MRI, CT თუ რენტგენი - რომელი კვლევა რისთვის გვჭირდება ?
გააზიარე:
[დასპონსორებული კონტენტი]
როდესაც ექიმი კვლევას ნიშნავს, მისი არჩევანი შემთხვევითი არ არის. კვლევის ყოველი მეთოდი სხვადასხვა კითხვას პასუხობს და სხვადასხვა ორგანოსა თუ პრობლემის შესაფასებლად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ კვლევის „უკეთესი“ და „უარესი“ მეთოდები არ არსებობს, კარგია ის, რომელიც განსაზღვრულ პირობებში ყველაზე ინფორმაციულია.
გულმკერდის ღრუს მდგომარეობის შესაფასებლად ხშირად პირველი საფეხურია რენტგენი. ის შეიძლება დაინიშნოს მოტეხილობის, ტრავმის, ტკივილის ან ფილტვის შესაძლო ცვლილებების დროს. კვლევა სწრაფია და ხშირად საკმარის ინფორმაციას იძლევა პირველადი შეფასებისთვის.
CT (კატე), ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია, სხეულს შრეებად აჩვენებს და უფრო დეტალურ სურათს წარმოადგენს. ის გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა სწრაფად შეფასდეს ტრავმა, ფილტვი, მუცლის ღრუს ორგანოები, სისხლძარღვები ან სხეულის სხვა ნაწილების მდგომარეობა.
MRI ( მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ) განსაკუთრებით ინფორმაციულია თავის ტვინის, ხერხემლის, სახსრების, იოგების, კუნთებისა და სხვა რბილი ქსოვილების შესასწავლად. კვლევა არ არის დაკავშირებული რადიაციულ დასხივებასთან და უმეტესად ინიშნება მაშინ, როცა საჭიროა ზუსტი და დეტალური გამოსახულების მიღება.
ზოგ შემთხვევაში CT ან MRI კონტრასტული ნივთიერებით ტარდება, რათა ექიმმა უკეთ დაინახოს სისხლძარღვები, ანთება ან წარმონაქმნი.
კვლევის ტიპს ექიმი პაციენტის ჩივილების, მდგომარეობისა და სამედიცინო ისტორიის მიხედვით არჩევს. თვითნებურად ნუ შეარჩევთ კვლევის მეთოდს.
“ავერსის კლინიკაში” მუდმივად ეცნობიან დიაგნოსტიკის ახალ შესაძლებლობებს და ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ახალი თაობის აპარატურა, ინდივიდუალურად შერჩეული პროტოკოლები და პროფესიონალი გუნდი ხელს უწყობს ზუსტი პასუხის მიღებას, კვლევის დროის შემცირებას, დასხივების ოპტიმიზაციასა და პაციენტის კომფორტს.
სწორად შერჩეული კვლევა ექიმს ეხმარება დროულად დაადგინოს მიზეზი და დაგეგმოს შესაბამისი მკურნალობა.











