როცა სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნოა

გააზიარე:

ოცესია. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ სტომატოლოგთან, ბორმანქანის უსიამოვნო ხმა ალბათ ახლაც ჩაგესმით ყურში. თუმცა თბილისში არის კლინიკა, სადაც შეგიძლიათ, სტომატოლოგიური მკურნალობა უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე, თანაც ხარისხიანად და საკმაოდ მისაღებ ფასად ჩაიტაროთ. ასეთ მომსახურებას “ავერსის კლინიკის” თბილისის ცენტრალური ფილიალი გვთავაზობს.
იმის შესახებ, რომელი სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი “ავერსის კლინიკაში” და რით განსხვავდება იგი სხვა სტომატოლოგიური კლინიკებისგან, “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გოგი ყიფიანი გვესაუბრა.

– ბატონო გოგი, რომელი სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება შეიძლება “ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში?
– “ავერსის” ცენტრალური კლინიკის სტომატოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, დაწყებული სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკით, ქირურგიული სტომატოლოგიით დასრულებული. უახლოეს მომავალში იგეგმება იმპლანტაციები და ოპერაციული ჩარევები ყბის ძვლებზე უაღრესად თანამედროვე ნავიგაციური მეთოდების გამოყენებით. უნდა ითქვას, რომ ულტრაბგერითი ქირურგიული აპარატურის გამოყენება ყბა-სახის მიდამოს პათოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ სიახლეა არა მარტო დსთ-ის ქვეყნების, არამედ ამერიკისა და ევროპის სტომატოლოგიური წრეებისთვისაც. საზოგადოდ, ჩვენს კლინიკაში ყოველგვარი სტომატოლოგიური პროცედურა მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი ყველაზე თანამედროვე მეთოდებით ტარდება.
კლინიკურ სტომატოლოგიაში განხორციელებად სამედიცინო ღონისძიებებს შორის ყველაზე ხშირი კბილების დაბჟენაა. სტომატოლოგიური მასალები,  რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, მაღალი ბიოთავსებადობით, უსაფრთხოებით და კლინიკური ეფექტურობით გამოირჩევა. ეს მასალები და მათი გამოყენების მეთოდიკები მაღალრეიტინგულია არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკაშიც.
მინდა, ორიოდე სიტყვით კბილების გათეთრების პროცედურასაც შევეხო. ამერიკაში მიღებული უახლესი მონაცემები ადასტურებს, რომ ეს პროცედურა სრულიად უსაფრთხოა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც გაიგონებთ მსჯელობას გათეთრების უარყოფით მხარეებზე. გარწმუნებთ, ჩვენთან კბილის გათეთრება სრულიად უვნებლად და მაღალ დონეზე ტარდება.
მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების გასწორება მხოლოდ ბავშვობაშია შესაძლებელი. ეს ასე არ არის – თანკბილვის კორექცია მოწიფულ ასაკშიც შეიძლება. განსხვავება ის არის, რომ ამ ასაკში შედეგის ფიქსაციას გაცილებით მეტი ხანი სჭირდება.
თანკბილვის საკორექციოდ ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ისე მოუხსნელ აპარატებს. მოსახსნელ აპარატებად ითვლება ფირფიტები, მოუხსნელებად კი ბრეკეტები. ყოველი ასაკისთვის არსებობს მკურნალობის სათანადო გეგმა. 6-დან 10 წლამდე, როდესაც ხდება მუდმივი კბილების ამოჭრა და მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მოსახსნელ აპარატებს ვიყენებთ, 11-12 წლიდან კი ბრეკეტებს.
უაღრესად მრავალფეროვანია “ავერსის კლინიკის” მომსახურება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში. პაციენტებს ვთავაზობთ არა მარტო ტრადიციულ ლითონკერამიკულ, არამედ ულითონოკერამიკულ გვირგვინებსა და ხიდებსაც, რომელთა ოპტიკური მახასიათებლები – შუქგარდატეხა, გამჭვირვალობა, არეკვლის უნარი – პრაქტიკულად უტოლდება ბუნებრივი კბილის მახასიათებლებს და, ამის კვალობაზე, უნაკლო ესთეტიკური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას გვაძლევს.
ფართოა ფირფიტოვანი პროთეზების არჩევანიც. ჩვენ შეგვიძლია, ისინი დავამზადებინოთ როგორც კლასიკური პოლიმერიზაციის წესით, ასევე უახლესი 
თერმოინექციური მეთოდით, შეგვიძლია, პროთეზებში ტრადიციული ლითონის კლამერის ნაცვლად გამოვიყენოთ დენტალ D სისტემა, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს პროთეზის როგორც ფიზიკურ, ისე ესთეტიკურ მახასიათებლებს.
– ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, რა აპარატურით არის აღჭურვილი “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური განყოფილება.
– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური განყოფილება ფეხდაფეხ მიჰყვება სტომატოლოგიაში ციფრული ტექნოლოგიების ევოლუციურ განვითარებას. ჩვენი განყოფილების ყველა კაბინეტი აღჭურვილია ”ავერსის” ლოკალურ ქსელსა და ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერებით; კლინიკის მართვის კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სამედიცინო ხასიათის მონაცემების დამუშავება და მყისიერი გადაცემა ”ავერსის კლინიკის” სხვა სამედიცინო ცენტრებში – მარნეულში, რუსთავსა თუ ლანჩხუთში; რაც მთავარია,  სტომატოლოგიურ განყოფილებაში ფუნქციონირებს უმაღლესი ხარისხის აპარატურით აღჭურვილი ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკის კაბინეტი. დოქტორ სუნის გაძლიერებული რადიოვიზიოგრაფიული სისტემა (აშშ) გვაძლევს სწრაფი და მარტივი მუშაობის საშუალებას, მაღალეფექტურია ერგონომიულად და ფუნქციურად და უსაფრთხოა გარემოსთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პაციენტებისთვისაც უსაფრთხოა. ამ რადიოვიზიოგრაფიული სისტემის წარმატებული მუშაობის საფუძველია ცნობილი იაპონური მწარმოებლის Belmont-ის რენტგენის აპარატის უახლოესი მოდელი Phot XII.
ცალკე აღნიშვნის ღირსია იაპონური კორპორაცია J.MORITA corp-ის ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტი Verview IC5  – ციფრული ორთოპანტომოგრაფი. მსოფლიოში ყველაზე სწრაფი (5,5 წმ) პანორამული რადიოვიზიოგრაფიული სისტემა DDAE და AIE პროგრამული უზრუნველყოფით ნათელსა და სრულყოფილს ხდის პანორამულ გამოსახულებას, მარტივი და უბრალო ოპერაციული სისტემა საგრძნობლად ამარტივებს საკმაოდ რთულ სამედიცინო აპარატთან მუშაობის პროცესს. ანალოგებთან შედარებით 50%-ით ნაკლები გამოსხივება გამოკვლევას პაციენტებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც სრულიად უსაფრთხოს ხდის. პროგრამა იძლევა მონიტორზე არსებული გამოსახულების შენახვისა და გადაცემის საშუალებას, ასე რომ, შეგვიძლია, პაციენტებს სურვილის შემთხვევაში CD-ზე ჩაწერილი პანორამული სურათი გადავცეთ.
”ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიურ კაბინეტებში დგას თანამედროვე კლინიკური სტომატოლოგიისთვის საჭირო ყველა აპარატი. ბორმანქანებზე დამონტაჟებული მონიტორები ინტრაორალური კამერის საშუალებით კბილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერების საშუალებას იძლევა. მონიტორზე გამოტანილი კბილების გადიდებული გამოსახულება პაციენტებს მკურნალობის საუკეთესო მოტივაციას უქმნის. ამავე დროს, მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ დიაგნოზის დეტალებს და ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ჩატარებული მკურნალობის შეფასებაში.
ესთეტიკურ სტომატოლოგიაში უნაკლო რესტავრაციების შექმნის საშუალებას გვაძლევს დიოდური ჰელიონათურები, კლინიკურ პაროდონტოლოგიაში სამუშაოდ გვაქვს ულტრაბგერითი სკალერები და Air Flow-ს აპარატები, ენდოდონტიაში სამუშაოდ – თანამედროვე აპექსლოკატორი, ენდომოტორი (არხის დამუშავების K3 სისტემა (Kerr), ცხელი გუტაპერჩის ღუმელი და სხვა.
Acteon ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია) უახლესი მოდელი, იმპლანტ-ცენტრი, გახლავთ უნიკალური თანამედროვე აპარატი კლინიკური სტომატოლოგიისთვის. გარდა იმპლანტაციისა, მისი გამოყენება შესაძლებელია ძვლოვანი ქსოვილის ულტრაბგერით დამუშავების პროცესში: კბილის ექსტრაქციის, ფესვის მწვერვალის რეზექციის, პრეიმპლანტოლოგიურ ქირურგიაში – ზედა ყბის წიაღის ქვედა კედლის აწევის, ოსტეოტომიის, ძვლის მოცულობის გაზრდის (ძვლის გახლეჩის) დროს... Piezotom-ის საშუალებით აღნიშნული მანიპულაციები ტარდება მინიმალურად ინვაზიურად, ყბის ძვლის მაქსიმალური დაზოგვით. აპარატის გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში ექვსჯერ ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, აჩქარებს შეხორცებას.
– კბილის ექიმთან ვიზიტს  ბევრი შიშის გამო არიდებს თავს. რამდენად უმტკივნეულოა ჩამოთვლილი აპარატურით მკურნალობა? რომელ საანესთეზიო საშუალებებს იყენებთ?
– თანამედროვე კლინიკურ სტომატოლოგიაში ტკივილის პრობლემა პრაქტიკულად აღმოფხვრილია. თანამედროვე ანესთეტიკები, რომლებსაც სტომატოლოგიური პროცედურების დროს იყენებენ, უსაფრთხო და საიმედო ანესთეზიის გარანტიას იძლევა. გამონაკლისი არც ”ავერსის კლინიკაა”, სადაც როგორც ანესთეტიკის, ისე ანესთეზიის მეთოდის შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი სტომატოლოგიური განყოფილება პაციენტებს კიდევ ერთ წინადადებას სთავაზობს: კბილების ექსტრაქციას ზოგადი გაუტკივარებით. ამისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის აპარატურა და მაღალკვალიფიციური ანესთეზიოლოგის დახმარება. სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში, თუ არ ჩავთვლით თბილისის სტაციონარების ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებებს, ეს მომსახურეობა პრაქტიკულად არ გვხვდება. ამ სერვისით უკვე ისარგებლა რამდენიმე პაციენტმა, რომელთაც არ დაუმალავთ მადლიერება ჩვენ მიერ ამ მომსახურეობის გაწევის გამო.
– გყავთ თუ არა ბავშვთა სტომატოლოგები?
– მრავალ სტომატოლოგიურ კლინიკას თავისი მომსახურების ჩამონათვალში ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისი კომერციული მოსაზრებით არ შეაქვს. ”ავერსის კლინიკა” ამ შემთხვევაშიც სასიამოვნო გამონაკლისია. ჩვენს სტომატოლოგიურ განყოფილებაში პატარა პაციენტებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი: ბავშვებისთვის რეკომენდებული სტომატოლოგიური მასალები და ინსტრუმენტები, გასართობი ოთახი... მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საუკეთესოდ ფლობენ ბავშვებთან ფსიქოლოგიური ურთიერთობის ნიუანსებს და ბავშვთა სტომატოლოგიაში რეკომენდებულ მკურნალობის მეთოდებს.
– როგორია თქვენთან მკურნალობის ღირებულება?
– საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობამ მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას პრიორიტეტი ხელმისაწვდომობას მიანიჭა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ავერსის კლინიკაში“ სტომატოლოგიური მომსახურების ფასი პაციენტებისთვის სავსებით მისაღებია. თბილისში გაჭირდება მაღალი რანგის სტომატოლოგიური კლინიკის პოვნა, სადაც მომსახურების ფასები ჩვენზე დაბალია. მაგალითად, კბილის კარიესის დაბჟენა მინაიონომერული ცემენტით “კეტაკ მოლარი“ (3M Espe, გერმანია) 30 ლარი ღირს, კბილების დაბჟენა ორმოკერით “ადმირა“ (Voco, გერმანია) – 48 ლარი, სხივგამყარებადი კომპოზიციური საბჟენი მასალისგან დამზადებული პირდაპირი ვინირი 65 ლარი ღირს, ერთფესვიანი კბილის ენდოდონტიური მკურნალობა – 30 ლარი, მრავალფესვიანისა – 45 ლარი, კბილების გასწორება ერთ ყბაზე ამერიკული ბრეკეტსისტემით (Ormco)– 625 ლარი, კბილების პროთეზირება ლითონკერამიკის გვირგვინით (Vita, გერმანია) – 150 ლარი, ყბის მცირე ზომის კისტების ქირურგიული მკურნალობა – 130 ლარი, დიგიტალური ორთოპანტომოგრაფიული გამოკვლევა – 25 ლარი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: “ავერსის კლინიკის“ სტომატოლოგიური სამსახურის მუშაობა პაციენტზეა ორიენტირებული. გარდა ხელმისაწვდომი ფასებისა, ჩვენთან შესაძლებელია მომსახურების საფასურის გადახდა სადაზღვევო ბარათით. “ავერსის კლინიკა“ საქართველოში არსებული ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია. პაციენტზეა მორგებული სამუშაო დროც: ორშათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00 საათამდე, შაბათ-კვირას – 10:00-დან 19:00 საათმდე. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა პაციენტებს “ავერსის“ ბრენდის მიმართ ნდობა უფრო მეტად განვუმტკიცოთ.

გააზიარე: