საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" საქმიანობის პროგრამული და ფინანსური ანგარიში წლების მიხედვით:




ქველმოქმედება უფლისგან ბოძებული ნიჭია

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა: “მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის ქმნის შესაძლებლობა მოგვცაო”. მართლაც ორგანიზაციამ დაარსების დღიდან უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148ა.
ტელ: (+995 32) 291-10-72 (149)


საქართველოს ქალთა საბჭოს  მიმართ მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავს საქველმოქმედო ფონდი
საქართველოს ქალთა საბჭოს მიმართ მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი"

ორგანიზაცია საქართველოს ქალთა საბჭო ექვსი ათეული წლის წინათ ჩამოყალიბდა და დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უდედმამო ბავშვებს, მარტოხელა ქალებს. საბჭოს ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი მზექალა შანიძე ხელმძღვანელობს, ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდ ”ავერსს” მედიკამენტებით დახმარებისთვის ხშირად მიმართავს.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო აქცია კახეთში
საქველმოქმედო აქცია კახეთში

26 იანვარს გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახსა და ვეჯინში, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან და მათ მშობლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბავშვთა ცენტრმა საქველმოქმედო ფონდ ავერსის და სხვა ორგანიზაციების თანადგომით ჩაატარა. ბავშვებს ავერსისგან  საჭირო მედიკამენტები და მოვლის საგნები გადაეცათ.

იხილეთ ვრცლად
საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება
საქველმოქმედო ფონდ ავერსსა და ოლიპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

2009 წლის 19 თებერვალს “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის პირველად გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სრულიად უსასყიდლოდ იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება.

იხილეთ ვრცლად