30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
30 წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის 5 ნომერში პატარა აფთიაქი გაიხსნა, რომელშიცთავდაპირველად მხოლოდ 22 დასახელების მედიკამენტები იყიდებოდა. სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო კომპანია „ავერსის“ სპირალური აღმასვლის ისტორია („ავერსი“ ლათინური სიტყვაა და სპირალურაღმასვლას ნიშნავს).
ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა.საქართველოში ის 350 აფთიაქს, საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალს“, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ აერთიანებს.
კომპანიაში 12000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებულიდა ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეს ყველაზე თანამედროვე სააფთიაქო ქსელია დაბალი ფასებით.
ავერსის აფთიაქებში დაგხვდებათ:
ერთ-ერთ ფილიალში უკვე ფუნქციობს სააფთიაქო რობოტიც, რომელიც ფარმაცევტის დამხმარის როლს ასრულებს. ის აგროვებს მედიკამენტებს და ზოგავს როგორც ფარმაცევტების, ისე მომხმარებლების დროს.
თავის დაბადების დღეს „ავერსი“ საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს შემდეგ აქციებს:
„ავერსის“ მთავარი ღირებულება ადამიანია და კომპანიის ყოველი ნაბიჯი მისი სიყვარულით არის შთაგონებული.
30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!