ვაქცინაცია

გააზიარე:

ცივი სეზონი ახლოვდება. მისი ერთ-ერთი თანმხლები მოვლენა გრიპია – ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანისგან ადამიანზე ,ამიტომ ყოველ ღონეს ვხმარობთ ამ დაავადების გავრცელების შესაკავებლად. 

ყოველწლიურად მოგვიწოდებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, მაგრამ ამ მოწოდებას ცოტა თუ ეხმიანება.

ვაქცინაცია აუცილებელია ყოველწლიურად. დიდია ალბათობა, წინა წლის ვაქცინამ ახალ ვირუსზე არ იმოქმედოს, ამიტომ ყოველწლიურად ახალი ვაქცინის დამზადებაა საჭირო. მოსალოდნელი ვირუსის ტიპსა და მის ვარიანტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს და აქვეყნებს, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კი ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. 

აცრისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, მერე უკვე გრიპიც იწყება. ბევრს ჩვენთან თებერვალში ახსენდება აცრა, ვირუსის გავრცელების პიკზე, როცა მეტი შანსია, ადამიანი უკვე ინფიცირებული იყოს. ამ შემთხვევაში ვაქცინაციას აზრი ეკარგება.
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
. 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები; 
. 65 წელს გადაცილებულები;
. ორსულები;
. ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
. ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
. ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და უნარშეზღუდულთა მომვლელები.


გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას საზოგადოებრივი ეფექტი ნაკლები აქვს, ის უფრო ინდივიდუალურად იძლევა შედეგს. მარტივად რომ ვთქვათ, აცრილი ადამიანი შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ არ დაავადდეს ან დაავადება უფრო იოლად გადაიტანოს.
ვაქცინაცია ყოველთვის ეფექტიანი არ არის, მაგრამ დამტკიცებულია, რომ თუ დაავადებისგან ვერ დაგვიცვა, გრიპის მძიმე მიმდინარეობისგან ნამდვილად გვიცავს

გააზიარე: