„ავერსი-რაციონალმა“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

„ავერსი-რაციონალმა“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

  • 2024-10-09

ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ სამედიცინო ცენტრ "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის"  წარმომადგენლებისთვის 8 ოქტომბერს სპეციალური გაცნობითი ტური გამართა. კლინიკის ხუთი დეპარტამენტიდან მოწვეულ სტუმრებს: ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, ფარმაცევტებსა და ექთნებს, - საწარმოს ხელმძღვანელები შეხვდნენ და ექსკურსია მოუწყვეს საწარმოო და სასაწყობე ზონებსა და ლაბორატორიაში.

ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნათელა ქარუხნიშვილმა, სტუმრებს საწარმოს დაფუძნების ისტორია და მიღწევები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა საწარმოში დანერგილ სტანდარტებსა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე, იმ საერთაშორისო თუ ნაციონალურ ჯილდოებზე, რომლებიც „ავერსი-რაციონალმა“ დაარსებიდან დღემდე მოიპოვა. პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ GMP EU, ISO 9001, ISO 17025, GMP EAEU, GMP GEO სტანდარტებით სერტიფიცირება, რომელსაც საწარმო რეგულარულად გადის, მისი პროდუქციის სანდოობასა და ხარისხზე მეტყველებს.

სტუმრებს დეტალურად გააცნეს ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობაც, რომელიც ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშია განთავსებული.

ექსკურსიის დასასრულს სტუმრებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ „ავერსი-რაციონალის“ უნაკლო ინფრასტრუქტურასა და წარმოების პროცესის უმაღლეს ხარისხზე ბევრი რამ ჰქონდათ გაგონილი, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ინფექციის კონტროლის სპეციალისტ მარიამ ნაცვლიშვილის თქმით, ექსკურსიამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სანამ პროდუქცია აფთიაქის თაროზე მოხვდება, უმკაცრეს  კონტროლსა და შემოწმებას გადის.

კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა ბიჭაშვილმა საწარმოს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობასა და რეაკრედიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ექსკურსიამ დაადასტურა, რომ ამ „ავერსი-რაციონალში“ ამ სტანდარტების მუდმივი დახვეწა და შენარჩუნება ხდება:

- კლინიკაში საჭიროებისამებრ ვიყენებთ „რაციონალის“ პროდუქციას. მოგეხსენებათ,  „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამიტომ პარტნიორების სანდოობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ჰოსპიტლის შესყიდვების დირექტორმა დიანა კოკაიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გაყიდული პროდუქციის ნიმუშები არქივში ინახება, რაც მწარმოებლები უმაღლეს პასუხისმგებლობას მოწმობს:

- საწარმოში უდიდესი შრომაა  ჩადებული. ასეთი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ რთულია. ამასთან, თითოეული თანამშრომელი რეგულარულად ესწრება ტრენინგებს და მუდმივად იმაღლებს ცოდნას, რათა სტანდარტებისადმი შესაბამისობა დაცული იყოს,  - აღნიშნა ქალბატონმა დიანამ.

„ავერსი-რაციონალი“ დღეს უკვე ორასზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ქართული ფარმაცევტული ბაზრის უდავო ლიდერია.

გააზიარე: