საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სიცოცხლის ფესტივალის მხარდამჭერია

მეათე სექტემბერია, რაც ბერი ანდრიას ფონდი სიცოცხლის ფესტივალს მართავს. ფონდის დამფუძნებელი დედა თინათინი ამბობს, რომ "ავერსი" ის გამორჩეული კომპანიაა, რომელიც  ფონდის დაარსების დღიდან მის ყველა წამოწყებას მხარში უდგას.

2010 წლიდან სექტემბერი ბავშვთა და რამდენიმე კიბოს (ლეიკემიის, ლიმფომის, საშვილოსნოს, საკვერცხის, პროსტატის, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების) შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

წელს საქართველოში ფესტივალმა სტარტი ბათუმიდან აიღო. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა.

გააზიარე: