ულტრასონოგრაფიაზე მეტი ახალი შესაძლებლობებით თქვენს სამსახურში

გააზიარე:

მეცნიერები განუწყვეტლივ გვაოცებენ ახალ-ახალი მიღწევებით. მრავალმა იდეამ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფანტასტიკური გვეჩვენებოდა, ჩვენ თვალწინ შეისხა ხორცი. განსაკუთრებით დიდი წინსვლაა დიაგნოსტიკური საშუალებების სფეროში. დღეს თითქმის აღარ არსებობს დაავადება, რომლის ადრეული დიაგნოსტიკა შეუძლებელი იყოს, ამას კი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისთვის.

ელასტოგრაფია დიაგნოსტიკის ახალი მეთოდია, რომელიც სწორედ სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის განსაკუთრებით ინფორმაციული.

“ავერსის კლინიკა”, ტრადიციისამებრ, ცდილობს, ფეხი აუწყოს მედიცინის პროგრესს. მის ცენტრალურ ფილიალში უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციობს General Electrics-ის უახლესი, 2014 წლის ულტრასონოგრაფიის აპარატი VOLUSON E-6, რომელიც, სტანდარტულ ექოსკოპიასთან ერთად, დამატებითი, თანამედროვე ფუნქციებითაც არის აღჭურვილი. ერთი მათგანია ელასტოგრაფია. რას წარმოადგენს აღნიშნული მეთოდი და რა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია მას? ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკის ექიმი ედუარდ ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

 

– ჩვენს კლინიკაში სექტემბრიდან ფუნქციობს ულტრასონოგრაფიის ახალი აპარატი GE VOLUSON E-6, რომელიც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონის ექსპერტული კლასის აპარატია, სტანდარტულ რეჟიმებთან ერთად ბევრი სხვა სასარგებლო ფუნქციითაც არის აღჭურვილი. ერთი მათგანია ელასტოგრაფია. პაციენტს ჯერ სტანდარტულ რეჟიმში ვიკვლევთ, ხოლო თუ რაიმე კვანძი ან წარმონაქმნი აღმოვუჩინეთ, სურვილისამებრ, ვრთავთ ელასტოგრაფიის ფუნქციას. ელასტოგრაფია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ქსოვილთა სიმკვრივე სხვადასხვა ორგანოში. ამ რეჟიმის ჩართვის დროს გამოსაკვლევი ორგანოს ქსოვილები ეკრანზე სხვადასხვა ფერად იღებება. სწორედ ფერთა ეს პალიტრაა ქსოვილთა სიმკვრივის მაჩვენებელი: რაც უფრო ლურჯადაა შეფერილი კვანძი, მით უფრო მკვრივია იგი. მოგეხსენებათ, რაც უფრო მკვრივია კვანძი, მით უფრო უარესია მისი პროგნოზი ონკოლოგიური თვალსაზრისით.


–  რომელი ორგანოების გამოსაკვლევად გამოიყენება ელასტოგრაფია და რამდენად მგრძნობიარე მეთოდია იგი?

– ელასტოგრაფიას უმთავრესად ზედაპირული ორგანოების კვლევისთვის ვიყენებთ. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ფარისებრ და სარძევე ჯირკვლებში, ასევე სხვა კანქვეშა რბილ ქსოვილებში არსებული კვანძები და სიმსივნური წარმონაქმნები, ხოლო ინ

ტრავაგინალური გადამწოდით საშვილოსნოსა და საკვერცხეებსაც ვიკვლევთ. ეს მეთოდი რამდენიმე წელია დაინერგა. მანამდე მან უამრავი შემოწმება გაიარა ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში. დადგენილია, რომ სტანდარტულ რეჟიმებთან კომპლექსური კვლევისას მისი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა საშუალოდ 95%-ს უახლოვდება, რაც ძალზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საკმაოდ არის გავრცელებული სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ონკოლოგიური დაავადებები, ხოლო მათი დიაგნოსტიკა არცთუ დროულია. ხშირად მოდიან ახალგაზრდა ქალები სარძევე ჯირკვლის შორს წ

– რამდენად სპეციფიკური მეთოდია ელასტოგრაფია? ხომ არ არსებობს ცრუ დადებითი შედეგის საფრთხე?ასული ონკოლოგიური დაზიანებით, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო პრობლემის საწყის ეტაპზე აღმოჩენა და ნაკლებინვაზიური პროცედურებით შემოფარგვლა, ხოლო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისას – ოპერაციის ჩატარება მინიმალური მასშტაბით. ელასტოგრაფია დამატებითი საშუალებაა ავთვისებიანი პროცესის დროული და ზუსტი დიაგნოსტიკისთვის. როგორც ვიცი, ამგვარი გამოკვლევა საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, “ავერსის კლინიკაში” ტარდება. ჩვენ სექტემბრიდან აქტიურად ვიყენებთ კვლევის ამ მეთოდს და უკვე საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა. ელასტოგრაფია კვანძის ბუნების განსაზღვრაში გვეხმარება. მოგეხსენებათ, მხოლოდ ექოლოგიური ნიშნებით წარმონაქმნის ზუსტი ხასიათის დადგენა ძნელია. განსაზღვრული ექოლოგიური მახასიათებლებისა და საკუთარი საექიმო გამოცდილების საფუძველზე ვეჭვობთ, რომ კვანძი შესაძლოა იყოს ავთვისებიანი, თუმცა ასპროცენტიანი სიზუსტით ამის მტკიცება შეუძლებელია. აქამდე ამის გარკვევის ერთადერთი გზა ბიოფსია იყო. მოგეხსენებათ, ბიოფსია ინვაზიური და არცთუ სასიამოვნო პროცედურაა, ბევრი პაციენტი გაურბის მას და წლების განმავლობაში მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს. გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, როცა ბიოფსიის შემდეგ ექოლოგიური ნიშნებით “ცუდი” კვანძი სინამდვილეში კეთილთვისებიანი გამომდგარა და პირიქით – ერთი შეხედვით უწყინარ წარმონაქმნში ავთვისებიანი პროცესი აღმოგვიჩენია, ამიტომ აქამდე თავის დაზღვევის მიზნით ყველა ონკოლოგიურად საეჭვო კვანძის პუნქცია გვიწევდა. ელასტოგრაფიამ ამის საჭიროება მოსპო. თუ წარმონაქმნი ექოლოგიური ნიშნებით კეთილთვისებიანია და არც ელასტოგრაფიით არის მკვრივი, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ასე რომ, აღნიშნული მეთოდი თავიდან გვაცილებს ზედმეტ ბიოფსიას, ხოლო მაღალი სიმკვრივის კვანძის არსებობისას საშუალებას გვაძლევს, ეს პროცედურა მაქსიმალური სიზუსტით ჩავატაროთ ინტერესის ზონაში.

– როგორც უკვე გითხარით, ელასტოგრაფია საკმაოდ სპეციფიკური კვლევაა, მისი მაჩვენებელი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საშუალოდ 95%-ს შეადგენს. ზემოთ აღვნიშნე, რომ ელასტოგრაფიის რეჟიმის ჩართვის შემდეგ აპარატი ქსოვილებს სხვადასხვა ფერად აფერადებს: კვანძის ირგვლივ მდებარე, ინტაქტური ქსოვილი მწვანეა, ანუ შედარებით რბილი; შესაძლოა, მწვანედ გამოჩნდეს თავად კვანძიც. ამ შემთხვევაში საშიში არაფერია. მწვანესა და ლურჯს შორის გარდამავალი და ცისფერი ქსოვილის შედარებით მაღალ სიმკვრივეზე მიუთითებს, ხოლო თუ კვანძი მკაფიო ლურჯი ფერისაა, მაშასადამე, მკვრივია და, შესაბამისად, დიდია შანსი, ავთვისებიანი აღმოჩნდეს. ამგვარი წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტს ბიოფსიზე ვზგავნით, თანაც საქმის კურში ვაყენებთ და ვურჩევთ, აღნიშნული პროცედურა არ გადადოს.

ელასტოგრაფიის რეჟიმს სიმკვრივის შესაფასებლად სპეციალური სკალაც აქვს. მისი მეშვეობით აპარატს შეუძლია, ქსოვილის სიმკვრივის რიცხობრივი ანალიზი გააკეთოს. ჩვენ ვიღებთ ორ საკონტროლო სივრცეს: ერთს – ინტაქტურ, რბილ ქსოვილზე, ხოლო მეორეს – საეჭვო უბანზე. აპარატი გვიჩვენებს ელასტიკურობის კოეფიციენტს მითითებულ უბნებში. შედარებით მაღალი კოეფიციენტის მქონე უბანი უფრო საეჭვოდ მიიჩნევა. კვლევის შედეგების მიხედვით, – და ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილებითაც, – 1-დან 3-მდე ელასტიკურობის კოეფიციენტის მქონე ქსოვილი საშუალო სიმკვრივისაა, როცა კვანძის სიმკვრივე 6-7 ერთეულზე მაღალია, ის, წესისამებრ, ავთვისებიანია, 3-დან 5-მდე ელასტიკურობის კოეფიციენტის მქონე წარმონაქმნი კი საეჭვოდ ითვლება და რეკომენდებულია მისი ბიოფსია. თუმცა თუ კვანძი მის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე ორჯერ უფრო მკვრივია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად მალიგნიზებული (ავთვისებიანი) უნდა იყოს.

ელასტოგრაფიის რეჟიმი თავად ბიოფსიის პროცესშიც გვეხმარება. ზოგჯერ, მეტადრე მაშინ, როცა კვანძი დიდი ზომისაა, არ არის გამორიცხული ქსოვილის ასპირაცია იმ უბნიდან, რომელიც ამ ეტაპზე მაქსიმალურად არ არის დაზიანებული. ამ შემთხვევაში შესაძლოა, პასუხი შედარებით კარგი მივიღოთ, კვანძის სხვა უბანში კი ამ დროს ავთვისებიანი პროცესი – მალიგნიზაცია მიმდინარეობდეს. ელასტოგრაფია საშუალებას გვაძლევს, კონკრეტული კვანძის ყველაზე მკვრივი, პროგნოზულად სახიფათო უბანი დავაფიქსიროთ და იქიდან ავიღოთ ქსოვილი გამოსაკვლევად. ამით ცრუ პოზიტიური თუ ცრუ ნეგატიური შედეგი გამოირიცხება.

ელასტოგრაფიით კარგი მაჩვენებლების მიღების შემთხვევაში უკვე თამამად ვეუბნებით პაციენტს, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება და ვაძლევთ რეკომენდაციას მომავალი გეგმური მეთვალყურეობის თაობაზე. ასე ექიმის მიდგომაც უფრო მართებულია და პაციენტიც მეტადაა დაზღვეული.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების კიბოს დიაგნოსტიკაში ელასტოგრაფია დამატებითი და საკმაოდ ეფექტური იარაღია.

–  კიდევ რა დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი ულტრასონოგრაფიის ახალი აპარატი?

– გარდა ელასტოგრაფიისა, აპარატს რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი, მაგრამ გაუმჯობესებული ფუნქცია აქვს. ერთი მათგანია მოცულობითი 4D რეჟიმი, რომელიც უმთავრესად სამეანო კვლევის დროს გამოიყენება. საზოგადოდ, VOLUSON-ი ცნობილია თავისი უნიკალური გამოსახულებით სამეანო ულტრასონოგრაფიაში. დამატებითი ბონუსის – 4D რეჟიმის წყალობით ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ნაყოფის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული და ადვილად აღქმადი გამოსახულება, რაც განსაკუთრებით ახარებთ მშობლებს. ფერის, რეჟიმისა და განათების ცვლის შედეგად ნაყოფის ისეთი სურათის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება მაგნიტურ-რეზონანსური კვლევის დროს მიღებულ გამოსახულებას. 4D რეჟიმს დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც აქვს – განვითარების დეფექტების ადრეულ გამოვლენაში გვეხმარება. მისი მეშვეობით ვაფასებთ ნაყოფის რბილ ქსოვილებს, ხერ

ხემალს, შინაგან ორგანოებს. ის უფრო თვალნათლივ აჩენს ნაყოფის განვითარების ზოგიერთ მანკს, მაგალითად, ხერხემლის თანდაყოლილ პათოლოგიას – სპინა ბიფიდას. აქედან გამომდინარე, სამეანო კვლევაში მისი გამოყენება ოქროს სტანდარტია.

კიდევ ერთი – GE VOLUSON E-6 ექოსკოპი საკვერცხეებში არსებული ფოლიკულის უზუსტესი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. ამაში გვეხმარება მისი ვაგინალური გადამწოდი, რომელიც აღჭურვილია 4D რეჟიმით. იგი დამატებითი საშუალებაა საშვილოსნოს ღრუს სხვადასხვა წარმონაქმნის, მაგალითად, პოლიპის, დიაგნოსტიკისთვისაც. მოგეხსენებათ, უშვილობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფოლიკულური აპარატის ზუსტ შეფასებას, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დეტალურ მონაცემებს მოითხოვს. ახალი ფუნქციის წყალობით აპარატი თავად აფასებს საკვერცხეს, ასკანერებს მას და გვაწვდის ინფორმაციას მასში არსებული ფოლიკულების ზომის შესახებ საკვერცხის სამგანზომილებიან ფერად სურათთან ერთად. ამის წყალობით დროსაც ვზოგავთ და უფრო ზუსტ და დეტალურ ინფორმაციასაც ვაწვდით პაციენტს.

VOLUSON E-6-ის კიდევ ერთი ღირსება მაღალფუნქციური და მაღალსენსიტიური ანუ ძალიან მგრძნობიარე დოპლერია. მისი მეშვეობით უმცირესი ზომის სისხლძარღვების ვიზუალიზაციაც კი შესაძლებელია.

ამასთან, ვცდილობთ, გამოკვლევის ყველა ინოვაციური მეთოდი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პაციენტებისთვის, რათა მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღონ.

თამარ არქანია

 

გააზიარე: