საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო ფონდმა
საქველმოქმედო ფონდმა
  • 2020-01-09

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და დღესასწაულის აღსანიშნავად შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა -  21 დეკემბერს თბილისის ცირკის 80 წლის საიუბილეო წარმოდგენაზე დაპატიჟა, ხოლო 3 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ასევე, პრემიერაზე მიიწვია და ტკბილეულით დაასაჩუქრა.  

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდი
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" საშემოდგომო ფესტივალის მხარდამჭერია
  • 2019-11-04

31 ოქტომბერს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების ფესტივალი გაიმართა ეგიდით "გავუღიმოთ ერთმანეთს". ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება". საშემოდგომო ზეიმს სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრმა უმასპინძლა. 

იხილეთ ვრცლად
"ავერსმა" ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები დაასაჩუქრა
  • 2019-10-17

16 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

იხილეთ ვრცლად