საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


მზეს მინდა მივწვდე
მზეს მინდა მივწვდე
  • 2018-11-21

16 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის  სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ”ხელოვნება და ტექნოლოგია - იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“.

იხილეთ ვრცლად
შემოდგომის ზეიმი ფონდ
შემოდგომის ზეიმი ფონდ "ავერსთან" ერთად გაიმართა
  • 2018-10-29

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. ფონდმა მათ და მათ მშობლებს ამჯერად შემოდგომის ზეიმი მიულოცა და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

იხილეთ ვრცლად
"ავერსმა" პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
  • 2018-06-04

1 ივნისს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "მომავლის გზის"  ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა – საჩუქრად ტკბილეული და პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა.

იხილეთ ვრცლად