მწვანე მალამო 20გ ტუბ

მწვანე მალამო 20გ ტუბ

11.00 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 129876
გააზიარე:

მწვანე მალამო

„მწვანე მალამოზე“ გამოგონების პატენტი გაიცა საქართველოში - 1996 წელს, აშშ-ში 1999 წელს, ისრაელისა და ევროპატენტი ევროპის 18 ქვეყანაში - 2002 წელს.

შემადგენლობა: ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, კრაზანა, გულ-ყვითელა, გვირილა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი, ზეითუნის ზეთი, თაფლის სანთელი ფარმაკოლოგიური თვისებები: მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების პროსეცესების დამაჩქარებელი და ანტიმიკრობული მოქმედება.

გამოყენება:

  • • ინფიცირებული და არაინიფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი);
  • • დამწვრობა I, II, IIIა ხარისხის, (მათ შორის გარუჯვის შედეგად განვითარებული);
  • • ახალშობილთა გამოყელვის;
  • • სხვადასხვა ეტიოლოგიის იარების, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის;
  • • ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულების;
  • • მსხვილი ნაწლავის ანთების შედეგად გამოწვეული ბუასილის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ;
  • • ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრამვული დაზიანების და მწვავე პერფორაციული ოტიტის;
  • • პარადონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებადი დაავადებების სამკურნალოდ;
  • • ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიაში ქსოვილთა რეგენერაციისთვის.
  • • კოღოს და სხვა მწერების ნაკბენის დროს.

მოქმედების მექანიზმი: მალამოს ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მისი მოქმედების შედეგად ხდება კაპილარების განვლადობის და, აქედან გამომდინარე, შეშუპების შემცირება, უჯრედული იმუნიტეტის აქტივაცია, ფაგოციტოზის პროცესის გაძლიერება, T ლიმფოციტების რაოდენობის მომატება. მალამოს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება შემდეგი ჯგუფის მიკრობების მიმართ: Staphylo+ coccus epidermidis, Streptococcus pyogenes, Streptococcus Psevdomonas aeruginosa, E coil.

უკუჩვენება : არ აღინიშნება

გვერდითი მოვლენები : fecalis, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ინდივიდუალური ზემგრძნობელობა, რომელიც მალამოს გამოყენების შეწყვეტისთანავე ქრება.

გამოყენების წესი: ჭრილობებისა და დამწვრობის არეში, რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ, კეთდება ნახვევი მალამოს 2-3მმ სისქის ფენით დღეში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის დროს კეთდება ტამპონი 12საათში ერთხელ (გარდა ორსულებისა). დაფის აპკის ანთების დროს მალამო შეიზილება ყურის ნიჟარის ისეთ მიდამოში, რომელიც არ გამოიწვევს აპკის ტრამვულ დაზიანებას .

შენახვის ვადა და პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 OC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: ორი წელი. ტელ: +5595 599 50 23 41