"ავერსის" აღმაშენებლის აფთიაქი, რომელიც 2003 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, ხანმოკლე სარემონტო სამუშაოების შემდეგ, დღეს სრულად მოდერნიზებული, თანამედროვე დიზაინის ინტერიერითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარსდგა მომხმარებლის წინაშე - განახლებული ფილიალის პრეზენტაცია 15 ნოემბერს "ავერსული" წვეულებით, უამრავი სიურპრიზითა და მომხმარებლებისთვის საგანგებოდ შერჩეული საჩუქრებით შედგა.
სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ პრესასთან საუბრისას მადლობა გადაუხადა "ავერსის" მომხმარებელს 30 წლიანი მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის და აღნიშნა, რომ განახლებულ აფთიაქში მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე გამრავალფეროვნდა ასორტიმენტი: აფთიაქში დაგხვდებათ ისეთი ცნობილი ბრედები, როგორიცაა "ვიში", "ავენე", "ნუქსი", "ტოპიკრემი", "ოლაპლექსი", "კერასტასი", "ლაროშე", "სერავე", "სოსკინი", "ურიაჟი", "ლიერაკი" და "ფირგა".
აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებლებს ელოდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები და საჩუქრები ყოველ შენაძენზე.