„ავერსი ფარმა“ ნოემბერში 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაბადების დღის კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლების მიმართ მადლიერების გამოხატვის ნიშნად, კომპანიამ მათ კიდევ ერთი საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრა შესთავაზა.
შეხვედრაზე ანდრო დგებუაძემ ისაუბრა მადლიერების მნიშვნელობაზე, იმ ფაქტორებზე, რომლებიც გვაკარგვინებს მისი განცდის უნარს და იმაზე, თუ როგორ უკავშირდება მადლიერება ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ურთიერთობებსა და სამყაროსთან კავშირს.












