გაიგეთ ყველაფერი ვარიკოზული ვენების სამკურნალო მედიკამენტის შესახებ!
გააზიარე:
როგორ წარმოგიდგენიათ ვარიკოზი? ალბათ წვივებზე ცისფერი, ულამაზო კვანძების სახით. ფიქრობთ, რომ არაესთეტიურია და სხვა არაფერი? თქვენი მოსაზრება მცდარია. ვარიკოზი სერიოზული დაავადებაა, რომელმაც შეიძლება მიგიყვანოთ გართულებებამდე, მოძრაობის უნარის შეზღუდვამდეც კი. ამიტომ კარგად უნდა იცოდეთ ვარიკოზის პირველი სიმპტომები და გონივრულად შეაფასოთ სიტუაცია, თუ თქვენ რისკ ჯგუფში ხართ.
ვარიკოზი ქალებში
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძირითადად ითვლება ქალების პათოლოგიად. მართალიცაა, ქალები უფრო მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან - ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ტანზე მჭიდროდ მორგებულ სამოსს, პროფესიებიც ისეთი აქვთ, რომ მთელი დღე ფეხზე დგომა უწევთ - პარიკმახერები, მასწავლებლები, მზარეულები, მაღაზიის კონსულტანტები, ფარმაცევტები, რომლებიც ასევე დედები და ცოლები არიან და სახლშიც აგრძელებენ „მარათონს“. ამას ემატება ჰორმონული ცვლილებებიც, რაც თან ახლავს კლიმაქტერულ პერიოდს, ორსულობას და მშობიარობას.
დიახ, ქალები ვარიკოზით უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.
ქალების ვარიკოზის ძირითადი სიმპტომებია:
- დაღლილობის შეგრძნება ფეხებში, განსაკუთრებით საღამოს;
- შეშუპება ტერფების არეში;
- კანის ქავილი წვივების და ტერფების არეში;
- სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება - კანზე ჩანს მცირე სისხლძარღვები.
თუ ამ სიმპტომებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ვარიკოზი განაგრძობს განვითარებას.
ვარიკოზი მამაკაცებში
ვარიკოზი მამაკაცებში იგივე სიმპტომებით ვლინდება, როგორც ქალებში. განსხვავდება მხოლოდ მიზეზები, რომლებიც აპროვოცირებენ ამ დაავადების განვითარებას. მართალია, მამაკაცებში არ ხდება ისეთი ჰორმონული ცვლილებები, როგორც ქალებში, ისინი არ ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მჭიდროდ შემოჭერილ ტანსაცმელს, მაგრამ:
- მამაკაცებს აქვთ დიდი ფიზიკური დატვირთვა;
- მათ სისტემატურად უწევთ სიმძიმეების აწევა;
- მისდევენ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც დაკავშირებულია ძალის გამოყენებასთან;
- უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები უყურადღებოდ ეკიდებიან საკუთარ ჯანმრთელობას.
ღრმა ვენების ვარიკოზი
ნებისმიერი სისხლძარღვის ვარიკოზი არასასურველია, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია მდგომარეობები, როდესაც ზიანდება ღრმა ვენები, ისინი ხომ სისხლის საერთო რაოდენობის 90%-ს ატარებენ!
რა ახასიათებს ღრმა ვენების დაზიანებას?
- წვივების კანის ფერის ცვლილება;
- კანის ძლიერი ქავილი წვივების მიდამოში;
- ფეხებში სიმძიმის მუდმივი შეგრძნება;
- მუდმივი, გამოხატული შეშუპებება;
- კანის ტროფიკის დარღვევები.
ღრმა ვენების დაზიანებამ შეიძლება ინვალიდობამდე მიიყვანოს პაციენტი. ამიტომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ვარიკოზული დავადებების სიმპტომებს და დროულად მიმართოთ ფლებოლოგს, დაავადებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი.
რეკომენდაციები ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს:
- ებრძოლეთ ჭარბ წონას; გაამდიდრეთ ყოველდღიური საკვები რაციონი ცოცხალი ბოსტნეულით და ხილით; შეამცირეთ ცხიმიანი, ცხარე და მარილიანი საკვები;
- მეტი იმოძრავეთ - ხშირად იარეთ, ნუ გაუშვებთ ფეხით გასეირნების შესაძლებლობას. შეძლებისდაგვარად ნაკლებად ისარგებლეთ ლიფტით;
- თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შეასრულეთ ფეხის ვარჯიშები: 1. ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მიმართულებით - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ; 2. აიწიეთ „ცერებზე“ ერთდროულად ორივე ფეხით. ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ.
- სასარგებლოა სპორტის შემდეგი სახეობები: სირბილი, ველოსიპედით სიარული, სპორტული სიარული და განსაკუთრებით ცურვა;
- ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი, 4-5 სანტიმეტრიანი ქუსლით (საზიანოა როგორც მაღალქუსლიანი, ასევე უქუსლო ფეხსაცმლის ტარება);
- ძილის დროს ფეხები მოათავსეთ 15-20 სმ-ით მაღლა ტანთან შედარებით;
- ყოველდღიურად მიიღეთ კონტრასტული შხაპი წვივების მიდამოში. ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა უნდა მოხდეს 2-3 წუთიანი ინტერვალებით;
- მიიღეთ ვენების ტონუსის გამაუმჯობესებელი პრეპარატები.
მოერიდეთ:
- ცხელ აბაზანებს;
- მზეზე დიდხანს ყოფნას;
- წვივებზე მჭიდროდ შემოჭერილ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ფეხის ფეხზე გადადებას;
- მძიმე ტვირთის აწევას;
- სპორტის ისეთ სახეობებს, რომლის დროსაც ფეხებზე დიდი დატვირთვა მოდის: ტენისი, ფეხბურთი, კალათბურთი, აერობიკა, სიმაღლეზე ხტომა, მძიმე ათლეტიკა.
ვარიკოზი საწყის სტადიაზე - შექცევადი მდგომარეობაა. ამ დროს მკურნალობა გულისხმობს კომპრესიულ თერაპიას, ვენების ტონუსის გამაძლიერებელი შიგნით მისაღები და გარეგანი საშუალებების გამოყენებას.
ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალო მცენარეული საშუალება - ფლებილის კაფსულები:
- ზრდის ვენების კედლის ტონუსს
- ამცირებს კაპილარების განვლადობას
- აქვს ანტითრომბული მოქმედება
- აუმჯობესებს მიკროცირკულაციას
- აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქნედება
- არ აღიზიანებს კუჭს
ფლებილის 1 კაფსულა შეიცავს: ცისუსის ექსტრაქტს (Cissus quadrangularis extract) - 100 მგ, ცხენისწაბლას ექსტრაქტს (Aesculus hippocastanum extract) - 50 მგ, ყურძნის კურკის ექსტრაქტს (Vitis vinifera extract) - 50 მგ, გვირილის ექსტრაქტს ((Matricaria recutita extract) – 25 მგ, გულყვითელას ექსტრაქტს (Calendula officinalis extract) -15 მგ.
ჩვენება:
ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰემოროი და სხვა ვენური პათოლოგიები.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში. ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია დოზის კორექცია. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
ფლებილის კაფსულები განსაკუთრებით ეფექტურია ფლებილის კრემ-გელთან ერთდროული გამოყენებისას.
ფლებილი М კრემ-გელი დიოსმინით, ჰესპერიდინით და მენთოლით
რა არის ფლებილი M კრემ-გელი?
ეს არის ორიგინალური შემადგენლობის კრემ-გელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ფეხის კანისათვის.
ფლებილის კრემ-გელი არის დერმატოკოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს დიოსმინს და ჰესპერიდინს – ვენების ტონუსის გამაუმჯობესებელ და სისხლძარღვოვანი პრობლემების მოსაწესრიგებელ საშუალებებს.
გარდა დიოსმინისა და ჰესპერიდინისა, ფლებილის კრემ-გელი შეიცავს მენთოლს, რომელიც აგრილებს ფეხის კანს, აგრეთვე დამატებით ნივთიერებებს, რომლებიც ხდიან ფეხის კანს გლუვსა და ხავერდოვანს, ატენიანებენ მას, აუმჯობესებენ ძირითადი სამკურნალო ნივთიერებების შეწოვას.
ფლებილის კრემ-გელის რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ მცირდება ფეხების შეშუპება, ქრება ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. კანი ხდება მკვრივი, ელასტიური და ჯანსაღი. კრემ-გელი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის წვივის კუნთების დაძაბულობას და უბრუნებს ფეხებს სიმსუბუქის კომფორტულ შეგრძნებას.
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ფლებილის კრემ-გელის გამოყენება ფლებილის კაფსულებთან ერთად.