შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე დუშეთში სპეციალიზებულ პანსიონში საგანგებოდ აღინიშნა. ორგანიზაციის ბენეფიციარებს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სასაჩუქრე ნაკრები - ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
აქციის შესახებ დუშეთის შშმპ პანსიონატის ფილიალის ხელმძღვანელს გიორგი მარტყოფლიშვილს ვესაუბრეთ:
- საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 14 ივნისი საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა. ჩვენს პანსიონატში დღესასწაულები ტრადიციულად აღინიშნება და არც ეს დღე გახლდათ გამონაკლისი.
ღონისძიების ინიციატორი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოა. ასეთი აქციები პანსიონატში მცხოვრები პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას და ამიტომ ჩვენი ვალია ერთად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე და ყოველდღიურობა ასეთი ლამაზი, თბილი დღეებით გავუხალისოთ.
საქველმოქმედო ფონდმა ,,ავერსმა“ თავისი გულისხმიერებით დიდი წვლილი შეიტანა ღონისძიებაში და სამახსოვროდ საჩუქრები გადმოგვცა.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი“ ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ გულითად მადლობას ვუხდით მას.
საქველმოქმდო ფონდ ,,ავერსთან“ პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო სასარგებლო და საინტერესო საქმეებს გავაკეთებთ ერთად!