პესტო 20მგ/მლ #10ა

პესტო 20მგ/მლ #10ა

25.61 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიოტროპული სპაზმოლიტიკები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: Hyoscini butylbromidum
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 16670
გააზიარე:

პესტო
(PESTO)

ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:  ჰიოსცინის ბუთილბრომიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, შაქრიანი გარსის მქონე ტაბლეტები ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით.
საინექციო ხსნარი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შემადგენლობა:   
1 შაქრიანი გარსის მქონე ტაბლეტი შეიცავს:
ჰიოსცინის ბუთილბრომიდს – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შაქარი, ჟელატინი, შელაქი, გუმიარაბიკი, ფუტკრის ცვილი, ტიტანის ორჟანგი.

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ჰიოსცინის ბუთილბრომიდს – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ტრინატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
შაქრიანი გარსის მქონე ტაბლეტები 10 მგ.
საინექციო ხსნარი 20 მგ/მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური და ქოლინომაბლოკირებელი საშუალება. A03BB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი წარმოადგენს შმაგას ნახევრადსინთეზურ ალკალოიდს, გააჩნია M-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზებისა და შარდ-სასქესო სისტემის გლუვ მუსკულატურაზე. ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, შესაბამისად, არ ავლენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას ცნს-ზე.        

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას ჰიოსცინის ბუთილბრომიდის 8% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომლის 10% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი ძირითადად კონცენტრირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნაღვლის ბუშტში, სანაღვლე გზებში, ღვიძლსა და თირკმელში. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ინტრავენურად შეყვანისას ჰიოსცინის ბუთილბრომიდი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. ნეხევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი (t1/2γ) შეადგენს დაახლოებით 5 სთ-ს. ჰიოსცინის ბუთილბრომიდს გააჩნია პლაზმის ცილებთან დაკავშირების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. სრული კლირენსია  ლ.2 ლ/წთ-ში,  რომლის ნახევარს შეადგენს თირკმლის კლირენსი.

ჩვენება:
თირკმლის კოლიკა, შარდსაწვეთების სპაზმი, ნაღვლის ბუშტის კოლიკა. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ჰიპერმოტორული დისკინეზია, ქოლეცისტიტი, ნაწლავის სპაზმური ტკივილი, პილოროსპაზმი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, დისმენორეა.
    დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების განხორციელება, რომელთა შესრულებაც გართულებულია არსებული სპაზმის გამო (გასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. ბავშვებში 6-დან 12 წლამდე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პარენტერალურად: პესტო ინიშნება ინტრავენურად (ნელი შეყვანით, წინასწარ განზავებული სტერილურ საინექციო წყალში), კუნთში ან კანქვეშ.  
12 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ინიშნება 1 ამპულა, საჭიროებისას შესაძლებელია მისი განმეორება ნახევარ საათში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.
მძიმე მდგომარეობისას პესტო ინიშნება 12 წლამდე ბავშვებში 0.3-0.6 მგ/კგ სხეულის მასაზე  რამოდენიმეჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1.2 მგ/კგ სხეულის მასაზე.
არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა განვითარდეს ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები: პირის სიმშრალე,
დისჰიდროზი, აკომოდაციის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, მიდრიაზი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, რომელიც სუსტად არის გამოხატული და თავისით ქრება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, შეკრულობა, ცნობიერების დაბინდვა და ჰიპერემია.
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე. 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიასთენია, მეგაკოლონი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა. პარენტერალურად პესტო არ ინიშნება ტაქიკარდიის, შარდის შეკავებით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ნაწლავის მექანიკური და პარალიზური გაუვალობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პესტომ შესაძლოა გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური საშუალებების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგული მოქმედება.
პესტოს მიღებისას ძლიერდება ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია.
დოფამინის ანტაგონისტებისა (მაგ. მეტოკლოპრამიდი) და პესტოს ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე საშუალების მოქმედების შესუსტებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

ჰიპერდოზირება:
შესაძლოა განვითარდეს შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, კანის შეწითლება და სიმშრალე, ყლაპვისა და მეტყველების დარღვევა, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, ფოტოფობია, მხედველობის გარდამავალი დარღვევა, ჰიპერთერმია, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მეხსიერების და ორიენტაციის დარღვევა, ცნს-ის დათრგუნვა და ჩეინ-სტოქსის სუნთქვა. 
მკურნალობა: პერორალური ჰიპერდოზირებისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირით და შემდეგ 15% მაგნიუმის სულფატით. გამოიყენება ქოლინომიმეტური საშუალებები. გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს ადგილობრივად უნიშნავენ პილოკარპინს. აუცილებლობის შემთხვევაში შეყავთ ნეოსტიგმინის 0.5-2.5 მგ კუნთში ან ვენაში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების მკურნალობა ხდება ჩვეულებრივი თერაპიული მეთოდებით.
სასუნთქი სისტემის მუსკულატურის პარეზის შემთხვევაში საჭიროა ინტუბაციის ჩატარება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. შარდის შეკავებისას ახორციელებენ შარდის ბუშტის კათეტერიზაციას. ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია.    

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით I ტრიმესტრში.
ორსულობის დროს პესტოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

გამოყენების თავისებურებები:
ანტიქოლინერგული გამოვლინებების განვითარების პოტენციური რისკის არსებობის გამო პესტო სიფრთხილით ინიშნება ნაწლავის გაუვალობასა (სპასტიურის გარდა) და საშარდე გზების ობსტრუქციაზე (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა) ეჭვის არსებობისას, ასევე  ტაქიარითმიისადმი მიდრეკილებისა (მაგ. მოციმციმე არითმია) და  მაღალი ტემპერატურის დროს.
არადიაგნოსტირებული დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს,  თუ ინექციის შემდეგ მოიმატებს თვალშიდა წნევა, რაც   გამოვლინდება მხედველობის დარღვევით, თვალის ტკივილითა და შეწითლებით.
პესტოს პარენტერალური შეყვანისას ანაფილაქსიური რეაქციის (შოკის ჩათვლით) განვითარების რისკის გამო მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტზე მეთვალყურეობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
1 მლ საინექციო ხსნარი ნარინჯისფერ მინის ამპულაში, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა.  
  
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

თბილისი (138 აფთიაქი)

ავერსი 19
231-61-46
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2024-11-01
ავერსი 21 (24სთ)
231-18-34
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2024-11-01
ავერსი 33
237-54-09
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2024-11-01
ავერსი 34 (24სთ)
238-14-17
ცინცაძის. №1
ვადა: 2024-11-01
ავერსი 41
237-54-08
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2024-03-01
ავერსი 46
231-94-61
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2024-03-01
ავერსი 78
259-67-04
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2024-11-01
ავერსი 89
2-506-506 (3089)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 91 (24სთ)
210-47-03
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 94
218-18-23
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2024-11-01
ავერსი 120
238-36-75
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2024-03-01
ავერსი 150
2-51-96-35
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2024-03-01
ავერსი 153
2-506-506 (3153)
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2024-03-01
ავერსი 157
2 506-506 (3157)
შარტავას 4/6
ვადა: 2024-03-01
ავერსი 158
2-506-506 (3158)
მირიან მეფის №75
ვადა: 2024-11-01
ავერსი 160
2-506-506 (3160)
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2024-03-01
ავერსი 165
2-506-506 (3165)
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2024-03-01
ავერსი 166
2 506-506 (3166)
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2024-03-01
ავერსი 172
2-506-506 (3172)
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2024-11-01
ავერსი 177
2 506-506 (3177)
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2024-03-01
ავერსი 178
2 506-506 (3178)
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2024-03-01
ავერსი 180
2-506-506 (3180)
მინდელის ქ -11
ვადა: 2024-11-01
ავერსი 181
2-506-506 (3181)
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2024-03-01
ავერსი 182
2-506-506 (3182)
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2024-03-01
ავერსი 187
2-506-506 (3187)
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2024-11-01
ავერსი 192
0322506506 (3192)
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2024-03-01
ავერსი 194 (24სთ)
2506506 (3194)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2024-11-01
ავერსი 195
2506506 (3135)
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2024-11-01
ავერსი 197
0322506506 (3197)
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2024-03-01
ავერსი 200
0322506506 (3200)
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 202
0322506506 (8202)
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2024-11-01
ავერსი 8
2506506 (3008)
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2024-03-01
ავერსი 10
274-74-06
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 16
274-63-87
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 37
274-63-85
ქ.წამებულის №91-ის წინ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 52
278-30-33
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2024-11-01
ავერსი 60
227-40-24
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2024-11-01
ავერსი 61
274-63-78
მ.ს. "ისანთან"
ვადა: 2024-11-01
ავერსი 74
271-77-52
მეველეს ქ. №3
ვადა: 2024-11-01
ავერსი 98
277-84-47
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2024-03-01
ავერსი 115
2-506-506 (3115)
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2024-11-01
ავერსი 116
214-00-48
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2024-11-01
ავერსი 146
2506506 (3146)
ვაზისუბნის IV მ/რ I კვარტალში IV №4 საოჯახო მედიცინის ცენტრში
ვადა: 2024-11-01
ავერსი 156
2-506-506 (3156)
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2024-03-01
ავერსი 190
0322 506 506(3190)
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2024-11-01
ავერსი 191
(0322)506-506 (3191)
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 203
0322506506 (8203)
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2024-11-01
ავერსი 204
0322506506 (8204)
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2024-11-01
ავერსი 205
0322506506 (8205)
ზურაბ იარაჯულის N3
ვადა: 2024-11-01
ავერსი 12
253-06-18
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 15
235-66-27
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2024-03-01
ავერსი 45
235-67-64
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2024-11-01
ავერსი 57
251-50-82
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 70
218-17-64
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 102
235-74-00
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2024-11-01
ავერსი 106
247-96-35
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 136
235-99-87
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2024-11-01
ავერსი 141
2-506-506 (3141)
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2024-03-01
ავერსი 145
2-506-506 (3145)
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 169
2-506-506 (3169)
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2024-03-01
ავერსი 188
0322 506506 (3188)
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2024-03-01
ავერსი 25 (24სთ)
266-20-03
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2024-11-01
ავერსი 29
2506506 (3029)
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 40
260-98-16
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2024-11-01
ავერსი 50
295-17-53
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 58
269-35-37
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2024-11-01
ავერსი 88 (24სთ)
0322506506(3088)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2024-11-01
ავერსი 93
266-24-03
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2024-11-01
ავერსი 103
230-98-66
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2024-11-01
ავერსი 109
261-14-72
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 138
210-29-62
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2024-11-01
ავერსი 161
2-506-506 (3161)
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2024-11-01
ავერსი 183
2-506-506 (3183)
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2024-11-01
ავერსი 185
0322 506-506 (3185)
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2024-11-01
ავერსი 186
2-506-506 ( 3186)
გურამიშვილის #31
ვადა: 2024-11-01
ავერსი 9
262-85-84
გლდანის ,,ა" მ/რ. კორპ. 50-ის მიმდებარედ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 14
263-32-26
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2024-11-01
ავერსი 44
2-506-506 (3044)
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2024-11-01
ავერსი 66 (24სთ)
257-35-37
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2024-11-01
ავერსი 87
264-13-03
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2024-11-01
ავერსი 90
268-64-88
გლდანი, V მკრ
ვადა: 2024-11-01
ავერსი 111
262-18-29
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2024-11-01
ავერსი 133
218-09-22
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2024-11-01
ავერსი 143 (24სთ)
257-45-00
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 147
236-85-73
მეტრო ახმეტელის მიმდ.ტერიტორია, გლდანი მოლი
ვადა: 2024-11-01
ავერსი 162
2-506-506 (3162)
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2024-11-01
ავერსი 171
2-506-506 (3171)
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2024-11-01
ავერსი 174
2-506-506 (3174)
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 198
0322506506 (3198)
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2024-11-01

რეგიონი (182 აფთიაქი)

ახმეტა
(+995 349) 22-28-83
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2024-03-01
ახმეტა 2
0322 506506 (3456)
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2024-03-01
გურჯაანი 1 (24სთ)
(+995 353) 22-12-18
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2024-11-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2024-11-01
გურჯაანი 3
2-506-506 (3373)
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2024-11-01
კაჭრეთი
0322506506 (3386)
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2024-11-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2024-03-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2024-11-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2024-11-01
თელავი 4
2-506-506 (3204)
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2024-03-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2024-11-01
ყარაჯალა-1
0322506506 (3208)
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2024-11-01
იორმუღანლო
2-506-506 (3458)
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2024-11-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2024-11-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
(+995 354) 22-39-00
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2024-11-01
საგარეჯო 1
(+995 351) 24-34-78
აღმაშენებლის №14
ვადა: 2024-11-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2024-11-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2024-11-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2024-11-01
ყვარელი 3
0322 900 800 (3243)
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2024-11-01
ახალსოფელი
0322 506 506(3247)
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2024-03-01
ყვარელი 4
0322506506 (3244)
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2024-03-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2024-11-01
კაზრეთი-1
2-506-506 (3801)
დაბა კაზრეთი
ვადა: 2024-03-01
ბოლნისი 1 (24სთ)
0322 506 506(3511)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2024-11-01
ბოლნისი 2
2-506-506 (3516)
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2024-11-01
გარდაბანი
(+995 372) 22-34-36
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-11-01
დმანისი
(+995 360) 22 23 15
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2024-11-01
გამარჯვება 1
2-506-506 (3519)
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2024-11-01
წალკა 1
2-506-506(3524)
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2024-03-01
თეთრიწყარო 1
2-506-506 (3481)
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2024-03-01
კრწანისი
2-506-506 (3207)
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2024-11-01
მარნეული 1 (24სთ)
(+995 357) 22-10-84
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2024-11-01
მარნეული 2 (24სთ)
0322 506 506(3502)
26 მაისის ქ.
ვადა: 2024-11-01
მარნეული 3
(+995 357) 22-24-05
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2024-03-01
მარნეული 4
(0322)506-506 (3504)
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2024-11-01
რუსთავი 3 (24სთ)
(+995 341) 22-03-64
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2024-11-01
რუსთავი 6
2-506-506 (3256)
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2024-03-01
რუსთავი 7
0322 506 506 (3257)
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2024-03-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2024-11-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 2
(+995 492) 25-71-70
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 4
(+995 492) 24-22-39
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2024-11-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2024-03-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2024-03-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2024-11-01
თერჯოლა-2
0322506506 (3469)
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2024-11-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2024-11-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2024-11-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2024-11-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2024-11-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
გომართელის №6
ვადა: 2024-11-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 7 (24სთ)
(+995 431) 29-72-22
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 22
577 38-60-52
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2024-11-01
ქუთაისი 26
0322506506 (3726)
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2024-11-01
ხარაგაული
0322506506 (3276)
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2024-11-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2024-11-01
წყალტუბო 2
0322506506 (3269)
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2024-11-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2024-11-01
ჭიათურა 2 (24სთ)
(+995 479) 25-42-02
აბაშიძის ქ. №1
ვადა: 2024-11-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2024-03-01
ჭიათურა 4
(+995 479) 25–28–51
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2024-11-01
ხონი (24სთ)
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2024-11-01
ჩაქვი
2-506-506 (3427)
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2024-03-01
ხულო
0322506506 (3441)
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 2 (24სთ)
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 4
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 6
2-506-506 (3406)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 8
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 9
2-506-506 (3409)
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 10 (24სთ)
577 00 67 14 (3410)
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 11
2-506-506 (3411)
ბარათაშვილის №26
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2024-11-01
ბათუმი N17
2-506-506 (3417)
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2024-11-01
ბათუმი N18
2-506-506 (3418)
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 20
0322 506506 (3420)
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2024-03-01
ბათუმი 21
0322506506 (3444)
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2024-11-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2024-03-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2024-11-01
აბაშა (24სთ)
(+995 412) 29-11-19
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2024-11-01
ბანძა
2-506-506 (3467)
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2024-03-01
ზუგდიდი 1
(+995 415) 22-11-42
კიტიას ქ. №7
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2024-03-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2024-11-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
2506506 (3307)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2024-11-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2024-03-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2024-03-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2024-03-01
მესტია
2-506-506 (3206)
სეტის მოედანი №12
ვადა: 2024-11-01
სენაკი 1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2024-11-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2024-11-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2024-11-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2024-03-01
ფოთი 1 (24სთ)
(+995 493) 22-81-17
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2024-11-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2024-11-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2024-11-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2024-11-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2024-11-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2024-11-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2024-11-01