საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო ფონდ
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საშობაო საჩუქარი
  • 2016-01-13

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა-ახალი წლის დღესასწაულს ტრადიციულად, აქციებით, საჩუქრებითა და უამრავი სიახლით აღნიშნავს. წლეულსაც ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგნელებს არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიიწვია რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლზე -"საშობაო სიმღერა".

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდ
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დახმარებით საახალწლო აქცია გაიმართა
  • 2016-01-06

ტრადიციულად 2015 წლის 25 დეკემბერს, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ქ. თბილისის მერიის “კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მხარდაჭერით და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანამონაწილეობით ჩატარდა შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა 60-მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდმა მიიღო. მათი უმრავლესობა თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ.

იხილეთ ვრცლად
საახალწლო საჩუქარი 35 ოჯახს
საახალწლო საჩუქარი 35 ოჯახს
  • 2016-01-06

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კიდევ ერთი საახალწლო აქციის მონაწილე გახდა, რომელიც ბიზნესის განვითარების საზოგადოების ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი სახელწოდებით „აჩუქე ახალი წელი“, მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა 35 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

იხილეთ ვრცლად