ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra)
გააზიარე:
მრავალი საუკუნეა, იაპონელები ძირტკბილას ფესვებს ანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მცენარე სამკურნალო თვისებებით ოდნავაც არ ჩამოუვარდება ჩინელების სათაყვანებელ ჟენშენს.
სამკურნალოდ უმთავრესად ძირტკბილას ფესვებს იყენებენ. მათი ამოთხრა და მოგროვება მარტსა და ა
პრილშია სასურველი. გაითვალისწინეთ: გამოყენებამდე ფესვი უნდა გაფცქვნათ.
ძირტკბილას ფესვებში უხვად არის საპონინი, რამდენიმე სახის ფლავონოიდი, სახამებელი, საქაროზა, გლუკოზა, ლორწოვანი ნივთიერება, ასკორბინის მჟავა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ძირტკბილა შეიცავს საპონინის ნაირსახეობას, რომელიც სტრუქტურით ძალიან ჰგავს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონ კორტიზოლს. სწორედ ამ თვისების გამოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ძირტკბილასგან დამზადებულ პრეპარატებს აქტიურად იყენებენ წყლისა და მინერალური ცვლის მოშლილობის სამკურნალოდ.
ფლავონოიდების შემცველობის წყალობით ძირტკბილა ავლენს სპაზმის მომხსნელ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელ ეფექტს.
ძირტკბილას აქვს საფაღარათო, ანტიჰემოროიდული (ბუასილის საწინააღმდეგო), შარდმდენი და ამოსახველებელი თვისებებიც.
ჩინეთში ძირტკბილას ნაყენებითა და ნახარშებით მკურნალობენ კუჭის წყლულს, ბრონქიტს, შეკრულობას. მასვე, როგორც გარეგან საშუალებას, იყენებენ ეგზემის სამკურნალოდაც.
საფრანგეთში რევმატიზმის, ბრონქიტისა და ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ძირტკბილას ფესვების სიროპს.
პოლონურ და ავსტრიულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ძირტკბილას ფესვები უებარია კუჭის სხვადასხვა დაავადების, ხველების დროს. გამოიყენება შარდმდენ საშუალებადაც.
დაიხსომეთ: ძირტკბილას ნახარშისა და ნაყენის მიღება ორსულისთვის მიზანშეწონილი არ არის.
სამკურნალო ნაყენები და ნახარშები ასე მოამზადეთ:
. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ ბრონქიტის, ცისტიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
. 15 გრამ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, შეფუთეთ, დადგით ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ როგორც სუსტი საფაღარათო საშუალება, თითო სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ შეკრულობის დროს. ამ ნახარშს აქვს ამოსახველებელი ეფექტიც.
. აიღეთ 20 გრამი ძირტკბილას ფესვი და 5 გრამი კამის თესლი. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე და რამდენიმე საათით დააყენეთ. მიიღეთ როგორც საფაღარათო საშუალება, ნახევარი ჭიქა ყოველი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
. 10 გრამ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვსა და 6 გრამ ფორთოხლის ქერქს დაასხით 100 მლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაამატეთ 60 გ თაფლი. ეს ულუფა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ჯერად. კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
. აიღეთ 4 ს.კ. დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვი, 4 ს.კ. ჭადრის ფოთოლი, 3 ს.კ. ია (ღერო), 3 ს.კ. ბაბუაწვერას ფესვი, 2 ს.კ. ალთეს ფესვი. 2 ს.კ. ნარევსს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 2 საათი დააყენეთ. სვით მცირე ულუფობით მთელი დღის განმავლობაში ქრონიკული ტონზილიტის დროს.