"ავერსმა" სამამულო ომის ვეტერანებს მარტის დღესასწაულები მიულოცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" დიდი სამამულო ომის მონაწილე ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრად კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები გადასცა.

როგორც სამამულო ომის ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მურად გელოვანმა აღნიშნა, "ავერსი" ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავს ვეტერანებზე:

- საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხრიდან ყურადღებასა და პატივისცემას მუდმივად ვგრძნობთ. ფონდის მესვეურები ცდილობენ ყოველი დღესასწაული განსაკუთრებული საჩუქრებით, სითბოთი და მზრუნველობით მოგვილოცონ. ომგამოვლილი, ხანდაზმული ქალბატონებისთვის წლეულსაც შესანიშნავი სიურპრიზი მოამზადეს - მარტის დღესასწაულები მიულოცეს და კოსმეტიკური ნაწარმი გადასცეს.

ვესაუბრეთ ვეტერან ქალბატონებს, რომლებმაც მარტის აქციის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდ "ავერსისგან" საჩუქრები მიიღეს.

ოფელია მანდალოვა:

- საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სამამულო ომში მონაწილე ქალებს დედის დღე მოგვილოცა. მადლობა მათ, ვინც ჩვენი სამსახური დააფასა, მადლობა მათ, ვისაც ახსოვს და ვინც აფასებს ჩვენს თავდადებას.

ნათელა ჩქარეული:

- საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხრიდან თანადგომასა და ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობთ. დღესასწაულებსაც განსაკუთრებულად გვილოცავენ. მარტის ქალთა დღეებიც საჩუქრებით აღნიშნეს. მადლობა მათ დაფასებისთვის, თანადგომისთვის და სიკეთისთვის.

ელიზავეტა შაველაშვილი:

- საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სიკეთისა და იმედის მთესველი ორგანიზაციაა. ვეტერანებს მისი თანადგომა ძალიან გვჭირდება და მადლობას ვუხდი "ავერსის" დამფუძნებლებს, რომ ჩვენს მოლოდინს მუდამ ამართლებენ.

ფონდი "ავერსი" გილოცავთ  მარტის დღესასწაულებს და გისურვებთჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

გააზიარე: