საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და დღესასწაულის აღსანიშნავად შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა - 21 დეკემბერს თბილისის ცირკის 80 წლის საიუბილეო წარმოდგენაზე დაპატიჟა, ხოლო 3 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ასევე, პრემიერაზე მიიწვია და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
იხილეთ ვრცლადსაქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:
ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)
31 ოქტომბერს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების ფესტივალი გაიმართა ეგიდით "გავუღიმოთ ერთმანეთს". ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება". საშემოდგომო ზეიმს სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრმა უმასპინძლა.
იხილეთ ვრცლად16 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
იხილეთ ვრცლად