საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო ფონდ
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
  • 2018-05-28

25 მაისს, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება  „გაზაფხულის ფერები“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ".

იხილეთ ვრცლად
ფონდ
ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია - “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" ჩატარდა
  • 2018-05-21

19-20 მაისს "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით, “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში", რომლის მიზანი გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების ქართველი აუდიტორიისთვის გაცნობა გახლდათ.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდმა
საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
  • 2018-05-08

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო - ამ ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა და მათგან ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა. 

იხილეთ ვრცლად