საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


"ავერსმა" ინტეგრირებული თეატრის მსახიობებს ახალი წელი მიულოცა
  • 2019-01-15

9 იანვარს აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" დასმა სპექტაკლი "საახალწლო აურზაური ზღაპარეთში" წარმოადგინა.

იხილეთ ვრცლად
ავერსმა ღვაწლმოსილ  მოღვაწეებს დამდეგი წელი მიულოცა
ავერსმა ღვაწლმოსილ მოღვაწეებს დამდეგი წელი მიულოცა
  • 2019-01-15

27 დეკემბერს საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები შეიკრიბნენ - ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქართული კულტურისა და ხელოვნების, მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში. 

იხილეთ ვრცლად
"ავერსის“ საქველმოქმედო ღონისძიება სოფელ ატოცში
  • 2019-01-15

უკვე ერთი თვეა, რაც სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან 7 კაციანი ჯგუფი მორიგეობს. მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდმა "ვაჩუქოთ ღიმილი" წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს და კომპანიებს პატრიოტულ საქმეში მონაწილეობის  შესაძლებლობა ეძლევათ - ქველმოქმედების მსურველნი მოხალისეებისთვის მშრალ საკვებს, უალკოჰოლო სასმელს და მედიკამენტებს აგროვებენ.

იხილეთ ვრცლად