დღიდან დაარსებისა, ქველმოქმედება “ავერსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია, 2010 წელს კი კომპანიასთან საქველმოქმედო ფონდიც დაფუძნდა. მრავალი წელია, “ავერსი” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნავს და განუწყვეტლივ ამარაგებს მათ საჭირო მედიკამენტებით.
მრავალშვილიან ოჯახებს კომპანია 2005 წლიდან ეხნარება. დღემდე დახმარება სამი ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პროექტის ფარგლებში გაცემულია 1 700 000 ლარზე მეტი.
"ავერსის" დამფუძნებელი თავადაც მრავალშვილიანია და მას კარგად ესმის ასეთი ოჯახების პრობლემები. სწორედ ამიტომ, მრავალშვილიანების თანადგომა ბატონი პაატასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მაკა ხოხონაშვილი მრავალშვილიანი დედაა. ოჯახს ფონდი "ავერსი" არაერთხელ დაეხმარა:
– ჩვენი არც ერთი თხოვნა ფონდს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მეცხრე შვილს რომ ველოდებოდი, ძვირად ღირებული ანალიზები დამჭირდა – ყველაფერი “ავერსმა” დააფინანსა, ყოველი ბავშვის შეძენისას კი მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, პამპერსებსა და უამრავ სხვა საჭირო ნივთს გვჩუქნის. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდათ ჩვენს პატარებს მაგიდა და სკამები – ეს საჩუქარი "ავერსისგან" საშობაოდ მივიღეთ. ახალ წელს ყველა ერთად შემოვუსხდებით სუფრას. ბატონი პაატა საოცრად დიდსულოვანი, კეთილი ადამიანია. ბევრ მრავალშვილიან ოჯახს გვაქვს მისი იმედი. მადლობა უფალს, რომ ასეთი ხალხი არსებობს.
საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” კიდევ ბევრს დაეხმარა, მათ შორის – გიორგი ხატიაშვილს. მისი რვა წლის გოგონა, სალომე, კომპიუტერზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლებს ასეთი ძვირად ღირებული საჩუქრის ყიდვა არ შეეძლოთ. გოგონას ოცნება აუხდა – საახალწლოდ ფონდმა მას “ლენოვოს” ლეპტოპი აჩუქა.
– ჩვენს ოჯახში ყველა უმუშევარია. თვალი ჯერ კიდევ ხუთი წლისამ დავკარგე – სათამაშო ლურსმნებით დავტენე და ეს ბავშვური ცელქობა ძვირად დამიჯდა, – გვითხრა გიორგიმ, – მეტროში ვმუშაობდი, მაგრამ გამათავისუფლეს... რომ არა “ავერსი”, ჩემი გოგონასთვის კომპიუტერი კიდევ დიდხანს დარჩებოდა ოცნებად...
მხედველობა დაქვეითებული აქვს ვარლენ მალიჩავასაც, რომელიც მარტო ზრდის შვილებს. ის ყოველთვიურად იღებს “ავერსისგან” ორასლარიან შემწეობას. ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურებაც უფასოდ ჩაუტარდა.
ვიქტორ ქარქაშაძე გორის მკვიდრია. ფონდმა მასაც გაუწია დახმარება. ბატონმა ვიქტორმა მადლიერება ამ სიტყვებით გამოხატა:
– დარწმუნებული ვარ, “ავერსსა” და მის დამფუძნებელს ჩემთან ერთად ბევრი ხელმოკლე ადამიანი ემადლიერება. მაცხოვარი ბრძანებს: “მრავალნი არიან ჩინებულ, მცირედი – რჩეულ”. ბატონი პაატა რჩეულთაგან რჩეულია. მას ესმის დედააზრი უკვდავი სიტყვებისა: “რასაცა გასცემ, შენია”...
ბატონო პაატა!
მრავალჟამიერ თქვენ, თქვენს უმძიმეს უღელს და უკეთილშობილეს სამსახურს! მრავალჟამიერ თქვენს ქართველობას, თქვენს ვაჟკაცობას და ერისკაცობას! უფალი გფარავდეთ აწ და მარადის!
ფონდი "ავერსი" გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!