კანის კარტოგრაფია - როგორ მუშაობს FotoFinder და ვისთვის არის საჭირო
გააზიარე:
[დასპონსორებული კონტენტი]
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა FotoFinder -ის აპარატმა გაანრავალფეროვნა ციფრული დერმატოსკოპია და კიდევ უფრო აამაღლა მომსახურების ხარისხი.
" ავერსის კლინიკის " დერმატოლოგიურ განყოფილებაში უკვე შესაძლებელია მთელი სხეულის კარტოგრაფირება - რუქის შექმნა (ATBM - AI-powered automated total body mapping) - FotoFinder -ის ტექნოლოგიით აღჭურვილი უახლესი აპარატით:
✦ ახალწარმონაქმნების ანალიზისთვის;
✦ კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენის, დიფერენცირებისა და მონიტორინგისთვის.
კანის ზედაპირის ფოტოდოკუმენტირება
მთელი სხეულის რუქის შექმნისას კომპიუტერისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება ე.წ. დერმატოლოგიური ფოტოგრაფირება, რომლის დროსაც ფოტოფაინდერის სისტემა იღებს კანის ზედაპირის სურათებს პაციენტის სხეულის თითქმის ყველა უბანზე.
ფოტოებზე აღიბეჭდება და ინახება კანის ზედაპირზე ლოკალიზებული ყველა ახალწარმონაქმნი, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, განახორციელოს მათი მუდმივი ციფრული მონიტორინგი.
კანის რუქა
ფოტოფაინდერი პაციენტს უღებს 16 ფოტოს 4 სხვადასხვა პოზიციაში, რის შედეგადაც იქმნება კანის ინდივიდუალური რუქა. ამის შემდეგ ექიმი დერმოსკოპით ათვალიერებს თითოეულ ახალწარმონაქმნს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აფასებს მათ. ასევე გამოიყენება სპეციალური ბიბლიოთეკა, რომელიც ექიმს წინასასწარი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. წელიწადში ერთხელ რეკომენდებული განმეორებითი კვლევა საშუალებას იძლევა, ერთმანეთს შევადაროთ ძველი და ახალი მონაცემები და ახალწარმონაქმნები დავყოთ სამ ჯგუფად:
✦ ახალი;
✦ შეცვლილი;
✦ შეუცვლელი.
ვის სჭირდება კანის კარტოგრაფირება?
➨ მას, ვისაც აქვს 25-ზე მეტი ხალი;
➨ მას, ვინც ხშირად და დიდხანს იმყოფება მზის გამოსხივების ქვეშ;
➨ მას, ვისაც აქვს ღია ფერის პიგმენტსენსიტიური (ზემგრძნობიარე) კანი;
➨ მას, ვისაც აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი (კანის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში).











