პანდემიის მძიმე შედეგები არაერთი ოჯახის მდგომარეობაზე აისახა - ბევრი აღმოჩნდა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტის დასახმარებლად საზოგადოებრივად აქტიური ქალები გაერთიანდნენ - საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი „მარტოხელა დედებისთვის“ და დაარეგისტრირა სპეციალური ანგარიში ჯგუფის დონაციებისთვის.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ორგანიზაცია "საქართველოს ქალთა საბჭომ" და ფონდმა "ავერსმა" მორიგი საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს - პანდემიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში "ავერსმა" საბჭოს ჰიგიენური საშუალებები გადასცა, რომლებიც წინა ხაზზე მოქმედი ინფექციონისტებისთვის და მათი განყოფილებებისთვის გახლავთ განკუთვნილი.
იხილეთ ვრცლად"ავერსის კლინიკამ" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ერთობლივი აქცია გამართეს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის ზონაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიეწოდებათ.
იხილეთ ვრცლად