საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ქალთა დღესასწაულებს გილოცავთ

მარტი ქალბატონების თვეა. საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ქალთა დღესასწაულები ტრადიციული აქციებით მიულოცა -  ღვაწლმოსილ ქალბატონებს, დედებს კოსმეტიკური საშუალებები და სიურპრიზებით სავსე სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

- გაზაფხულის ლამაზი დღესასწაულები გვინდა განსაკუთრებით მივულოცოთ ქალებს. მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მართლაც, სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი არიან დედები, წარმატებული, ღვაწლმოსილი ქალბატონები და შეუძლიათ ნებისმიერ სფეროს განსაკუთრებული სინატიფე და სილამაზე შესძინონ - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.

ქალთა დღესასწაულებს გილოცავთ, მშვენიერო ქალბატონებო! ლამაზები და ჯანმრთელები იყავით მუდამ!

გააზიარე: