ღვიძლის ტრანსპლანტაციის სამედიცინო დეტალები

გააზიარე:

ღვიძლის ტრანსპლანტაცია პირველად 1963 წელს ჩაატარა ამერიკელმა ქირურგმა თომას სტარლზმა. მას შემდეგ სამედიცინო ტექნოლოგიები თუ ოპერაციის შემდგომი მენეჯმენტი დაიხვეწა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია მსოფლიოში ყოველწლიურად 15 000-მდე ადამიანს უტარდება.

ტექნოლოგიებით, ქირურგიული კლასით თუ პოსტოპერაციული მართვით ღვიძლის გადანერგვა ერთ-ერთ ურთულეს ოპერაციად მიიჩნევა. მისი სამედიცინო დეტალების შესახებ “ავერსის კლინიკის” ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი კობა შანავა გვესაუბრება.

 

 – ღვიძლის რომელი პათოლოგიების დროს წარმოიშობა ტრანსპლანტაციის აუცილებლობა?

– ღვიძლის ტრანსპლანტაცია აუცილებელი ხდება ღვიძლის იმ ქრონიკული პათოლოგიების დროს, როდესაც ყოველგვარი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტოა. ასეთია, მაგალითად, ღვიძლის ზოგიერთი სიმსივნე, მათ შორის –  ჰეპატოცელულარული კარცინომა. ღვიძლის ტრანსპლანტაციას მთელ მსოფლიოში მკაცრად განსაზღვრული ჩვენებით ატარებენ. არსებობს მკაფიო რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომელი დაავადებების დროს უნდა ჩატარდეს ეს ოპერაცია.

– საქართველოში კანონი ცოცხალი დონორის ორგანოს გადანერგვის უფლებას იძლევა. რა დადებითი თუ ურყოფითი მხარეები აქვს გვამური თუ ცოცხალი დონორული ორგანოების გამოყენებას?

– მსოფლიოში წარმატებით გამოიყენება ორივე სახის დონაცია, თუმცა აზიაში ცოცხალი დონორის ორგანოთა ტრანსპლანტაცია უფრო გავრცელებული და წარმატებულია, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში კი – გვამური.

შორეულ პერსპექტივაში გვამური გადანერგვა უკეთესია, რადგან ინერგება მთელი ორგანო და იზოგება დონორის ჯანმრთელობაც, თანაც მისი შესრულება ტექნიკურად უფრო ადვილია. ცოცხალი დონორისგან კი მხოლოდ ღვიძლის ნაწილის აღებაა შესაძლებელი, მაგრამ არსებობს ქვეყნები, მათ შორის –  საქართველოც, სადაც კანონი არ რთავს გვამური ორგანოს გამოყენების ნებას.

– როგორ არჩევენ დონორს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის, რომ მისი ღვიძლი გადასანერგად გამოდგეს?

– უპირველესად, აუცილებელია, დონორსა და რეციპიენტს შორის იყოს იმუნური შეთავსება, რასაც შესაბამისი კვლევებით ვადგენთ. გარდა ამისა, დონორს ვიკვლევთ ინფექციურ დაავადებებზე. თუ მას რომელიმე ვირუსული ჰეპატიტი ან სხვა ვირუსული ინფექცია აღმოაჩნდა, ის პროგრამიდან გამოითიშება. შესაძლოა, დონორობაზე უარი ეთქვას ჰერპესვირუსის, ციტომეგალოვირუსის, ტუბერკულოზის აღმოჩენის შემთხვევაშიც.

– რამდენი ხანი სჭირდება წინასაოპერაციო გამოკვლევას, რამდენ ხანშია შესაძლებელი ოპერაციის დანიშვნა?

– გამოკვლევათა მნიშვნელოვან ნაწილს დაახლოებით ათ დღეში და თუ არავითარი წინააღმდეგჩვენება არ დადასტურდა, ოპერაციისთვის მომზადებას ვიწყებთ. ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებების გამორიცხვასთან ერთად აუცილებელია ღვიძლის ანატომიური გ

– ღვიძლის რომელი წილი ინერგება?ამოკვლევაც, რაშიც გვეხმარება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, ექოსკოპია. ვადგენთ როგორც მთლიანი ღვიძლის, ასევე გადასანერგი წილის ზომას –  გადანერგილი ღვიძლის ფუნქციური რესურსი საკმარისი უნდა იყოს რეციპიენტის ორგანიზმისთვის; სხვაგვარად განვითარდება ეგრეთ წოდებული პატარა გრაფტის სინდრომი, რომელსაც უამრავი გართულება მოჰყვება, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანოთა სისტემური უკმარისობა და საბოლოოდ პაციენტის სიკვდილიც კი.

– ღვიძლის გადასანერგი წილის არჩევისას სხვადასხვა ქვეყანა ტრანსპლანტაციისადმი სხვადასხვა მიდგომით გამოირჩევა. ზოგიერთი სამედიცინო ცენტრი მარჯვენა წილის გადანერგვას ამჯობინებს, ევროპაში უმეტესად მარცხენას იყენებენ. მარჯვენა წილის გადანერგვა ტექნიკურად უფრო რთული

ა, მარცხენის ამოღება კი ანტომიურად უფრო ადვილი. თუმცა შედეგისთვის, მისი მოცულობისა და ვენური დრენაჟის გათვალისწინებით, სწორედ მარჯვენა წილის გადანერგვა ჯობია.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაში, რომელიც ახლახან ჩატარდა ჩვენს კლინიკაში, აზიის ანუ სამხრეთ კორეის სკოლის წარმომადგენელი, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კვანგ ვუნგ ლი გვეხმარებოდა. მათთან ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა ღვიძლის მარჯვენა წილის ტრანსპლანტაციას ენიჭება, შესაბამისად, ჩვენთანაც ეს წილი გადაინერგა.

ტექნიკური სირთულის გამო ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დიდხანს გრძელდება. დიდი ყურადღება ექცევა სანაღვლე სადინარებისა და სისხლძარღვების ინტრაორგანულ არქიტექტონიკას. ოპერაციამ შესაძლოა 8-10 საათსაც გასტანოს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ის ფაქტობრივად იდეალურ დროში – 5 საათსა და 40 წუთში დასრულდა.

– როგორია ოპერაციის სქემა?

– მარტივი სქემა ასეთია: სრულად ამოიკვეთება რეციპიენტის ღვიძლი, ამოიკვეთება დონორის ღვიძლის წილი და რეციპიენტს გადაენერგება. ტრანსპლანტაციის შემდეგ, როცა დონორის ღვიძლი დიდია, მას თავდაპირველი მოცულობის 35-40% რჩება, რაც სავსებით საკმარისია ჯანმრთელი დონორის სიცოცხლისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ღვიძლის საერთო მოცულობის სიმცირის გამო მისი 25-30%-ის დატოვება გვიწევს. დანარჩენი რეციპიენტს სჭირდება, რათა არ განუვითარდეს პატარა გრაფტის სინდრომი, რომლის გართულებებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. რაკი დონორი ჯანმრთელია, ამ სირთულეს უმეტესად გადალახავს, თუმცა არსებობს რისკი, განუვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, ამიტომ დონორს სერიოზული პოსტოპერაციული მართვა სჭირდება.

– კიდევ რა ემუქრება დონორს?

– დონორის რისკები მოიცავს ნებისმიერი ოპერაციისთვის დამახასიათებელ გართულებებს: სისხლდენას, ანთებას. ასევე შესაძლოა სანაღვლე სადინარებიდან ნაღვლის გამოჟონვა და მუცლის ღრუში მისი დაგროვება, რაც პერიტონიტს იწვევს. მაგრამ ყველაზე სპეციფიკური გართულება ღვიძლის უკმარისობაა.

– რამდენ ხანში აღიდგენს ღვიძლი მოცულობასა და ფუნქციას?

– ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც აქტიური რეგენერაციის უნარი აქვს. რეზექციიდან დახლოებით 1-1.5 თვის შემდეგ ის თავდაპირველ მოცულობას აღწევს, თუმცა ფუნქციის სავსებით აღსადგენად დაახლოებით ექვსი თვე სჭირდება. ამ ხნის შემდეგ დონორიც და რეციპიენტიც ცხოვრების იმავე რიტმს უბრუნდებიან, როგორითაც ოპერაციამდე ცხოვრობდნენ. რეციპიენტის შემთხვევაში რისკი მეტია, თუ გადანერგილმა ღვიძლმა იმუნური კონფლიქტი, მოცილების რეაქცია გამოიწვია.

– რას გულისხმობს პოსტოპერაციული მართვა?

– იმისათვის, რომ ღვიძლს არ გაუჭირდეს თავისი ფუნქციების შესრულება, ჩვენ მას მედიკამენტებით ვეხმარებით, ვაკორეგირებთ მის ფუნქციურ მაჩვენებლებს.

რეციპიენტს პერიოდულად ვუტარებთ ტესტებს, რომლებიც გვა

წვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, ხომ არ ვითარდება გადანერგილი ორგანოს მოცილების საშიშროება. თუ იმუნური კონფლიქტი კლინიკური ნიშნებითა და ლაბორატორიული მონაცემებით გამოირიცხა, თანდათანობით ვამცირებთ იმუნოსუპრესორული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) პრეპარატების დოზას.

რაც შეეხება ცხოვრების წესს: პირველ ეტაპზე, პირველიდან მეშვიდე დღემდე, მკაცრად იზღუდება ფიზიკური დატვირთვა და პაციენტები სპეციფიკურ დიეტაზე იმყოფებიან. მომდევნო პერიოდში არც დონორს და არც რეციპიენტს მაინცდამაინც მკაცრი დიეტა აღარ სჭირდებათ, მხოლოდ საკვების მომზადების თავისებური ტექნოლოგიები უნდა დაიცვან – მეტი ყურადღება მიაქციონ სტერილურობას.

– ოპერაციიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ ტ

რანსპლანტაცია წარმატებულად?

– მეხუთე დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ ზოგიერთი გართულება შეიძლება სამი ან ექვსი თვის შემდეგაც კი განვითარდეს.

– რა რეალური პრობლემებია საქართველოში ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით?

– დღეს, როდესაც ჩვენი კლინიკა აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ჰყავს სათანადოდ მომზადებული სპეციალისტები და ღვიძლის გადანერგვაც წარმატებით ჩატარდა, დონორის მოძიების გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება პაციენტისთვის ოპერაციის ფინანასური მხარეა. იმედია, სამომავლოდ მას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაც დააფინანსებს 

და ღვიძლდაავადებულ ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა მიეცემათ.

მარი აშუღაშვილი

 

ჰეპატიტი ანბანის მიხედვით

ჰეპატიტი ღვიძლის ქსოვილის ანთებითი დაავადებაა. მასზე საუბრისას უმეტესად B და C ვირუსულ ჰეპატიტებს განიხილავენ. ეს ის ფორმებია, რომლებიც ყველაზე მძიმე შედეგებს იწვევს. A ჰეპატიტი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბოტკინის დაავადება, მათ ფონზე სრულიადაც არ არის საშიში...

 

B VS C

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, C ჰეპატიტის ვირუსით მთელ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო B ჰეპატიტის ვირუსით – ორ მილიარდზე მეტი. ეს თითქმის ათჯერ აღემატება C ჰეპატიტის გავრცელებას, თუმცა C ვირუსი გაცილებით ვერაგია: მალულად იპარება ორგანიზმში, – ხუთიდან ოთხ შემთხვევაში მასპინძელი ამას ვერ იგებს, – მყარად იკიდებს ფეხს ღვიძლის უჯრედებში და წასვლაზე აღარც კი ფიქრობს. B ვირუსი, მისგან განსხვავებით, აგრესიული და მყვირალაა, უცებ დაგიკარგავთ ხალისს და სტაფილოსავით გაგაყვითლებთ. სამაგიეროდ, თუ ზრდასრული და ჯანმრთელი ბრძანდებით, ასიდან 85-90 შემთხვევაში ეს შეხვედრა განკურნებით დასრულდება. სამწუხაროდ, დანარჩენი 10-15% არც ისე ცოტაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ – სადღეისოდ მსოფლიოში 350 მილიონი კაცი ქრონიკული B ჰეპატიტით არის ავად.

ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკულად მიიჩნევა, თუ იმუნურმა ძალებმა დასნებოვნებიდან 6 თვის შემდეგაც ვერ შეძლეს ორგანიზმიდან ვირუსის გაძევება. ამ დროს თვითგანკურნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, ანთებითი პროცესი უფრო და უფრო მეტ უჯრედს სპობს და ნაწიბუროვანი ქსოვილით ანაცვლებს, ნაწიბურს კი ღვიძლის ფუნქციების შესრულება არ შეუძლია და ადამიანიც ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს გარეშე რჩება.

თითქოს ციროზი არ კმაროდა – აღმოჩნდა, რომ ვირუსს ღვიძლის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაც შესძლებია. ასე რომ, გამორიცხული არ არის, კიბომ უფრო ადრე მოგვიღოს ბოლო. ფაქტობრივად, ასეთია ქრონიკული ჰეპატიტის საბოლოო შედეგი, თუ, რა თქმა უნდა, საამისოდ დრო ეყო – ამ პროცესს საშუალოდ 10-დან 50 წლამდე სჭირდება.

 

სად არის ჩასაფრებული

დამიანია. ორივე ვირუსის საყვარელი გარემო ბიოლოგიური სითხეებია: სისხლი, ლიმფა, სპერმა, საშოს სეკრეტი, ნერწყვიც კი, – თუმცა ამ უკანასკნელში მისი კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ ინფიცირებისთვის, როგორც წესი, არ კმარა.B და C ჰეპატიტების წყარო დაავადებული ა

ვირუსი ყველაზე ადვილად სისხლის მეშვეობით ვრცელდება, უმთავრესად – ზიარი შპრიცის გამოყენებისას. ამიტომაც ავადდებიან ნარკომანები ასე ხშირად. საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, ნარკოტიკებზე უარის თქმაა, მათ კი, ვინც ვერაფერით ელევა ამ დამღუპველ ჩვევას, შევახსენებთ, რომ ერთჯერადი შპრიცი საფრთხეს შეამცირებს, თუ, სახელის შესაბამისად, მხოლოდ ერთხელ გამოიყენებთ.

ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტა შესაძლოა სამე

დიცინო პერსონალის ინფიცირების მიზეზად იქცეს. გადაცემის კიდევ ერთი გზაა არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო თუ კოსმეტიკური იარაღების გამოყენება. მით უმეტეს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მიკროორგანიზმია: დუღილს რამდენიმე საათს უძლებს, 180°C-ზე კი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ კარგავს აქტივობას. C ასეთი გამძლეობით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ სიფრთხილეს მოადუნებთ, არც ის მოგერიდებათ.

სიფრთხილე ოჯახშიც საჭიროა. ჰეპატიტით დაავადებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მაკრატელი. ინფიცირებულ ქალებს სიფრთხილე მართებთ მენსტრუაციის დღეებში ჰიგიენური საფენებისა თუ ტამპონების გადაყრისას. უბრალო ნაკაწრიც კი ოჯახის ყველა წევრმა ბაქტერიციდული ნივთიერებით უნდა დაიმუშაოს და პლასტირი დაიკრას.

სქესობრივი კონტაქტიც B ჰეპატიტის დროს უფრო სახიფათოა, თანაც ქალები უფრო ადვილად ავადდებიან. C ჰეპატიტის დროს რისკი სულ 3-5%-ს თუ შეადგენს. მეუღლისგან ინფიცირების რისკი თანაცხოვრების ყოველ წელს იზრდება, თუმცა ყოველთვის იბადება კითხვა, სქესობრივი გზით მოხდა ეს თუ ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი წესების დარღვევის გამო.

მაშ ასე, B და C ჰეპატიტის ვირუსები გადაეცემა:

* წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინ

* ვირუსით ინფიცირებული სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმისას;ტრავენური მოხმარებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;

* ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;

* სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;

* ინტრავენური წამლის მომხმარებელთან სქესობრივი ურთიერთობისას, თუმცა სტაბილურ პარტნიორებს შორის რისკი შედარებით დაბალია.

* ვირუსი ასევე გადაეცემა დაავადებული დედისგან ნაყოფს ორსულობისა და მშობიარობის დროს (5-7%).

რისკფაქტორებს განეკუთვნება ჰემოდიალიზი, ტატუირება და სხეულის პირსინგი.

HCV-ს გადაცემის დამატებითი რისკფაქტორია იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა, რომელთა სისხლით დაბინძურების ალბათობა არსებობს: სამართებლით, კბილის ჯაგრისით და სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ ვირუსის გადაცემის გზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება!

 

თანმხლები სირთულეები

მწვავე ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს ავადმყოფთა უმეტესობას სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე აღენიშნება. გარდა ამისა, უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, უმადობას, დისკომფორტს მუცლის ღრუში, სიმძიმეს მარჯვენა ფერდქვეშ, ზოგჯერ – ტემპერატურის მატებას, შარდის გამუქებას, განავლის გაბაცებას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას. ჩივილები, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახლავს თან მწვავე C ჰეპატიტს, არის პროგრესირებადი საერთო სისუსტე და, შედარებით იშვიათად, უმადობა. მწვავე C ჰეპატიტის სიყვითლით მიმდინარე ფორმისას ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები უფრო ინტენსიურად არის გამოხატული.

ქრონიკული ჰეპატიტი შესაძლოა მიმდინარეობდეს ფარულად, პერიოდული გამწვავებით, ანდა განუწყვეტლივ პროგრესირებდეს. ლატენტური (ფარული) ფაზა შესაძლოა 15-20 წელიწადსაც კი გაგრძელდეს. ამ პერიოდში ინფიცირებული პრაქტიკულად ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს, კლინიკური მანიფესტაციის შემთხვევაში კი ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, წონის კლებას და სხვა.

დაავადება უმეტესად სიყვითლის გარეშე მიმდინარეობს. შესაძლოა, თან ახლდეს სუბფებრილიტეტი – სხეულის ტემპერატურის 37-38 0C-მდე მომატება.

ღვიძლში ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი, რაც ღვიძლის ქსოვილში დიდი რაოდენობით კოლაგენის ჩალაგებით და მისი ელასტიკურობის დაქვეითებით გამოიხატება, თუმცა ღვიძლის სტრუქტურა და ფუნქციები ძირითადად შენარჩუნებულია. პროგრესირებადი ფიბროზის ფონზე ავადმყოფთა 20-40%-ს ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ტერმინალური დაავადებები: ღვიძლის ციროზი, ღვიძლუჯრედული კიბო და ღვიძლის უკმარისობა.

ღვიძლის ციროზი ქრონიკული ჰეპატიტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ამ დროს დარღვეულია ღვიძლის სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები, რაც ღვიძლის უკმარისობის განვითარების წინაპირობაა.

ჰეპატოცელულარული კარცინომა, იგივე ღვიძლუჯრედოვანი კიბო, ღვიძლის უჯრედებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ათიდან რვა შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დავადებულებს ემარტებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, ღვიძლის ქრონიკული ანთების ფონზე ის ციროზის გარეშეც განვითარდეს.

ჰეპატოცელულარული კარცინომა სიხშირით მეხუთე ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის და სწრაფად პროგრესირებს.

B და C ჰეპატიტები გაცილებით სწრაფად პროგრესირებს იმუნოკომპრომეტირებულ (აივ ინფექცია`შიდსის მქონე) პირებთან. პროგრესირების ტემპი დამოკიდებულია ინფიცირების გზაზეც. მაგალითად, დაავადების სწრაფი პროგრესირება შეინიშნება პოსტტრანსფუზიული (სისხლის გადასხმის შედეგად) ინფიცირების შემთხვევაში.

ციროზის ჩამოყალიბებას განსაკუთრებით აჩქარებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის თანმხლები დაავადებები, სიმსუქნე. ცნობილია, რომ მამაკაცებთან დაავადება ქალებზე სწრაფად პროგრესირებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკიც – რაც უფრო ზრდასრულ ასაკში მოხდება ინფიცირება, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება.

 

ხსნა ვაქცინაშია?

სენის საბოლოო დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა მედიცინამ ორივე ვირუსთან მიმართებით უკვე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

B ჰეპატიტს შეგვიძლია ისევე ავუკრძალოთ ჩვენს სიახლოვეს გამოჩენა, როგორც თავის დროზე ყვავილის გამომწვევს ავუკრძალეთ: არსებობს ეფექტური ვაქცინა, ასე რომ, მედიცინის მუშაკებს და ინფიცირებულთა ოჯახის წევრებს იოლად შეუძლიათ თავის დაცვა. მეტიც: თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველი 12 საათის განმავლობაში აიცრა, დედა ინფიცირებულიც რომ იყოს, დაავადება მაინც არ ემუქრება, ამიტომ, იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ყველა ახალდაბადებულს სამშობიაროშივე ცრიან.

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ცდებს ნაყოფი ჯერჯერობით არ გამოუღია. სამაგიეროდ, მიაგნეს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის გასაადვილებლად ორგანიზმი ინტერფერონს გამოიმუშავებს. ეს ცილა ორგანიზმს გარედანაც შეგვიძლია მივაწოდოთ, თუმცა ის სწრაფად იშლება და ვირუსს საშუალება ეძლევა, დრო იხელთოს და გამრავლდეს, ამიტომ გენური ინჟინერიით მიიღეს ინტერფერონის გამძლე ფორმა – ნემსის კვირაში ერთხელ გაკეთების შემთხვევაში სისხლში მისი სტაბილური კონცენტრაცია იქმნება. ამას ემატება მეორე წამალი, რომელიც ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის და ინტერფერონს მოქმედებას უადვილებს. თუ მკურნალობა დიდხანს (ნახევარი ან ერთი წელი) გაგრძელდა, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია: ვირუსის I გენოტიპის შემთხვევაში განკურნების ალბათობა 60%-ს უდრის, II-სა და III-ს შემთხვევაში კი 80%-ს აღემატება. ვიმეორებთ: განკურნებას, ვირუსის ორგანიზმიდან სრულ გამოძევებას ვგულისხმობთ და არა გამრავლების შეწყვეტას ან არააქტიურ ფორმაში გადასვლას. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე თამამად აცხადებს, რომ C ჰეპატიტი იკურნება, თუმცა გააჩნია, რომელ სტადიაში დაიწყება მკურნალობა: რაც უფრო ცოტა ხანია, ვირუსის მასპინძელი ბრძანდებით, რაც უფრო ნაკლები ცვლილების გამოწვევა მოასწრო ღვიძლში მიკრობმა (ლაპარაკია წლებზე და არა დღეებზე ან თუნდაც კვირებზე), მით უფრო მეტია განკურნების შანსი.

 

მკურნალობა უკუნაჩვენებია დეკომპენსირებული ციროზის დროს, ასევე – ორსულებსა და ასაკოვან პაციენტებთან. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში. ამ დროს მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. მით უმეტეს, C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოსაყენებელ პრეპარატებს მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებს: დეპრესია და ქცევის ცვლილებები, უძილობა, სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ანემია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, წონის კლება, გამონაყარი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა...

 

ერთი დაავადების ისტორია

სახელწოდება: A ჰეპატიტი, იგივე ბოტკინის დაავადება

გამომწვევი: ვირუსი.

გადაცემის გზა: ფეკალურ-ორალური ან საყოფაცხოვრებო-კონტაქტური (ადამიანი ინფიცირდება იმ საკვების, წყლის ან ნივთების მეშვეობით, სადაც მანამდე ავადმყოფის ფეკალური მასა მოხვდა)

საყვარელი ასაკი: 1-14 წელი

საინკუბაციო პერიოდი: 15-50 დღე

სიმპტომები: სიცხე 38-39 გრადუსამდე, ზოგჯერ მეტადაც იწევს. ავადმყოფი უჩივის უმადობას, ძილიანობას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ. სიყვითლის გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე შარდი მუქდება. ამის შემდეგ ინფიცირებულს უყვი

თლდება სასა, სახე, სხეული, მოგვიანებით – კიდურები.

სიყვითლის გამოვლენისას განავალი ბაცდება, ავადმყოფის საერთო მდგომარეობა კი უმჯობესდება – უბრუნდება მადა და ხალისი.

A ჰეპატიტს ყოველთვის თან ახლავს ღვიძლის გადიდება, რასაც ექიმი ხელით გასინჯვისას იოლად გამოავლენს. დიდდება ელენთაც.

აღდგენის ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი 5-6 თვე გრძელდება. ამ დროს აღდგება დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, უპირველესად – ღვიძლისა.

იზოლაციის ხანგრძლივობა: ვირუსის გამოყოფას დაავადებული, ჩვეულებრივ, სიყვითლის პერიოდის დასაწყისისთვის წყვეტს და გადამდები აღარ არის, ამიტომ საკარანტინო ვადას ექიმი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ადგენს.

პრევენციის გზა: დაავადებულთან კონტაქტის თავიდან აცილება, ჰიგიენის წესების სრულყოფილი დაცვა

მოქმედების გეგმა: წოლითი რეჟიმი, დიეტა, სიმპტომური საშუალებები

 

ვინაიდან A ჰეპატიტი უპირატესად ბავშვობის ასაკში იჩენს თავს, მშობლებს ვთავაზობთ იმ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებმაც მათ ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე უნდა მიანიშნოს:

* ღებინება ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;

* უარი საკვებისა და სითხის მიღებაზე;

* კრუნჩხვა;

* სუნთქვის გახშირება და გაძნელება (სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სუნთქვის გახშირებად ითვლება წუთში 40-ზე მეტი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის – 30-ზე მეტი);

* ძილად მივარდნა და პასიურობა, კონტაქტზე უარის თქმა.

 

რა ხდება ღვიძლში

ღვიძლის ქსოვილს ვირუსებსა და ბაქტერიებთან ერთად ჭიაც ემტერება.

ალბათ გაგიგონიათ, რომ არსებობენ პარაზიტები, რომლებსაც ადამიანის ორგანოებში დაბუდება და გამრავლება უყვართ. ერთი მათგანი, რომელსაც ექინოკოკის სახელით ვიცნობთ, სწორედ ღვიძლის ქსოვილს ამჯობინებს და ექიმებს თავსატეხს უჩენს – სიმსივნური წარმონაქმნისგან მისი გარჩევა ყოველთვის არ არის ადვილი.

ექინოკოკი მოკრძალებული ზომის, სულ რამდენიმემილიმეტრიანი პარაზიტია, თუმცა მის მიერ გამოწვეულ დაავადებას მოკრძალებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მასპინძლები, ჩვეულებრივ, მგელი, მელა, ტურა და შინაური ძაღლი არიან. დაავადებული ცხოველი განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის ნაწილაკებსა და კვერცხებს, რომლებიც მიკროსკოპული ზომისაა და ნებისმიერ ზედაპირს შეიძლება მიეწებოს. თუ კვერცხი ადამიანს გადაეყლაპა, პარაზიტი განვითარებას უკვე მის ორგანიზმში დაიწყებს. ყველაზე ხშირად ის ღვიძლს ირჩევს, თუმცა სხვა შინაგან ორგანოებშიც შეიძლება დაიბუდოს. დაზიანებულ ორგანოში ყალიბდება სიმსივნისმაგვარი ცისტები (პარაზიტების თავებით სავსე ბუშტები), რომლებიც ნე-ნელა იზრდება და საკმაოდ დიდ მაჩვენებლებს აღწევს. განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებს ემუქრებათ ცხოველებთან თამაშის დროს – დაავადებულ ცხოველს ბეწვზე ხშირად აქვს მიკრული კვერცხები, ამიტომ მისი მოფერება და, მით უმეტეს, კოცნა ძალიან საშიშია.

გაითვალისწინეთ, ძაღლს არანაკლები მოვლა სჭირდება, ვიდრე ბავშვს. ის ყოველი გასეირნების შემდეგ უნდა დაბანოთ, 2-3 თვეში ერთხელ კი ვეტლაბორატორიაში წაიყვანოთ შესამოწმებლად და თუ საჭიროა, უმკურნალოთ. კიდევ ერთი პრობლემაა მაწანწალა ძაღლები, რომლებსაც ასევე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

 

ზედმეტი ცხიმი

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (მედიკოსები მას სტეატოჰეპატოზს უწოდებენ) უკანასკნელ ხანს მსოფლიოში ისე გახშირდა, რომ თამამად შეგვიძლია, მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადება ვუწოდოთ. ამ დროს ღვიძლის უჯრედებში, ჰეპატოციტებში, ჭარბად გროვდება ცხიმი.

სტეატოზი ხშირად ალკოჰოლის ზღვარგადასულ მოხმარებასთან ასოცირდება.

დაავადების მექანიზმი მარტივად ასე შეიძლება ავხსნათ: ღვიძლის უჯრედებში გროვდება ტრიგლიცერიდები და ცხიმის სხვა მოლეკულები, რაც ამ ორგანოს ფუნქციობას აფერხებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტეატოზს ერთი კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია – ის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს იჩენს თავს, ამიტომ გაცილებით უპრიანი იქნება, თუ უშუალო მიზეზებზე კი არა, არამედ განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ასეთი ფაქტორი კი უამრავია.

ღვიძლის სტეატოზი მდუმარე დაავადებაა. ის დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს. პაციენტს დაავადების თაობაზე ეჭვს არაფერი უჩენს, განსაკუთრებით – ადრეულ სტადიაში, როცა ციროზი გამოხატული არ არის და ღვიძლის ფუნქციაც მეტ-ნაკლებად კომპენსირებულია.

ცხიმოვანი ჰეპატოზისთვის უმთავრესად არასპეცი

ფიკური სიმპტომებია დამახასიათებელი: სისუსტე, ადინამია, მარჯვენა ფერდქვეშა არეში პერიოდულად სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება, შებერილობა, ნაწლავთა დისფუნქცია. ამ დროს ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ – ელენთაც. პროცესის პროგრესირებისას რამდენიმე წელიწადში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ციროზი შესაბამისი კლინიკური სიმპტომებით: უმადობით, წონის დაქვეითებით, სისხლძარღვთა გაგანიერებით, საყლაპავიდან სისხლდენით, კანისა და ლორწოვანის სიყვითლით, კანის ქავილით, ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით), ქვედა კიდურების შეშუპებით, მძიმე შემთხვევებში – ცნობიერების დარღვევით. ამერიკაში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზი, C ჰეპატიტისა და ალკოჰოლური ჰეპატოზის შემდეგ, ციროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ისიც სათქმელია, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს ციროზი ყოველთვის არ ვითარდება, – მედიცინაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტა და ღვიძლი ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას.

ღვიძლის სტეატოზის სპეციფიკური თერაპია არ არსებობს, მკურნალობა უმთავრესად რისკფაქტორების მოდიფიცირებას გულისხმობს. ჭარბი წონის არსებობისას აუცილებელია კვების მოწესრიგება, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში), ჰიპერგლიკემიისა და ლიპიდური სპექტრის რეგულირება.

 

დანაწიბურებული ღვიძლი

ციროზი შემაერთებელი ქსოვილის გამრავლებაა. ამ დროს ღვიძლის მუშა უჯრედებს დამხმარე უჯრედები ენაცვლება. წარმოიქმნება ნაწიბური, ისევე როგორც კანზე მძიმე დამწვრობის ან ღრმა ჭრილობის შეხორცების შემდეგ, თუმცა ის ღვიძლის ქსოვილს ვერ ცვლის – ვერ გამოიმუშავებს ცილებს, ვერ წმენდს სისხლს, ვერ ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლასა თუ საჭმლის მონელებაში, ვერ ინახავს ენერგიას…

ციროზს ხალხი სპირტიანი სასმელების ჭარბ მოხმარებას უკავშირებს და სავსებით სამართლიანადაც: ალკოჰოლის დაშლა სწორედ ღვიძლს ევალება, მისი გაუვნებლების პროცესში კი თავადაც ზიანდება. და მაინც, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს როდი ვიღებთ. გამოთვლილია, რომ იმ ადამიანთა მესამედს, ვინც 15 წლისა და უფრო მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე 200-450 გ მაგარ (ან ეკვივალენტური ოდენობის სუსტ) ალკოჰოლიან სასმელს იღებს, ციროზი ემართება, მესამედს – ცხიმოვანი ჰეპატოზი, დანარჩენებს ღვიძლი კი მხოლოდ უმნიშვნელოდ უზიანდებათ, თუმცა ციროზისგან არც ის არის დაზღვეული, ვინც ალკოჰოლს იშვიათად, მხოლოდ დღესასწაულებზე სვამს.

ქრონიკული ჰეპატიტი. ბევრს ჰგონია, რომ ღვიძლის ანთება ყოველთვის იწვევს მის ციროზულ გადაგვარებას. სინამდვილეში კი სტატისტიკა ასეთია: A და E ჰეპატიტები ყოველთვის მწვავედ მიმდინარეობს და არ ქრონიკულდება. მწვავე B ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა 5%-თან ვირუსული ინფექცია ქრონიკულ სახეს იღებს. მათ მცირე ნაწილს დროთა განმავლობაში ციროზი ემართება. მწვავე C ჰეპატიტი კი ასიდან 80 შემთხვევაში ქრონიკულ ფორმაში გადადის. ასეთ ავადმყოფთა მცირე ნაწილს (20-30%-ს) წლების შემდეგ ციროზი უყალიბდება.

აუტოიმუნური ჰეპატიტი. ამ დროს იმუნურ სისტემას საკუთარი უჯრედები უცხო ჰგონია და მათ ომს უცხადებს.

მემკვიდრეობითი დაავადებები. ზოგიერთი ასეთი პათოლოგია ამა თუ იმ მინერალის, მაგალითად, სპილენძის ან რკინის, სიჭარბეს და ღვიძლში დაგროვებას იწვევს.

ნაღვლის სადინარების შეგუბება. ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, ნაღვლის ბუშტის გავლით ნაწლავებში გადადის და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. ზოგიერთი დაავადება სადინარების ანთებას, დანაწიბურებას და დახშობას იწვევს, ღვიძლში ჩარჩენილი ნაღველი კი ამ ორგანოს კარგს არაფერს უქადის. ახალშობილებს ციროზი ზოგჯერ ბილიარული ატრეზიის – ნაღვლის სადინართა თანდაყოლილი დახშობის – შედეგად უყალიბდებათ.

ტოქსიკურ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი. ღვიძლი ალკოჰოლის, წამლებისა და სხვა ტოქსინების პირველი გამნეიტრალებელია. ზოგიერთ შხამთან, მაგალითად, დარიშხანთან კონტაქტი ან ზოგიერთ მედიკამენტზე ძლიერი რეაქცია ზოგჯერ ღვიძლის მძიმე დაზიანებას იწვევს.

ციროზის კიდევ ერთი მზაკვრული თვისება მრავალწლიანი უსიმპტომო მიმდინარეობაა. დაავადებულს შესაძლოა წლობით არაფერი აწუხებდეს. გავა ხანი და საცნაური გახდება ზოგადი ნიშნები: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, უმადის დაკარგვა, წონის უმიზეზო კლება. რაც უფრო მეტ ჰეპატოციტს კარგავს ღვიძლი, სიპტომებიც უფრო და უფრო მძიმდება და ბოლოს გართულებებიც იჩენს თავს.

ციროზის გართულებებია:

* კარის ვენის სისტემაში წნევის მომატება (პორტული ჰიპერტენზია). ნაწლავებიდან, ელენთიდან და კუჭქვეშა ჯირკვლიდან მთელი სისხლი ერთი დიდი სისხლძარღვით, ე. წ. კარის ვენით, ღვიძლში შედის. თუ ნაწიბუროვანმა ქსოვილმა ღვიძლში ნორმალურ ცირკულაციას ხელი შეუშალა, სისხლი გროვდება და ვენაში წნევის მომატებას იწვევს.

* ვენების გაფართოება (ვარიკოზი). როცა ჩვეულ გზაზე საცობია, სისხლი შემოვლით გზებს ეძებს და პოულობს კიდეც: კუჭსა და საყლაპავში, ხანდახან – ჭიპის ირგვლივ ან სწორ ნაწლავში. ამ სისხლძარღვებს თხელი კედელი აქვს და სისხლის აუტანელი წნევისგან უფრო ადვილად სკდება. ასე რომ, კუჭის ან საყლაპავის ვენებიდან სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენაც კი შეიძლება განვითარდეს.

* სითხის შეკავება. კარის ვენის სისტემაში წნევის მომატება, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ჰორმონებისა და მინერალების ცვლილებები შეშუპებას იწვევს. სითხე გროვდება ორგანიზმის ღრუებშიც (მაგალითად, მუცლის ღრუში). ამას ასციტი ეწოდება და, წესისამებრ, ციროზის შორს წასული ფორმის ნიშანია.

* სისხლჩაქცევები და სისხლდენები. სისხლის შედედებაში მონაწილე მრავალი ცილა ღვიძლში გამომუშავდება, ამიტომ ციროზის დროს თრომბის წარმოქმნა გაძნელებულია. იკლებს თრომბოციტების რაოდენობაც და მჟღავნდება სისხლდენისკენ მიდრეკილება.

* სიყვითლე. როცა ღვიძლი ბებერი ერითროციტების ნარჩენ ბილირუბინს ვეღარ გარდაქმნის, ეს პიგმენტი სისხლსა და ორგანიზმში გროვდება. სწორედ ის აყვითლებს კანსა და სკლერებს. იმავე მიზეზით შარდი მუქი ყავისფერი ხდება, განავალი კი პიგმენტის ნაკლებობის გამო, პირიქით, თიხისფერს იღებს.

* ქავილი. მას კანში დალექილი ნაღვლის მჟავები იწვევს.

* ღვიძლის კიბო. ციროზის დროს იზრდება ღვიძლის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარების რისკი.

* ღვიძლის უკმარისობა. როცა ჰეპატოციტების დიდი ნაწილი ზიანდება, ეს ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

* ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ციროზით დაზიანებულ ღვიძლს შხამებისგან ორგანიზმის გაწმენდა უჭირს. არ არის აუცილებელი, ტოქსინები იქ გარედან მოხვდნენ – “ადგილობრივი წარმოებისაც” უხვად მოგვეპოვება. თუნდაც ცილის დაშლის დროს წარმოქმნილი ამონიუმი, რომლის სიჭარბე ტვინს აზიანებს და ფსიქიკური მდგომარეობის, ქცევისა და პიროვნული თვისებების შეცვლას იწვევს. თავდაპირველად გულმავიწყობა, დაბნეულობა და გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება იჩენს თავს, შორს წასულ შემთხვევებში კი დელირიუმი (ცნობიერების აშლა ბოდვითა და ჰალუცინაციებით) და კომა.

* სუსტი ძვლები (ოსტეოპოროზი). ციროზის დროს D ვიტამინისა და კალციუმის ცვლაც ირღვევა, ორივე ეს ნივთიერება კი მეტად მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისა და სიჯანსაღისთვის, ამიტომაც ციროზს ხშირად მივყავართ ძვლების სისუსტემდე და სიმყიფემდე. ოსტეოპოროზის რისკის შემცირება კალციუმისა და D ვიტამინის მიღებითაა შესაძლებელი.

ციროზისგან თავი რომ დაიცვათ, ასე მოიქეცით:

. თუ ალკოჰოლს ვერ ელევით, ზომიერება მაინც ნუ გიღალატებთ: დღეში, მაქსიმუმ, 2 ჭიქა, 65 წლიდან კი – ნახევარი.


. იკვებეთ ჯანსაღად: მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, საღი მარცვლეული და ცილის წყარო – სოკო, პარკოსნები და მჭლე ხორცი, ცხიმიან და შემწვარ კერძებს კი ერიდეთ.

. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბმა ცხიმმა შესაძლოა ღვიძლი დააზიანოს. თუ ზედმეტი კილოგრამები დაგიგროვდათ, თანდათანობით და სამუდამოდ დაემშვიდობეთ.

. ქიმიკატებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ნამდვილად დაგჭირდებათ. ზედმიწევნით დაიცავით უსაფრთხოების წესები. ორგანიზმიდან ტოქსინების გამოტანა ღვიძლის მოვალეობაა; ეცადეთ, ამ მხრივ რაც შეიძლება ნაკლები საქმე გაუჩინოთ.

. ერიდეთ ჰეპატიტს. ზიარი შპრიცები და დაუცველი სქესობრივი კავშირები B და ჩ ვირუსებით ინფიცირების საფრთხეს საგრძნობლად ზრდის. თუ B ჰეპატიტი არ აგიცრიათ, აიცერით.

რამდენიმე მითი ციროზის შესახებ 

 

მითი I: არამსმელებს ციროზი არ ემართებათ.

სამწუხაროდ, არა. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ჰეპატიტმა, სანაღვლე გზების დაავადებებმა, ტოქსინებმა, მედიკამენტების ზედოზირებამ, ზოგიერთმა პარაზიტულმა თუ ინფექციურმა დაავადებამ (მაგალითად, ექინოკოკოზმა, ბრუცელოზმა, ტოქსოპლაზმამ). თუმცა ჩვენს სინამდვილეში ყველაზე აქტუალური მაინც ალკოჰოლი და ვირუსული ჰეპატიტებია. ასე რომ, ზომიერი სმასთან, ნარკოტიკებისა და შემთხვევითი კავშირებისთვის თავის არიდებასთან ერთად სისხლთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ ჰიგიენური პროცედურების დროს სტერილურობის დაცვაცაა საჭირო.

 

მითი II: ციროზი სასიკვდილო განაჩენია

სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი დამოკიდებულია ციროზის განვითარების მიზეზზე, დესტრუქციული ცვლელებების ხარისხზე, ჩატარებულ მკურნალობაზე და, რაღა თქმა უნდა, დაავადების სტადიაზეც – რაც უფრო ადრე მოხერხდება დიაგნოზის დასმა, მით უკეთესია პროგნოზი.

თუ ალკოჰოლური ციროზი ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეთ, ერთხელ და სამუდამოდ თქვით უარი სასმელზე და ექიმების სხვა რეკომენდაციებიც გაითვალისწინეთ, შეგიძლიათ, თითქმის დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ღვიძლი აღარასოდეს შეგახსენებთ თავს. თუ ციროზის მიზეზი ვირუსული ჰეპატიტია, თანამედროვე ანტივირუსულ მკურნალობას მისი შეჩერება და ხანგრძლივ რემისიაში გადაყვანა შეუძლია.

 

მითი III: წამალი აღმოჩენილია

სასწაულზე საუბარი ჯერ ნადრევია. არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აღადგენს. არსებობს ეფექტური მედიკამენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ახერხებს ამ ორგანოს ფუნქციის აღდგენას, მაგრამ აქაც ყველაფერი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ნებისმიერი მედიკამენტის მოქმედება განსაზღვრულ დონემდე დაზიანებული უჯრედებით

 შემოიფარგლება, გადაგვარებულ ქსოვილთან ვერც ერთი მათგანი ვერაფერს გააწყობს.

 

 

რატომ “არ გვყოფნის” ღვიძლი

 

ღვიძლის მწვავე უკმარისობის სინდრომი მაშინ იჩენ


ღვიძლის მწვავე უკმარისობა უმეტესად მწვავე B ან C ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ფორმის დროს ვითარდება, თუმცა ეს მისი ერთადერთი მიზეზი არ არის. ღვიძლის მწვავე უკმარისობას საკმაოდ ხშირად იწვევს აცეტამინოფენის ზედოზირება; იშვიათად გვხვდება სხვა ვირუსებით (ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ჰერპესვირუსი) გამოწვეული ჰეპატიტების შემთხვევაში და კიდევ უფრო იშვიათად – ღვიძლის ზოგიერთი უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების დროს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, ვილსონის დაავადება პირველად სწორედ ღვიძლის მწვავე უკმარისობით გამოვლინდეს.ს თავს, როდესაც ზიანდება პარენქიმის 80%-ზე მეტი და იწყება მასიური ნეკროზი. ამ დროს ღვიძლის სასიცოცხლო ფუნქციები მთლიანად ითრგუნება.

ღვიძლის მწვავე უკმარისობის ორი ძირითადი გამოხატულებაა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და სისხლის შედედების მოშლა (კოაგულოპათია). მძიმე შემთხვევებში ითრგუნება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების ფუნქცია, ვითარდება მძიმე მეტაბოლური დარღვევები, ინფექციისადმი მომატებული მიდრეკილება. თუმცა ღვიძლის უკმარისობა ხშირად ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებითაც იწყება, როგორებიცაა არამოტივირებული ძლიერი სისუსტე, ადინამია, დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება. სიყვითლის ფონზე თავს იჩენს დისპეფსიური დარღვევები – პროგრესირებადი ანორექსია (უმადობა), გულისრევა, განმეორებითი ღებინება, ბოყინი. ავადმყოფს ენა თეთრად აქვს შელესილი, პირში უჩნდება უსიამოვნო, მწარე გემო, უვარდება შემაწუხებელი და დამღლელი სლოკინი, უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმში, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშ. პირის ღრუდან ამოსდის თავისებური მოტკბო ან აშმორებული, აცეტონის, იშვიათად კი ღვიძლისმიერი სუნი, ტანჯავს დაუძლეველი თავის ტკივილი, ძლიერი ქავილის გამო კანზე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები უჩნდება. ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცხელება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა. სიყვითლე პროგრესირებს. 

ღვიძლი პატარავდება.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ნიშნები ცნობიერების მსუბუქი დარღვევიდან და დეზორიენტაციიდან კონვულსიებით მიმდინარე მძიმე კომამდე ვარირებს. ცნობიერების დარღვევის მაჩვენებლებსა და ნევროლოგიურ სიმპტომებზე დაყრდნობით ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას, ტრადიციისამებრ, ოთხ სტადიად ყოფენ. ყველაზე მძიმე მეოთხე სტადიაა.

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევით, რომელიც სისხლში ღვიძლის ფერმენტების შემცველობის ცვლილებას აჩვენებს. მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. აუცილებელია ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია (ვირუსული ჰეპატიტი

ს, ლეპ

ტოსპიროზისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს – ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების დროს – ტოქსიკოლოგიის ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში). ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ინტენსიური ღონისძიებებით სიცოცხლის შენარჩუნება კრიტიკული პერიოდის (რამდენიმე დღის) განმავლობაში. ამ ღონისძიებათა პარალელურად მკურნალობენ ძირითად დაავადებას.

 

საჭირო სინჯები

ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა, გლუტამინამინოტრანსფერაზა – ეს ის ნივთიერებებია, რომელთა დონე ღვიძლის დაავადებების დროს იცვლება და რომელთა მაჩვენებლებიც ღვიძლის ფუნქციის შეფასებაში ეხმარება ექიმს.


სასურველია, ეს მოხდეს დილით, უზმოზე. მანამდე, 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, ერიდოს ცხიმიან საკვებს, ფიზიკურ დატვირთვას. სისხლის აღება შესაძლებელია კლინიკაშიც და ბინაზეც. ანალიზის პასუხი იმავე დღეს ხდება ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ექსპრესდიაგნოსტიკაც, რომელიც სულ ერთ საათს მოითხოვს.ღვიძლს უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია აკისრია: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი (მათ შორის – საჭმლის მომნელებელი) ფერმენტების წარმოქმნა და სხვა, – ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამ ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად ტარდება ფუნქციური სინჯები.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, როგორც უკვე ვთქვით, მრავალ დაავადებას შეუძლია. ესენია ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები (სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტები), ღვიძლის ციროზი, სიმსივნური დაავადებები, სანაღვლე გზების პათოლოგიები (სანაღვლე გზების დახშობა – მექანიკური სიყვითლე), ორგანიზმის ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, სხვადასხვა მედიკამენტით, ტოქსინებით), ღვიძლის თანდაყოლილი დაავადებები და სხვა. ამ დაავადებებზე ეჭვი განსაზღვრული სიმპტომების საფუძველზე მიაქვთ. ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად მიიჩნევა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება, კანისა და ლორწოვანის სიყვითლეა. გარდა ამისა, გონივრული ეჭვის შემთხვევაში, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს ღებინების, ქავილის, სისუსტის, დაღლილობის შეგრძნების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების, შარდის გამუქების, განავლის ფერის შეცვლის (აქოლიური განავლის) დროს.

 

გააზიარე: