საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


"ავერსმა" ბავშვთა დაცვის დღე მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა
  • 2019-06-03

ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყოველთვის გამორჩეულად ემზადება. პირველი ივნისი მან წლეულსაც დღესასწაულად აქცია - ამჯერად  მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა, სასაჩუქრე ბარათები გადასცა, რომლითაც ბავშვებს  ნებისმიერ ატრაქციონზე გართობის შესაძლებლობა მიეცათ.

იხილეთ ვრცლად
ერთად ვაკეთოთ სიკეთე
ერთად ვაკეთოთ სიკეთე
  • 2019-05-24

1921 წლის 21 მაისს თბილისში, ერმოლოვის (დღევანდელ ჩიტაძის) ქუჩაზე, წმინდა ნინოს სახელობის დარბაზში, საქართველოს მშრომელ ქალთა პირველი ყრილობა გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ემანსიპაცია გახლდათ. 

იხილეთ ვრცლად
საერთაშორისო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია "ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" "ავერსის" თანადგომით ჩატარდა
  • 2019-05-14

11-12 მაისს საქართველომ უკვე მეორედ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას "ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" (ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში), რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

იხილეთ ვრცლად