საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:


გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, არიან ოჯახები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ.

ჩვენ გვინდა, მრავალშვილიან მშობლებს არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, პატარებს უხაროდეთ დღესასწაულების გათენება, ჩვენს მოხუცებს არასდროს შემოაკლდეთ წამალი, ჩვენმა სპორტსმენებმა აღიდგინონ ჯანმრთელობა, რომ ისევ და ისევ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ არასოდეს დაგტოვებთ უყურადღებოდ.

სიყვარულით ზრუნვით, სიკეთით მუდამ თქვენ გვერდით –  „ავერსი“.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
  • 2017-03-20

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და 2011 წლიდან მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღნიშნავენ. იდეის მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება გახლდათ. 

იხილეთ ვრცლად
ფონდმა
ფონდმა "ავერსმა" ღვაწლმოსილ ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა
  • 2017-03-10

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მარტის დღესასწაულები მიულოცა დამსახურებულ, წარმატებულ, ცნობილ ქალბატონებს, ვისი შემოქმედება, საქმიანობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე უდაოდ დიდია. 

იხილეთ ვრცლად
ფონდმა
ფონდმა "ავერსმა" ორგანიზაცია "მშობელთა თანადგომას" 8 მარტი მიულოცა
  • 2017-03-10

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირ "მშობლების თანადგომას" მარტის დღესასწაულები მიულოცა - ფონდის წარმომადგენლებმა ცენტრის აღსაზრდელებს ჰიგიენური საშუალებები და ტკბილეული დაურიგეს;

იხილეთ ვრცლად