ფონდმა

ფონდმა "ავერსმა" ბავშვთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარების მშობლებს მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.

– "შვილების კეთილდღეობა ყველა ჩვენგანისთვის პრიორიტეტია _ მიმართა მშობლებს ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ნემსაძემ _ ბავშვების აღზრდა, მათთვის სასურველი გარემოსა და პერსპექტივის  შექმნა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მითუფრო, როდესაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ვსაუბრობთ.  სოციალური ინტეგრაცია, ადაპტირებული გარემო და საზოგადოებრივი სტიგმის დაძლევა _ ეს ყველაფერი უმეტესწილად სწორედ თქვენს _ მშობლების მხრებზე გადადის.  საკუთარ ინტერესებსა და პირად ცხოვრებაზე  უარის თქმა ხშირად გიწევთ, რადგან  ერთი მიზნის მისაღწევად _ შვილებისთვის უკეთესი მომავლისა და ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად იბრძვით.  სწორედ ამიტომ,  გვინდა დღევანდელი დღე  განსაკუთრებულად  მოგილოცოთ და თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატოთ".

ფონდის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათელი, ბედნიერი მომავალი უსურვა მათ შვილებს, ამასთან, საჩუქრად  მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა, რადგან  რაც უფრო ლამაზად  და მოწესრიგებულად გამოიყურებიან მშობლები, მით უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან შვილები.

აქციის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენთვის შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ:

მზია ქველაძე:

– მადლობა მინდა ვუთხრა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლებს და ფონდის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მუდამ მხარში უდგანან, ეხმარებიან და საჩუქრებითაც ანებივრებენ. მშობლებიც ასე დაგვაფასეს... განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი შვილებისთვის უფასო სამედიცინო კვლევბის ჩატარების გამოც. ეს აქცია მარტის თვეში გაიმართა, თუმცა მაშინ მადლობის თქმის საშუალება არ მომეცა. ახლა შემთხვევით ვსარგებლობ... იმედს ვიტოვებთ, რომ  მომავალში კიდევ იქნება ასეთი ჰუმანური აქციები.

ომარ გოცაძეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის მშობელია. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც დახმარებაზე უარს არასოდეს ამბობს:

– მადლობა უნდა ვუთხრა ბატონ პაატა კურტანიძეს იმ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის, რასაც მისგან  და ფონდ "ავერსისგან" მუდმივად ვგრძნობთ.

უნიჭიერესი ადამიანია. შრომით და ინტელექტით მიაღწია იმას, რომ დღეს არის წარმატებული ბიზნესმენი და წარმატებული ქველმოქმდი. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის მის თანადგომას  სასიცოცხლო  მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი უმეტესობა შეჭირვებულია როგორც  ფიზიკურად, ისე ეკონომიკურად და მორალურად. ბევრჯერ  გაგვიმართა ხელი ბევრჯერ დაგვიდგა  მხარში.  ბატონ პაატას ეს სიკეთე ყოველთვის დაუფასდება. ხალხის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ყველა პატარას ნათელ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

გააზიარე: