საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო ფონდი“ავერსი“ მარტოხელა დედებს დაეხმარა
საქველმოქმედო ფონდი“ავერსი“ მარტოხელა დედებს დაეხმარა
  • 2020-06-05

პანდემიის მძიმე შედეგები არაერთი ოჯახის მდგომარეობაზე აისახა - ბევრი აღმოჩნდა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტის დასახმარებლად საზოგადოებრივად აქტიური ქალები გაერთიანდნენ - საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი „მარტოხელა დედებისთვის“ და დაარეგისტრირა სპეციალური ანგარიში ჯგუფის დონაციებისთვის.

იხილეთ ვრცლად
საქართველოს ქალთა საბჭომ ფონდ
საქართველოს ქალთა საბჭომ ფონდ "ავერსთან" ერთად აქცია გაიმართა
  • 2020-04-21

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ორგანიზაცია "საქართველოს ქალთა საბჭომ" და ფონდმა "ავერსმა" მორიგი საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს - პანდემიის პრევენციული ღონისძიებების  ფარგლებში "ავერსმა" საბჭოს ჰიგიენური საშუალებები გადასცა, რომლებიც წინა ხაზზე მოქმედი ინფექციონისტებისთვის და მათი განყოფილებებისთვის გახლავთ განკუთვნილი.

იხილეთ ვრცლად
მარნეულში
მარნეულში "ავერსის კლინიკისა" და ფონდ "ავერსის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
  • 2020-04-14

"ავერსის კლინიკამ" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ერთობლივი აქცია გამართეს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის ზონაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიეწოდებათ.

იხილეთ ვრცლად