Redken

Redken არის ამერიკული თმის მოვლის ბრენდი, რომელიც ეკუთვნის L'Oréal Group-ს.

კომპანია დააარსა 1960 წელს ჯერი რედინგმა და პაულა კენტმა, რის შედეგადაც ეწოდა ბრენდს - "რედ-კენი". რედკენმა წამოიწყო „მეცნიერული მიდგომა სილამაზისადმი“ და მოახდინა რევოლუცია თმის მოვლის სფეროში. დაინერგა ცილის აღდგენის კონცეფცია და  შემუშავდა ცილაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტები, რომლებიც შემდგომში დააპატენტეს.
ასორტიმეტში შედის: შამპუნი, კონდიციონერი,თმის ნიღაბი და თმის მოვლის სხვა საშუალებები, რომლებიც მორგებულია  თმის ყველა ტიპზე და საჭიროებაზე.