საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” დუშეთში უფასო სასადილოს დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” დუშეთში უფასო სასადილოს დაეხმარა

16 აპრილს ქალაქ დუშეთში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ფონდმა "ავერსსმა", რომელიც მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს საჭირო მედიკამენტებით დაეხმარა, პრეპარატების ღირებუ ლებამ 2013,30 ლარი შეადგინა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ არასამეწარმეო ორგანიზაცია “ადამიანი”, რომლის დამფუძნებელია ბატონი გიორგი ატაშვილი: “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც ჩვენს აქციაში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით კი საქველმოქმედო ფონდ "ავერსს", რომელიც უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება და ჩვენს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებშიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს. აქციის ფარგლებში მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს 90 მოსარგებლე გაისინჯა და მათ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც გადაეცათ. მოხუცებისთვის ასეთი შემწეობა მართლაც ფასდაუდებელი სიკეთე გახლდათ. ყოველი მათგანი უსაზღვროდ მადლიერია და ისინი აქციის შემდეგ უამრავი დადებითი ემოციით დატვირთულები დავტოვეთ” _ აღნიშნა ბატონმა გიორგიმ. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" დუშეთის მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა უფასო სასადილოს პირველად დაეხმარა, თუმცა როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ნემსაძემ აღნიშნა, ანალოგიურ აქციებში ფონდი მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად მიიღებს.

გააზიარე: