საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:




ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა
საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა

ტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით მსოფლიოს ხალხთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად თბილისში ფესტივალი “გზა მომავლისკენ” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ეროვნების 50-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”, რომელმაც ღონისძიების თითოეულ მონაწილეს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ. 22 დეკემბერს თბილისის “კავკასიურ სახლში” ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. 

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება

მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი, რომელიც ”ავერსმა”  2005 წლიდან დაიწყო ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების მატერიალურ თანადგომას ითვალისწინებს. 2010 წლიდან მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვას  საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" აგრძელებს.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა”
საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა”" და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გრძელდება

2011 წლის 3 იანვარს გაფორმდა მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის, რომლის თანახმად, მღვდელ-მონაზვნები და სასულიერო პირები საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ფინანსური და მატერიალური დახმარებით, უფასოდ მიიღებენ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს და ისარგებლებენ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებით.

იხილეთ ვრცლად