ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:

“ნეტავი რას უხდება?” –  ხშირად გვებადება შეკითხვა, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს მივირთმევთ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რა რგებს ჩვენს ორგანიზმს.

. თვალებს – მოცვი. ეს კენკრა გაჯერებულია ბიოფლავინოიდებით, რომლებიც კაპილარების სტრუქტურის აღდგენაში მონაწილეობს. მოცვი – გაწურულიც, ცოცხალიც და გამომშრალიც – ხსნის თვალების დაღლილობას, აუმჯობესებს მხედველობას. ამბობენ, რომ თუ მის ახალგამოწურულ წვენს 
დავლევთ, მხედველობა ოთხიოდე საათის განმავლობაში ერთიორად უკეთესად დავინახავთ. ასე რომ, თუკი ამ საღამოს კომპიუტერთან ან საჭესთან ჯდომა გელით, წინასწარ მოცვის წვენით გაისველეთ პირი.
. ტვინს – გინკგო ბილობა. ამ მცენარის ექსტრაქტი იდეალური საშუალებაა თავის ტვინის მიკროცირკულაციის მოსაწესრიგებლად. შესამჩნევი ეფექტის მისაღწევად (მეხსიერების გაუმჯობესებას და აზრის მოკრებას ვგულისხმობთ) გინკგო ბილობას ექსტრაქტის მიღება სამი თვის განმავლობაში მოგიწევთ. 
. ტუჩებს – ბარამბო. ამ მცენარეს ჰერპესთან ბრძოლის უნიკალური თვისება აღმოაჩნდა. მცირე ხნის წინ ბულგარეთში კლინიკური კვლევა ჩაატარეს –  ყველას, ვისაც ტუჩზე ჰერპესის ბუშტუკი ეჯდა, ბარამბოს გამონაწური მისცეს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეორე დღეს ჰერპესის კვალიც კი გაქრა.
. ცხვირს – ჭინჭარი, თამბაქო და ინდური კუმინი. არომათერაპიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეთა ნარევი ადამიანს რინიტისგან (სურდოსგან) იცავს.
. გულს – ნიორი. ეს მძაფრსუნიანი ფიტოპროდუქტი უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად ჩვენი გულის სიჯანსაღეზეც ზრუნავს. ნიორი სისხლძარღვების მტრის, ცუდი ქოლესტეროლის, დონეს ამცირებს, ხოლო კარგის მომატებაში აქტიურად მონაწილეობს.
. კუჭს – ჯანჯაფილი (კოჭა). ეს მცენარე სასარგებლოა გულისრევისა და პირღებინების, მეტეორიზმის დროს. აშშ-ის ზოგიერთ საავადმყოფოში კუჭის პრობლემებისგან თავის დასაზღვევად თითქმის ყველა ახალნაოპერაციევს ჯანჯაფილის წვენს ასმევენ.
. ფილტვებს – შტოში. მისი წვენი არა მარტო თირკმელებსა და შარდგამომყოფ გზებს რგებს, არამედ, როგორც ბაქტერიებთან აქტიურად მებრძოლი საშუალება, მეტად ეფექტურია პნევმონიის დროსაც. ამბობენ, ბაქტერიულ ოტიტსაც (შუა ყურის ანთებას) კურნავსო.
. კანს – გრეიპფრუტის თესლი. ის ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა და კანის ჩირქოვანი გამონაყარისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. გრეიპფრუტის თესლი კარგია არა მხოლოდ კანის, არამედ ლორწოვანი გარსების სამკურნალოდაც, ამიტომ მას ხშირად უმატებენ კბილის პასტებსა და პირის ღრუს სავლებ საშუალებებს.
. კუნთებს – მწვანე ჩაი. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, მწვანე ჩაის შესწევს უნარი, შეაჩეროს კუნთოვან ქსოვილში მიმდინარე მავნე ჟანგვითი პროცესები. ასე რომ, როგორც ჩანს, კუნთების ტკივილის დროს მწვანე ჩაის დალევა საუკეთესო გამოსავალია

გააზიარე: