საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლები ძეგვის ბავშვთა სახლის ბაზაზე შექმნილ წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და თავშესაფარს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს
ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.
ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.
სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით – „ავერსი“.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლები 10 თებერვალს რუსთავში მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” ამ თავშესაფარში მცხოვრებთ საჭირო მედიკამენტებით მუდმივად ამარაგებდა, ამჯერად პანსიონატის მოსარგებლეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე "ავერსის საქველმოქმედო ფონდი"იზრუნებს.
იხილეთ ვრცლად