საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სამამულო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაული, ჩვეულებისამებს, განსაკუთრებულად მიულოცა და პირველადი დახმარების მედიკამენტები, ასევე ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცა საჩუქრად.
სამამულო ომის ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელმა მურად გელოვანმა აღნიშნა, რომ "ავერსი" 9 მაისის დღესასწაულს ყოველთვის გამორჩეული სიურპრიზებით ხვდება და საჩუქრებით ანებივრებს ომგამოვლილ ადამიანებს:
- უკვე წლებია, "ავერსი" სამამულო ომის ვეტერანთა კავშირს მხარში უდგას და დახმარებას უწევს. იმისათვის, რომ ჩვენი უხუცესი თაობის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, საქველმოქმედო ფონდისთვის არც დღესასწაულია საჭირო და არც რაიმე განსაკუთრებული მოვლენა, რადგან ის ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებულებს.
სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესასწაულს მაინც განსაკუთრებით ელოდებიან ხოლმე - პატარა ბავშვებივით უხარიათ ყურადღება, დაფასება და საჩუქრებიც... სასიამოვნოა, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ამ ადამიანების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ავლენს.
როგორც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თითქმის არ არსებობს სეგმენტი, რომელსაც "ავერსის" ქველმოქმედება არ სწვდება. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ის მუდმივად ეხმარება პენსიონერებს, ომის ვეტერანებს, ხანდაზმულ და უმწეო ადამიანებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სამამულო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და მათ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.