ტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით მსოფლიოს ხალხთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად თბილისში ფესტივალი “გზა მომავლისკენ” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ეროვნების 50-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”, რომელმაც ღონისძიების თითოეულ მონაწილეს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ. 22 დეკემბერს თბილისის “კავკასიურ სახლში” ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს
ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.
ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.
სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით – „ავერსი“.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი, რომელიც ”ავერსმა” 2005 წლიდან დაიწყო ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალურ თანადგომას ითვალისწინებს. 2010 წლიდან მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვას საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" აგრძელებს.
იხილეთ ვრცლად2011 წლის 3 იანვარს გაფორმდა მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ფინანსური და მატერიალური დახმარებით, უფასოდ მიიღებენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და ისარგებლებენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებით.
იხილეთ ვრცლად