საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავს.
მზადებას დიდი ხნით ადრე იწყებს - პატარებისთვის სიურპრიზებსა და საჩუქრებს გულდასმით არჩევს. ცდილობს, მათ საზეიმო განწყობა შეუქმნას და პირველი ივნისი ყოველ ჯერზე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციოს.
ბავშვთა დღე ფონდმა "ავერსმა" წლეულსაც მასშტაბური აქციებით აღნიშნა:
* მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკში ატრაქციონებზე უმასპინძლა.
- ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მთწმინდის პარკში მრავალშვილიანი ოჯახების მოწვევა ტრადიციად გვექცა. ამ აქციას ყოველთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს - ბავშვები გულწრფელ სიხარულს გამოხატავენ და მათი ემოციები ჩვენც გადმოგვეცემა ხოლმე - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.
* ფონდმა "ავერსმა" ტკბილეული და მოვლის საშუალებები გადასცა საზღვრისპირა სოფლებიდან მოწვეულ ბავშვებს.
* "ავერსმა" ჰიგიენური და მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" მონაწილე ბავშვებიც. ღონიოსძიება ყოველწლიურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ამ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერი გახლავთ.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!