ფიტოთერაპია

გააზიარე:

ასკილის მარგებლობის შესახებ ლეგენდები დადის. საუკუნეების წინ მისი ნაყენით ლამის ყოველგვარ სენს მკურნალობდნენ – გაციებასაც და ცოფსაც კი! ახლა უკვე კარგად ვიცით, რომ ასკილი C ვიტამინით არის მდიდარი. მასში ასკორბინის მჟავა 10-ჯერ მეტია, ვიდრე მოცხარში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ფორთოხალში. 

სხვადასხვა სახეობის ასკილი სხვადასხვა ოდენობის C ვიტამინს შეიცავს. ეს ვიტამინი ყველაზე ნაკლები (0,2-0,5%) ე.წ. ძაღლის ასკილში ყოფილა. ასკილს ერთი მეტად ძვირფასი თვისება აქვს: სხვა მცენარეებიდან (ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, ქაცვი…) C ვიტამინი დროთა განმავლობაში ქრება, ასკილში კი ის მუდამ ბევრია. ამ პრიალა ძოწისფერ ნაყოფში არ არის ფერმენტი ასკორბინაზა, რომელიც C ვიტამინს შლის!

თუ C ვიტამინის შემცველობა სხვადასხვა სახეობის ასკილში განსხვავებულია, კაროტინს, P ვიტამინს, ფოლიუმის მჟავასა და მინერალურ ნივთიერებებს ყველა ერთნაირი ოდენობით შეიცავს. სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა გამოშრობის წესზეა დამოკიდებული. ქარხნული წესით გამომშრალი და დაფასოებული ასკილი ვიტამინებითა და მინერალებით გაცილებით მდიდარია, ვიდრე კუსტარულად დამუშავებული. ასე რომ, ველური ვარდის ნაყოფის შეძენას აფთიაქებში გირჩევთ.

თუ შესანახად ასკილის გამოშრობას მაინც შინ აპირებთ, ამისთვის მზიანი, მშრალი ამინდის შერჩევა მოგიწევთ. სხვაგვარად ნაყოფს შესაძლოა ობი მოეკიდოს. გამოგადგებათ გახურებული, ოღონდ გამორთული ჰაერღუმელიც.

ასკილის ნაყენი ასე მოამზადეთ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში, ერთი დღე-ღამით დააყენეთ და გაფილტრეთ. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაამატოთ თაფლი ან შაქარი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, სასურველია, ჭამამდე. ბავშვს მიეცით ჭიქის მესამედი.

ასკილის ნაყენი გულდასმით გაფილტრეთ, რომ ჩხვლეტია ბუსუსები არ შეჰყვეს. ასკილის ნაყენს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მარგებელი ანემიისა და ზოგადი სისუსტის დროს არის. 

 

კომფორტული შემოდგომა მცენარეებთან ერთად

თავის ტკივილის დროს

. 1 ჩ.კ. დიდგულას გამომშრალ ყვავილს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, 20 წუთით დააყენეთ, გაფილტრეთ, მიიღეთ 1`4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. უმჯობესია, ნაყენი თაფლით დაატკბოთ.
. 1 ს.კ. კატაბალახას ფესვს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცივი წყალი, 6-8 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-ჯერ.
. თუ შაკიკმა შემოგიტიათ, 150 გ წვრილად გახეხილ პირშუშხას შეურიეთ 0,5 კგ კანიანად (უთესლოდ) დაქუცმაცებული ფორთოხალი, 300 გ შაქარი და ერთი ლიტრი წითელი ღვინო, ჩადგით წყლიან ჭურჭელში და ერთი საათის განმავლობაში თავდახურული ხარშეთ. შეტევის დროს დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

ბრონქიტის დროს
. ვირისტერფას 2-3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ ახალ რძეში და აადუღეთ. ჩაასხით ფინჯანში, დაამატეთ ძალიან ცოტა (რამდენიც დანის წვერს ამოჰყვება) ღორის ქონი და დალიეთ ძილის წინ.
. 1 ჩ.ჭ. იელს დაასხით 2 ჩ.ჭ. ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათს დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, მიიღეთ 0,5 ჩ.ჭ. დღეში 4-ჯერ.

რევმატიზმის დროს
. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ და გამომშრალ კოწახურის ფესვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 4 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. ორსულთათვის ეს ნაყენი აკრძალულია!
. 1 ჩ.კ. წითელი მოცვის ფოთოლს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. შეიძლება ცოცხალი წითელი მოცვისა და მისი მურაბის გამოყენებაც.
. 1 ს.კ. დიდგულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და გაფილტრეთ. სვით შემთბარი, 1`3-1`2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

თავბრუხვევის დროს
. სამკურნალო ბარისპირას 1 ს.კ. ღეროსა და ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1`3 ჭიქა დღეში  3-4-ჯერ, ჭამამდე. 
. 2 ს.კ. მანანის ღეროს (ფოთლებითურთ) დაასხით ერთი ლიტრი წყალი, 10-15 წუთის განმავლობაში ადუღეთ, შეფუთეთ და მთელი დღე-ღამით დააყენეთ. დილით გაფილტრეთ და და ჩაის ნაცვლად დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, სურვილისამებრ, დღის ნებისმიერ დროს. მკურნალობის კურსი 3 თვეა. შემდეგ 2-3 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

გულისცემის აჩქარების დროს
. აიღეთ თანაბარი რაოდენობით კუნელის ყვავილები და ნაყოფი, ერთმანეთში აურიეთ, 3 ს.კ. ნარევს დაასხით 3 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. 2 საათით დააყენეთ სითბოში და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
. კატაბალახას 10 გ მშრალი ფესვს დაასხით 200 მლ წყალი, დააყენეთ. მოზრდილებმა მიიღეთ 1-2 ს.კ., უფროსი ასაკის ბავშვებმა – 1 საჩაროზე კოვზი, ხოლო უმცროსი ასაკის ბავშვებმა – 1 ჩ.კ. დღეში 3-4-ჯერ.
. აიღეთ ლურჯი ღიღილოს 1-2 ჩ.კ. ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ. შემდეგ ერთი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1`4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

გააზიარე: