საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:




ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქველმოქმედო აქცია კახეთში
საქველმოქმედო აქცია კახეთში

26 იანვარს გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახსა და ვეჯინში, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან და მათ მშობლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბავშვთა ცენტრმა საქველმოქმედო ფონდ ავერსის და სხვა ორგანიზაციების თანადგომით ჩაატარა. ბავშვებს ავერსისგან  საჭირო მედიკამენტები და მოვლის საგნები გადაეცათ.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება
საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ პენსიონერებს ეხმარება
საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ პენსიონერებს ეხმარება

საქველმოქმედო ფონდ “ავერსსა" და საქართველოს პენსიონერთა რესპუბლიკურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ფონდი კომიტეტს ყოველთვიურად განსაზღვრული ღირებულების მედიკამენტებით დაეხმარება. 

იხილეთ ვრცლად