუტოიმუნური მარკერები.

„ახალ სიცოცხლეში“ 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ამის ერთ–ერთი მაგალითია ის,

რომ კლინიკაში რეგულარულად წარმოებს ექიმ–სპეციალისტთა უფასო კონსულტაციის დღეები.

მომავალი წლის პირველივე თვეებიდან კლინიკას შემოემატება

რეგიონული მასშტაბით უპრეცედენტო, Siemens-ის ფირმის,  3T სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი  - Magnetom Vida 3T

რომლის უნიკალური აღჭურვილობაც საშუალებას მოგვცემს მოკლე დროში, საუკეთესო გამოსახულების ხარისხით, საუკეთესო ფასად

მოვახდინოთ სხეულის  ნებისმიერი სისტემის  პროფესიონალური  და დეტალური  კვლევა.

კლინიკა გთავაზობთ უპრეცედენტო აქციებს. აქციების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე:

https://nlife.ge/aqciebi

მობრძანდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ისარგებლეთ სრულფასოვანი,

მრავალკომპონენტიანი სამედიცინო მომსახურებით. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული

გამოცდილ ექიმთა გუნდი, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი.

მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი ლუბლიანას ქ. N29.

ცხელი ხაზი: 577 059 900.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

მოკლედ | ვრცლად