საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მარტის დღესასწაულები მიულოცა დამსახურებულ, წარმატებულ, ცნობილ ქალბატონებს, ვისი შემოქმედება, საქმიანობა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე უდაოდ დიდია.
პოეტებისთვის, პუბლიცისტებისთვის, საზოგადო მოღვაწეებისთვის, ხელოვანებისთვის, ისტორიკოსებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გალერეა "უნივერსში" ძალიან თბილი, სიყვარულითა და სიურპრიზებით სავსე შეხვედრა შედგა. "ავერსმა" მათ საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ, უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა ამ შესანიშნავი ქალბატონების მიმართ.
ღირსების ორდენის მფლობელი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ. მას შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:
– "ავერსმა" მოგვილოცა ქალთა დღესასწაულები, საჩუქრებიც გადმოგვცეს... ვფიქრობ, ყოველი ადამიანი, მეტ-ნაკლებად, ცდილობს სიკეთე გააკეთოს, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმეა. ქართული სიტყვა "ქველმოქმედება" ორი სიტყვისგან შედგება "ქველი" და "მოქმედება". "ქველს" კიდევ სხვა მნიშვნელობვა აქვს და გმირობას ნიშნავს. გვყავდა ცნობილი მეფე – ფარსმან ქველი. მას ეს სახელი სწორედ იმიტომ ეწოდა, რომ გმირი იყო და, არა იმიტომ, რომ ქველმოქმედებას ეწეოდა. ასე რომ, საქართველოში სიკეთის ქმნა ყოველთვის რთული იყო, ქველმოქმედება გმირობის ტოლფასი იყო და დღესაც, როდესაც საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს ქვეყანა, "ავერსის" მოქმედება გმირობის ტოლფასია. ასე რომ მადლიერებას გამოვხატავთ მის მიმართ.
გვესაუბრა მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი, უამრავი წიგნის ავტორი მზია ხეთაგურიც:
– ბევრი მსმენია "ავერსის" საქმიანობის შესახებ. საამაყოა, რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში "ავერსს" თავისი ნიშა უჭირავს. ბევრ სასარგებლო და პროფესიონალურ ღონისძიებას ატარებს. მხარს ვუჭერ მის სახელს და ვენდობი მას. ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, დროთა განმავლობაში მათი სახელები დავიწყებას ეძლევა, ამქვეყნად მხოლოდ ქველმოქმედის და ხელოვანის სახელი რჩება. მინდა, რომ ეს სიტყვები მიესადაგებოდეს "ავერსს". წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ მის მესვეურებს.
შთაბეჭდილებები პოეტმა, ჟურნალისტმა და ფილოლოგმა, ქალბატონმა ლინა ბარათაშვილმაც გაგვიზიარა:
– დღეს ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყოფითი პრობლემებით დამძიმეულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და როდესაც გაჩნდება ხოლმე ოაზისი – როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, გაჩუქონ სითბო, სიყვარული, შეგიქმნან ლამაზი გარემო, თავს მართლაც ბედნიერად ვგრძნობთ – ეს უდიდესი სიკეთეა მათი მხრივ. ქველმოქმედება გააბრწყინებს ჩვენს ყოფას და გადაარჩენს საქართველოს. დღეს შევიკრიბეთ აქ, გალერეა "უნივერსში" და საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მარტის დღესასწაულები მოგვილოცა... გარემო და განწყობა, რომელიც აქ დაგვხვდა, არის ოაზისი ხვატიან უდაბნოში, სადაც შეიძლება სული მოიბრუნო, ბედნიერად, დაფასებულად იგრძნო თავი, ამაღლებული განწყობა შეგექმნას... ასე რომ, დიდი მადლობა ფონდ "ავერსს" ამ ლამაზი დღის მოწყობისთვის. მრავალი სიხარული და წინსვლა გქონოდეთ.
პედიატრი ია დავითაია:
– ვფიქრობ, ღონისძიება, რომელიც დღეს ჩატარდა დიდი სტიმულია ყველა იმ ქალისთვის, ვინც დასაქმებულია და წარმატებულია თავის სფეროში... სასიამოვნოა, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ამ ქალბატონების მიმართ ყურადღებითა და მზრუნველობით გამოირჩევა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსის" დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს, მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დღეს, ამ მძიმე პერიოდში, ადამიანებს სიხარული მიანიჭონ, იზრუნონ თითოეული მათგანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე... "ავერსის" დამფუძნებელმა კიდევ უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. სასიხარულოა, რომ მისი ინიციატივით შეიქმნა შესანიშნავი კლინიკები – "ავერსის კლინიკა", ასევე ახალი სამედიცინო დაწესებულება ინფექციური საავადმყოფოს ტერიოტირაზე, რომელიც, დარწმუნებიული ვარ, სულ მოკლე ხანში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკა იქნება, რადგან, რასაც ბატონი პაატა და მისი კოლექტივი აკეთებს, ყოველთვის არის საუკეთესო. "ავერსს" და მის კოლექტივს, ბატონ პაატას ვუსურვებ, რომ საქმიანობა გაეგრძელებინოს, ვინაიდან ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი სიკეთე ქველმოქმედება და გაჭირვებულების მხარდაჭერაა და ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ ყოველთვის გამარჯვებულები და წარმატებულები არიან.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ღვაწლმოსილ ქალბატონებს დღესასწაულებს ულოცავს და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს მათ.