საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უკვე წლებია ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სკოლა არაერთხელ წარსდგა ამ ასპარეზობებზე და შესანიშნავი შედეგებითაც დაბრუნდა.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს
ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.
ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.
სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით – „ავერსი“.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
“ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს მის განვითარებაში - უკვე მეშვიდე წელიწადია, რაც მისი ინიციატივით მოქმედებს პროექტი, რომლის თანახმად, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე “ავერსის” კლინიკა ზრუნავს. უფასო კონსულტაციასა და გამოკვლევასთან ერთად მათ ექიმის გამოწერილი მედიკამენტებიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ. ამ პირობით “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წლის 19 თებერვალს პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა-ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი აქციებით, სადღესასწაულო საღამოებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით აღნიშნავს ხოლმე. ფონდმა ახალი წლის დადგომა პატიმრებსაც მიულოცა.
იხილეთ ვრცლად