შეინარჩუნეთ სიმშვიდე

გააზიარე:

ამაში მცენარეები დაგვეხმარებიან. ზოგიერთ მათგანს დასამშვიდებლად, სტრესებსა და უძილობასთან საბრძოლველად უკვე საუკუნეებია იყენებენ.
მოდი, გავეცნოთ მცენარეებს და მათგან იმ სამკურნალო ნაყენების დამზადების ხერხებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

კატაბალახა: აიღეთ მცენარის 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 100 მლ ცივი წყალი, ადუღეთ წყლის ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში და 
გაფილტრეთ.  სვით 1 ს.კ. 2-3-ჯერ დღეში.
ან: მცენარის დაფხვნილი თესლი დააყენეთ 70%-იან სპირტზე თანაფარდობით 1:10. სამი დღით დადგით სიბნელეში. სვით 30 წვეთი დღეში სამჯერ. თუ უძილობამ მეტისმეტად შეგაწუხათ, 40-45 წვეთის მიღებაც შეგიძლიათ.

სვიის გირჩა: 15 გრამს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ წყლის ორთქლზე 10-15 წუთის განმავლობაში, ნახარში გააგრილეთ, გაფილტრეთ და სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ ― დილით, შუადღისას და ძილის წინ.

მელისა:
 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, 10-15 წუთს ადუღეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი.
ან: აიღეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ლავანდა: უძილობისას მეტად ეფექტურია საფეთქლების ლავანდის ზეთით დაზელა. შეგიძლიათ, 3-5 წვეთი ლავანდის ნაყენი შაქრის ნატეხზე ან 1 ჩ.კ. შაქარზე დააწვეთოთ და ძილის წინ წუწნოთ.

დამშვიდებაში დაგეხმარებათ შემდეგი ნაყენებიც:
. აიღეთ 50 გ პიტნის ფოთოლი, დაასხით 500 მლ ცხელი წყალი, დააყენეთ თერმოსში 12 საათის განმავლობაში. სვით ჭიქის მეოთხედი ყოველი ჭამის შემდეგ.
. 1 ს.კ. კრაზანას ფოთოლსა და ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე. დააყენეთ 2-3 საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 
. 2 ს.კ. ცაცხვის ყვავილს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ. არ არის რეკომენდებული ნაყენის 2-3 კვირაზე მეტხანს მიღება.

გააზიარე: