საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ შობა-ახალი წლის აღსანიშნავად მრავალშვილიანი ოჯახები თეატრის სპექტაკლებზე მიიწვია და მათ ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. ზღაპრის გმირებისა და საყვარელი პერსონაჟების - ბურატინოსა და პატარა უფლისწულის დანახვამ ბავშვები განსაკუთრებით გაახარა.
ფონდი „ავერსი“ უკვე მარავალი წელია მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომის პროექტს ახორციელებს - ყოველი მეხუთე და მომდევნო ბავშვის შეძენისას ოჯახს სოლიდურ დახმარებას უწევს - დღესასწაულებს კი საზეიმო განწყობითა და უამრავი საჩუქრით ულოცავს.
საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ შობა-ახალი წელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც მიულოცა: ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალის - „მომავალი ვარსკვლავების“ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა და საახალწლო ღონისძიებაზე მოწვეული ახალგაზრდები სიურპრიზებით გაანებივრა.
საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ გაალამაზა საჩუქრებით, სადღესასწაულო ფერებითა და სასიამოვნო განწყობით.
„ავერსი“ გილოცავთ 2023 წლის დადგომას და ჯანმრთელობას გისურვებთ!